კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კუნელით მკურნალობა


კუნელი მედიცინაში გამოიყენება გულისცემის რიტმის დარღვევის, უძილობისა და სისხლის მაღალი წნევის დროს. კუნელის ნაყენი მზადდება შემდეგი დოზით: წვრილად დაჭრილი 100 გრამი ნაყოფი 1 ლიტრ 70-პროცენტიან სპირტზე. იღებენ 50-50 წვეთს სამჯერ დღეში, ჭამამდე.
გულის დაავადების შემთხვევაში, აგრეთვე, გულით გამოწვეული თავბრუხვევისა და ხუთვის დროს, ნევროზისა და კლიმაქსის დაწყების წინ სასარგებლოა შემდეგი ნაყენის მიღება: აიღეთ 3 სუფრის კოვზი კუნელის ყვავილი, დაასხით 600 მილილიტრი (3 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი. გააცივეთ და გაწურეთ. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში 3-ჯერ.
კუნელი ანელებს ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებადობას, მატონიზებელ გავლენას ახდენს გულის კუნთზე, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულის კორონარულ ძარღვებსა და ტვინის ძარღვებში, ხსნის ტაქიკარდიასა და არითმიას, რამდენადმე დაბლა სწევს სისხლის წნევას.
კუნელის ფოთლებისგან მზადდება ახალი პრეპარატი კრატემიდი, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს და ხელს უწყობს სისხლში ქოლესტერინის შემცირებას.
ნედლი ყვავილებისგან ნაყენის მოსამზადებლად რეკომენდებულია, რომ ერთ წილ სრულიად ახლად გამშრალ ყვავილებს დაასხათ 10 წილი 70-პროცენტიანი სპირტი. 7 დღის დაყოვნების შემდეგ კი მიიღებთ 15-30 წვეთს 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
* ყვავილის წყლიანი ნაყენი: 3 სუფრის კოვზი ყვავილი 3 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალზე დააყენეთ და თითო ჭიქა დღეში სამჯერ დალიეთ გაციებისა და ძლიერი ნერვული აშლილობისას, ასევე თავბრუხვევის, გულის ნევროზის, კლიმაქტერიის საწყის სტადიაზე.
* კუნელის ნაყენი: ახლად შეგროვებულ კუნელის ყვავილებისგან გამოწურეთ წვენი, შეურიეთ ორმაგი რაოდენობის 90-პროცენტიანი სპირტი და გააჩერეთ 15 დღე. მიიღეთ დღეში სამჯერ, თითო ჯერზე – 40 წვეთის რაოდენობით სუფთა სახით ან 1 სუფრის კოვზ წყალში განზავებით.
* კუნელის წვენის მისაღებად აიღეთ 1 კილოგრამი ნაყოფი, 500 გრამი შაქრის ფხვნილი, 1 ლიტრი წყალი. გარეცხილ ნაყოფს დაასხით ცოტა წყალი და ხარშეთ 1-2 საათის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე. გაატარეთ საცერში. მიღებულ პიურეს დაუმატეთ შაქარი და წყალი. დადგით ისევ დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. გააცივეთ.
აიღეთ 0,5 კილოგრამი მწიფე ნაყოფი, გარეცხეთ და დაჩეჩქვეთ ხის ჩაქუჩით. დაასხით 100 მილილიტრი (1/2 ჩაის ჭიქა) წყალი, გააცხელეთ 40 გრადუსამდე და დაწნეხეთ წვენსაწურში. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ. ეს ნაყენი კეთილმყოფელ გავლენას ახდენს ასაკოვანი ადამიანის გულის კუნთის მუშაობაზე. იცავს გულს გადაღლილობისგან.
ჰიპერტონიული დაავადების, ვეგეტონევროზების, თავბრუხვევის, ხუთვისა და კლიმაქსის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი კუნელის მშრალი ნაყოფი, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში თბილ ადგილას (აირღუმელში, ქურაზე). გაწურეთ და ნაყენი შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
ამავე დაავადებების სამკურნალოდ შეიძლება, გამოყენოთ შემდეგი სახის ნაყენი: 10 გრამ კუნელის მშრალ ნაყოფს დაასხით 100 გრამი არაყი ან 40-პროცენტიანი სპირტი და გააჩერეთ 10 დღე. გაფილტრეთ და მიიღეთ 30 წვეთი წყალთან ერთად 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ.
