კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად და როდის შეხვდნენ სტალინი და ჰიტლერი მეორედ და რას სთავაზობდა ფიურერი ბელადს #45

სტალინისა და ჰიტლერის ურთიერთობებზე არც თუ ისე ბევრი პუბლიკაცია არსებობს, რადგან ამ ტიპის დოკუმენტებს მკაცრად ასაიდუმლოებდნენ როგორც საბჭოთა კავშირში, ასევე ფაშისტურ გერმანიაში. ბერლინის დაცემის შემდეგ კი, თითქმის მთელმა ფაშისტურმა არქივმა მოსკოვში გადაინაცვლა. მხოლოდ ახლა დაიწყო მათი ნაწილის განსაიდუმლოება... პროფესორი ვარლამ ეროფეევი წერს: „სტალინსა და ჰიტლერს, როგორც ირკვევა, თითქმის მთელი ომის განმავლობაში ჰქონდათ წერილობითი კონტაქტიც (შედარებით ხშირად) და ასევე, მათი ნდობით აღჭურვილი პირების მიერ, კონფიდენციალური შეტყობინებებიც (შედარებით იშვიათად) 1933-1941 წლებში კი, ორივე ბელადს ინტენსიური ურთიერთმიმოწერა ჰქონდათ ერთმანეთში და კვირა ისე  არ გავიდოდა, წერილები არ გაეცვალათ... ინტენსიური მიმოწერის მიუხედავად, ჰიტლერი და სტალინი სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: პირველად – ბიჭვინთაში. ამ შეხვედრაზე ადრე დაიწერა „თბილისელებში“ – ნიკა ლაშაური) მეორედ კი – ლვოვში...
ლვოვის შეხვედრა იმით იყო ნიშანდობლივი და აღსანიშნავი, რომ ის 1941 წლის 23 აპრილს, ანუ „დიდი სამამულო ომის“ დაწყებამდე ორი თვით ადრე გაიმართა. განსაიდუმლოებული საბუთების სტენოგრაფიული ჩანაწერები და ამ შეხვედრის მონაწილეთა მოგონებები, საკმაოდ ნათელ სურათს იძლევა ორი ბელადის ამ ოთხსაათიანი ურთიერთობის შესახებ... შეხვედრას იმ პერიოდის საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ მოლოტოვიც ესწრებოდა, რომელიც ყვებოდა: „1941 წლის 23 აპრილის ლვოვის შეხვედრა პირადად სტალინის თხოვნით გაიმართა. 21 აპრილს სტალინმა კაბინეტში მიხმო და მითხრა:
– ჰიტლერისგან საიდუმლო შეტყობინება მივიღე. შეხვედრას მთხოვს და ლვოვს მთავაზობს. მასთან ერთად შენი კოლეგა რიბენტროპი იქნება. გაემზადე. ზეგ მატარებლით მივემგზავრებით.
– მაინც, რა უნდა, ამაზე არაფერს იწერება? – ვკითხე სტალინს, მან კი თავი გააქნია და მიპასუხა:
– არაფერს იწერება, – შემდეგ პაუზა გააკეთა და დააყოლა, – ვფიქრობ, ყურადღების მოსადუნებლად მხვდება. აი, ნახავ, თუ ასე არ იქნება. ფაშისტი ფიურერი ინტენსიურად ემზადება ჩვენთან საომრად და უნდა გაგვაბრუოს.