***
კუნელს ბაღის დიდ ექიმს უწოდებენ, რადგან ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. საუკეთესო შედეგის მისაღწევად, მიზანშეწონილია, აირჩიოთ საუკეთესო ნაყოფი, რომ მისი ქმედება უკეთ აღიქვას ორგანიზმმა.
კუნელი დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე – ახდენს გულისცემის ნორმალიზებას. განსაკუთრებული ეფექტი მოზარდებში აქვს. კუნელი აუმჯობესებს გულის კუნთისა და ტვინისთვის სისხლის მიწოდებას. მიზანშეწონილია მისი გამოყენება ჰიპერტენზიისა და ათეროსკლეროზის ადრეულ ეტაპზე. კუნელს არაჩვეულებრივი შედეგი აქვს მათთვის, ვისაც ჭარბი ქოლესტერინი აწუხებს. გარდა ამისა, თუ გაწუხებთ უძილობა და საძილე აბებს იყენებთ, კუნელი გააძლიერებს მათ მოქმედებას. კუნელი დადებითად აისახება კუჭის პათოლოგიებზეც.
მიუხედავად იმისა, რომ კუნელს ორგანიზმისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს, მას უკუჩვენებებიც აქვს, რაც აუცილებელია გაითვალისწინოთ. თუ გაქვთ გულისა და თირკმლის დაავადებები, მაშინ კუნელის გამოყენებამდე, ჯობია, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ. სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, არასასურველი შედეგი მიიღოთ. გარდა ამისა, გახსოვდეთ, რომ არ შეიძლება, კუნელის დიდი ხნის განმავლობაში გამოყენება და არც ძალიან დიდი დოზით, ამან შეიძლება, ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვიოს.
გთავაზობთ ნაყენის რეცეპტს, რომელიც ზიანს ნამდვილად არ მოგაყენებთ და პირიქით, დადებითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
გარეცხეთ 1,5-2 კილოგრამი კუნელი ძალიან კარგად. მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაასხით დაახლოებით 1,5 ლიტრი არაყი და დაახურეთ თავი. შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას ორმოცი დღის განმავლობაში. მიღებული ლიქიორი გადმოასხით ბოთლში. ლიქიორს შეიძლება დავუმატოთ კუნელის ფოთლები და ყვავილები.
კიდევ ერთი რეცეპტი: ჩაასხით ორი ფლაკონი სპირტი (ას-ას მილილიტრიანი) მინის ჭურჭელში, დაამატეთ სამი ფლაკონი წყალი, ჩაყარეთ მცირე მუჭა გამხმარი კუნელი. ორი-სამი კვირა შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. მიღებული ნაყენი შეგიძლიათ სამკურნალოდ გამოიყენოთ.
შეიძლება თუ არა ამ ნაყენის მიღება ორსულობისას?
ორსულობისას კუნელის გამოყენება ნებადართულია, მაგრამ მცირე დოზით. თან, ნაყენში მისი კონცენტრაცია უნდა იყოს მინიმალური.
კუნელის ნაყენი ხელს უწყობს სტრესისა და გაღიზიანებისგან გათავისუფლებას, რადგან დამამშვიდებელი თვისებები აქვს. კარგად ვიცით, რომ ფეხმძიმე ქალები გამოირჩევიან სიფიცხით და ნერვიულობით, ამიტომ ეს ნაყენი, მცირე დოზითა და მინიმალური კონცენტრაციით, სასარგებლოა. ჭარბი რაოდენობით გამოყენებამ და დაუდევრობამ შეიძლება, გამოიწვიოს რძის რაოდენობის შემცირება და ჯანმრთელობის სხვა გართულებები, ამიტომ საჭიროა სიფრთხილე და უკეთესია, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ.

ბადრიჯნის სასარგებლო თვისებები
ბადრიჯნის კანის ნახარში მუქ თმას საოცარ ბზინვარებასა და თავისებურ ფერს ანიჭებს.
თხელ ფირფიტებად დაჭრილი ბადრიჯანი ნიღბადაც გამოიყენება. ის, კიტრის მსგავსად, ატენიანებს და ათეთრებს კანს.
კანის გაღიზიანებულ და ანთებად უბნებზე სასარგებლოა ბადრიჯნის წვენში დასველებული ტამპონების დადება – ბადრიჯანი ხომ ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალებაა.
მშრალი კანისთვის რეკომენდებულია წვრილად გახეხილი ბადრიჯნის ნიღაბი. გახეხილ მასას ცოტაოდენი მდუღარე წყალი და არაჟანი დაუმატეთ. მიღებული ნარევი 10-15 წუთით გაიჩერეთ  სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
საკვებ რაციონში ბადრიჯნის სისტემატურად ჩართვის შემთხვევაში, ღვიძლის ფუნქცია ნორმალიზდება. სპილენძის, რკინის, კობალტისა და მანგანუმის წყალობით, ორგანიზმში უმჯობესდება სისხლის წარმოქმნა. ბადრიჯანი დადებით გავლენას ახდენს ელენთისა და ძვლის ტვინის ფუნქციებზე. აქედან გამომდინარე, ანემიით დაავადებულთათვის მეტად სასარგებლოა. ის ხელს უწყობს ერითროციტების (სისხლის წითელი ბუთულების) წარმოქმნას და ნორმაში მოჰყავს ჰემოგლობინის დონე. დაბალკალორიულობის გამო ბადრიჯანი  თამამად შეიძლება მიირთვან ჭარბწონიანებმაც. ის საუკეთესოდ ანაყრებს, თანაც აუმჯობესებს ნაწლავების ფუნქციას. ბადრიჯანს აქვს სუსტი, მაგრამ ეფექტური შარდმდენი მოქმედება, ამიტომაც სასარგებლოა თირკმლის ქრონიკული პათოლოგიით დაავადებულთათვის. ბადრიჯანი, მასში შემავალი ნივთიერებების ბიოლოგიური აქტიურობის გამო, დადებით გავლენას ახდენს უამრავი ორგანოს ფუნქციასა და ზოგად მდგომარეობაზე. ის აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს თირკმელების მუშაობას, ასუფთავებს ნაწლავებსა და სანაღვლე გზებს. დიეტოლოგები ბადრიჯნის სისტემატურად მიღებას ურჩევენ მათ, ვინც მიდრეკილია გულისა და სისხლძარღვების პათოლოგიებისადმი. ბადრიჯანს ორგანიზმიდან გამოაქვს, ეგრეთ წოდებული, ცუდი ქოლესტერინი, ხოლო მასში შემავალი მინერალების, კერძოდ, კალიუმისა და ნატრიუმის მარილების წყალობით, გულის მუშაობა უმჯობესდება. ბადრიჯნის წვენს აქვს მკვეთრად გამოხატული ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული მოქმედება, ეფექტურად ებრძვის ინფექციებს. ხალხურ მედიცინაში ბადრიჯანს ოდითგან იყენებენ ჭრილობებისა და წყლულების მოსაშუშებლად, აგრეთვე, პოდაგრის სამკურნალოდ. ის ხელს უშლის შარდმჟავას დაგროვებას სისხლსა და მთლიანად ორგანიზმში. ბადრიჯანი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც – აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში.  პოდაგრის სამკურნალოდ ზამთარში შეიძლება გამხმარი ბადრიჯნის გამოყენება. გასახმობად ბადრიჯანი თხელ ფირფიტებად უნდა დაჭრათ, ძაფზე ააცვათ და რამდენიმე საათით ანთებული ელექტრო ან გაზქურის  თავზე დაკიდოთ. ოდნავ დარბილებული ბადრიჯანი 10-12 დღის განმავლობაში ისევე უნდა გაახმოთ, როგორც სოკო. შემდეგ ტილოს ტომარაში ჩაყაროთ და გრილ მშრალ ადგილას შეინახოთ. მომზადების წინ კი დაასველეთ.