სტალინს იმ პერიოდისთვის უკვე მაგიდაზე ედო „ბარბაროსა“ (საბჭოთა კავშირზე თავდასხმის გეგმა), რომელიც საბჭოთა დაზვერვამ მოიპოვა და მას სამხედრო მაღალჩინოსნებიც იცნობდნენ, რა თქმა უნდა, ბერიაც და მათ შორის მეც. სამხედროებისგან განსხვავებით, რომლებსაც „ბარბაროსა“ პროვოკაციულ დეზინფორმაციად მიაჩნდათ, სტალინი და ბერია დარწმუნებულები იყვნენ მის ნამდვილობაში და მეც უფრო სტალინისა და ბერიასკენ ვიხრებოდი. თუმცა, ბოლომდე არ მჯეროდა ჰიტლერის ასეთი მარტივი გეგმისა, რომელიც საბჭოეთის ორ კვირაში დამარცხებას ისახავდა მიზნად...“
მოლოტოვი თავის მონათხრობში ბოლომდე არ ტყდება, რომ მასაც ისევე, როგორც შაპოშნიკოვს, ტიმოშენკოსა და ჟუკოვს არ სჯეროდა „ბარბაროსასი“ და პროვოკაცია ეგონა. მხოლოდ ბერიასა და სტალინს მიაჩნდათ ის სავსებით რეალურად, რისთვისაც ინტენსიურად ემზადებოდნენ. მაგრამ, დავუბრუნდეთ მოლოტოვის მონათხრობს, რომელიც ყვებოდა: „ლვოვში დილის 9 საათზე ჩავედით. ერთ ცარიელ ჩიხში შეგვიყვანეს, რომელიც „ესესელებითა“ და „ენკავედეელებით“ საიმედოდ იყო დაცული. წინასწარ შეთანხმებული პროტოკოლის მიხედვით, პირველად ჩვენ უნდა ვწვეოდით ჰიტლერს ვაგონში და სტალინს გვერდით გავყევი. მდიდრულად მორთული ვაგონის ზღურბლზე თავად ფიურერი შეგვეგება, რომლის უკანაც რიბენტროპი იდგა. მათ ხელი ჩამოგვართვეს, შიგნით შეგვიპატიჟეს და ერთმანეთის პირისპირ წყვილ-წყვილად დავსხედით. მცირე დიპლომატიური ფორმალობის შემდეგ, ჰიტლერმა მოკლე შესავალი გააკეთა. სტალინს ნიადაგი მოუსინჯა და მოულოდნელად ჰკითხა:
– რას იტყვით, რომ პარტნიორები გავხდეთ?
სტალინს რომ შევხედე, მივხვდი, ვერ ამოიცნო ამ სიტყვების არსი, თუმცა არ შეიმჩნია.  ჩვენ ხომ ისედაც პარტნიორები ვიყავით მრავალ სფეროში და მათ შორის, სამხედროშიც. ამიტომ, სტალინმა აუღელვებლად უპასუხა:
– ჩვენ ხომ ისედაც პარტნიორები ვართ?!
– უფრო მჭიდრო პარტნიორები რომ გავხდეთ, – „მიაყარა“ ჰიტლერმა.
– დააკონკრეტეთ, – მშვიდად მოუჭრა სტალინმა.
ჰიტლერი სავარძლიდან წამოდგა და ფართო, მდიდრულ ვაგონში ნერვიულად გაიარ-გამოიარა. შემდეგ საბჭოთა ბელადის წინ შეჩერდა, ბურჟუა-იმპერიალისტებისა და ამერიკის ლანძღვას მოჰყვა. ბოლოს კი სტალინს უთხრა:
– ჩვენ და თქვენ ერთი პლატფორმის, თითქმის ერთი იდეოლოგიური წყობის მიმდევრები ვართ. ან ჩვენ დაგვამარცხებენ და გადაგვსანსლავენ ანგლოსაქსები, ან ჩვენ – მათ. მე ვფიქრობ, რომ უნდა დავასწროთ. გავერთიანდეთ და ერთად დავარტყათ. ინგლისს, როგორც იცით, ვეომებით და სულ მალე დავიპყრობთ კიდეც. რას იტყვით, რომ ამერიკას ერთიანი ძალებით დავარტყათ?
სტალინს მე ვუთარგმნიდი, თუმცა მან მშვენივრად იცოდა გერმანული, მაგრამ ამის აფიშირებას არ ახდენდა. ეს ერთგვარი თამაში იყო, რომ სტალინს პასუხის მოსაფიქრებელი დრო ჰქონოდა და ნელ ტემპში ვთარგმნიდი. მან (სტალინმა) დინჯად მოისმინა ჰიტლერის წინადადება და ფიურერს მიუგო:
– მაცდური წინადადებაა, მაგრამ იმდენად მოულოდნელი, რომ მისი დეტალების განხილვას დრო სჭირდება, შესაბამისი წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები და დოკუმენტურად გაფორმება. ვფიქრობ, სანდო, გამოცდილი ადამიანებისგან შემდგარი მუშა ჯგუფები უნდა შევქმნათ, რომლებიც ამ საკითხზე იმუშავებენ.
– გეთანხმებით, – თქვა ჰიტლერმა და დააყოლა, – აი, ეს იყო ჩემი თქვენთან შეხვედრის მთავარი თემა და ვხვდები, რომ სწორი სვლა გავაკეთე.
პროტოკოლის მიხედვით, ნახევარსაათიანი შესვენება გამოცხადდა. შემდგომი ორი საათი ჰიტლერს ჩვენს ვაგონში უნდა გაეტარებინა და პატარა სუფრაც იქვე უნდა გაშლილიყო, რომელზეც გერმანული და საბჭოთა კერძები იქნებოდა.
ჩვენს ვაგონში რომ დავბრუნდით, სტალინმა ჩიბუხი გააბოლა და ნაღვლიანად მითხრა:
– ხედავ, რას ცდილობს ჰიტლერი? არამცთუ ჩვენი ყურადღების მოდუნებას ფიქრობს, არამედ ჩვენი ცრუ კვალზე გაშვება და ჩვენი ძალების დეზორგანიზაცია უნდა – როცა დაგვარტყამს, მართლა ორ კვირაში მოგვიღოს ბოლო, მაგრამ ვერ მივართვი. აი, ნახე, თუ იაპონიასთან ერთად, შორეულ აღმოსავლეთში თავისი  ძალების კონცენტრაციის წინადადება არ შემოგვიგდოს, – სტალინმა პაუზა გააკეთა და ბოლოს დასძინა, – დიდი ომისთვის მზადების ტემპები უნდა გავაათმაგოთ. მოსკოვში რომ დავბრუნდებით, იმ ღამესვე  უნდა შევკრიბო საგანგებო თათბირზე სამხედროები...
სტალინი აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა – ლვოვის შეხვედრის მეორე ნაწილში, ჰიტლერმა  იაპონია-გერმანია-საბჭოთა კავშირის ერთობლივი ძალების შორეულ აღმოსავლეთში კონცენტრაციის იდეა „შემოაგდო“. სტალინს რომ ეს წინადადება მიეღო და ასეთი კოალიციის შექმნა დაეშვა, შორეულ აღმოსავლეთში საბჭოთა არმია მტრის ორჯერ ჭარბი ძალების რკალში მოექცეოდა და 22  ივნისს ორი მხრიდან შეგვიტევდნენ, რაც შეიძლება კატასტროფული აღმოჩენილიყო საბჭოეთისთვის...“
მოლოტოვს თავის მონათხრობში ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი გამორჩა, რომელიც სტალინ-ჰიტლერის შეხვედრის პირდაპირი გაგრძელებაა. საქმე ისაა, რომ ჰიტლერი ომამდეც და ომის დროსაც, ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა იაპონიასთან. მოითხოვდა, რომ მათ შორეული აღმოსავლეთიდან დაერტყათ საბჭოთა კავშირისთვის. თუმცა, ამას სტალინის გათვლილმა მანევრმა შეუშალა ხელი. 1941 წლის ოქტომბერში, მოსკოვში იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა, პირადად სტალინის თხოვნით. საბჭოთა ბელადი, რომელიც ჩერჩილსა და რუზველტსაც კი არ ხვდებოდა აეროდრომზე, იაპონელს პირადად დახვდა და თავადვე გააცილა. კრემლის კაბინეტში ექვსსაათიანი შეხვედრის დროს კი ის დააჯერა, რომ თუკი იაპონია ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში, მაშინ საბჭოეთი მათ შორეული აღმოსავლეთის მნიშვნელოვან ტერიტორიას დაუთმობდა... სტალინის ფანდს იაპონია წამოეგო და საბჭოეთს არ შემოუტია. პირიქით – ამერიკის შეერთებულ შტატებს დაარტყა, რითაც დიდი შეცდომა დაუშვა და ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში სისხლისმღვრელ ომში ჩაება, რაც ჰიროსიმა-ნაგასაკით დასრულდა... ამგვარად, აიცილა სტალინმა მძლავრი იაპონური აგრესია, რამაც მეორე მსოფლიო ომში საბჭოეთის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა.

скачать dle 11.3