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი
ძლიერი იმუნიტეტი ფარია, რომელიც გვიცავს სხვადასხვა დაავადებისგან ან გვიმარტივებს მათ გადატანას. იმუნიტეტის ამაღლება განსაკუთრებით აქტუალური შემოდგომითაა. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს სასურველი შედეგის მისაღწევად.
*  იმუნიტეტის ამაღლებას ხელს უწყობს კაკლის ფოთლების ნაყენი. აიღეთ ორი ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, გადაწურეთ და სვით 1/2 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
* ხორცსაკეპ მანქანაში გააატარეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ქიშმიში, 1 მუჭა კედრის თხილი, 1 ჩაის ჭიქა ნიგოზი, ნახევარი ჩაის ჭიქა ნუში და 2 ლიმონის კანი.
* ლიმონი გაწურეთ, დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა შავი ქლიავი და გარგარის ჩირი (კურაგა), 150 გრამი თაფლი. მასა 2 დღე მშრალ ადგილას დადგით და შემდეგ მაცივარში შეინახეთ.  მოზრდილებმა უნდა მიიღონ დღეში სამჯერ 2 სუფრის კოვზი, ბავშვებმა 3 წლიდან – 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.
იმუნიტეტის დაქვეითების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლის შემთხვევაში, ორგანიზმის მოსაძლიერებლად, ათეროსკლეროზულ პროცესთა პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია შემდეგი რეცეპტი: აიღეთ 100-100 გრამი კრაზანა, ნეგო, არყის კვირტი და გვირილის ყვავილი. დააქუცმაცეთ. ნარევი მოათავსეთ მინის ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და საღამომდე გააჩერეთ. საღამოს აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, 20 წუთი გააჩერეთ, გადაწურეთ ტილოს ნაჭერში (და არა დოლბანდში). ნაჭერში დარჩენილი მასა მსუბუქად გაწურეთ. ერთ ჭიქა ნაყენს დაუმატეთ ერთი სადილის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და ძილის წინ მიირთვით. დილით შეათბეთ დარჩენილი ნაყენი, ისევ დაუმატეთ თაფლი და უზმოზე დალიეთ. ნახევარ საათში შეგიძლიათ, ისაუზმოთ. ასე უნდა იმკურნალოთ, სანამ ნარევი არ გათავდება. სასურველია, თითო ასეთი კურსი 5 წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ.
გარგარის ჩირი, ლეღვი, შავი ქლიავი, ნიგოზი და ქიშმიში, ყველაფერი ერთად – 200 გრამი გაატარეთ 1 ცალ ლიმონთან ერთად. დაუმატეთ 200 გრამი თაფლი და 50 მილილიტრი კონიაკი. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ ჭამის წინ 1 სუფრის კოვზი.
აიღეთ სამ-სამი წილი ბერულა და შავბალახა, ორი წილი წყლის იელი, თითო წილი მინდვრის შვიტა და ხეჭრელის ქერქი. ყველაფერი წვრილად დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. აიღეთ ორი სადილის კოვზი ნარევი, დაასხით სამი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. არ აგიდუღდეთ! გადმოდგით და გააჩერეთ 30 წუთი სითბოში. გადაწურეთ და მიირთვით 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ.
აიღეთ  500-500 გრამი ქიშმიში, გარგარის ჩირი, ლეღვის ჩირი, შავი ქლიავის ჩირი, თაფლი, 2 ჭიქა ნიგოზი, 1 ლიმონი კანიანად, გაატარეთ ყველაფერი ხორცსაკეპში, კარგად აურიეთ, მოათავსეთ შუშის ჭურჭელში და მიიღეთ 1 სადილის კოვზი დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
მიირთვით დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი. კარგი იქნება, თუ კალორიულ საკვებს, როგორიცაა შემწვარი ხორცი, შემწვარი კარტოფილი, ნამცხვრები და სხვა ტკბილეული, ცომეული, მიაყოლებთ მსუბუქ სალათას კომბოსტოთი, პომიდვრითა და კიტრით. რაც მთავარია – წყალი. არ დაგავიწყდეთ, რომ დღეში მინიმუმ, ლიტრა-ნახევარი წყალი მაინც უნდა მიიღოს თქვენმა ორგანიზმმა.

скачать dle 11.3