სიყვარულის „ხიფათები“
სიყვარულისთვის ყველაზე საშიშია სტერეოტიპები... ხალხი ამბობს და ეს, ალბათ, ასეც არის – არგუმენტად არ გამოდგება. „თუ არ ეჭვიანობს, არ ვუყვარვარ“ – სულელური მოსაზრებაა. ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ სიყვარული შეუძლებელია მაღალფარდოვანი სიტყვების გარეშე. „მდუმარე“ სიყვარულიც არსებობს და არ არის აუცილებელი, პარტნიორი მუდმივად კუდში დაგდევდეთ; მეტისმეტი ყურადღებით ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევდეთ. შეგიძლიათ, ირწმუნოთ იმის, რომ ეს ყველაფერი მალე მოგბეზრდებათ. ანუ, სიყვარულს აქვს თავისი „ხიფათები“, რომლებიც შეუიარაღებელი თვალით არ ჩანს... აჯობებს, თავიდანვე მზად იყოთ. რა თქმა უნდა, ქალებს ყურადღებიანი მამაკაცები მოსწონთ, მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს და სიყვარულშიც ზომიერების გრძნობა აუცილებელია. საყვარელ ადამიანს თავი არ უნდა მოაბეზროთ. მთავარია, მიხვდეთ, სად რა ხიფათია ჩასაფრებული და გამოიცნოთ, როდის დაიხიოთ უკან... ნუ შეგეშინდებათ ამ აუცილებელი დათმობის. ის სიყვარულში წარმატებას მოგიტანთ და ერთი ნაბიჯით აგამაღლებთ.
სიყვარულისთვის ხიფათია ეჭვიანობაც. ხიფათია პარტნიორის ერთგულების გამოცდა და ისეთი სასიყვარულო თამაში, რომელიც თქვენს საყვარელ ადამიანს სიმშვიდეს დაუკარგავს. ფხიზლად იყავით, რომ საჩუქარი იყოს თქვენთვის სიყვარული და არა ტანჯვა.
რატომ ვერ
ვპოულობთ ძლიერ
კაცებს?
ფიქრობ, რომ „ძლიერი კაცები გადაშენდნენ და აღარ არიან?” თუ დაიმალნენ სადმე და ჩვენ ვერ ვპოულობთ? როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ, რომ ძლიერი კაცები მოვიზიდოთ?
ძალიან მნიშვნელოვანია, განსაზღვრო, თუ რომელი ტიპის ქალებს მიეკუთვნები და საიდან უნდა დაიწყო ცვლილებები, რომ შენი ადგილი იპოვო მამაკაცის გვერდით. გადადგა ნაბიჯი, რომელიც სულ მალე უკეთესობისკენ შეცვლის შენს რეალობას.
რა სარგებლობა მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში კაცს?
რატომ გვჭირდება ასე ძალიან ერთმანეთი და რატომ ვერ ვძლებთ მათ გარეშე, მაშინაც კი, როცა გვეჩვენება, რომ საერთოდ არ გვესმის ერთმანეთის და ლამის „ხელჩართული ბრძოლა” გვაქვს გაჩაღებული?!
ერთი სქესი ამტკიცებს, რომ ყველაფერი კაცების ბრალია, მეორე კი – ქალებისკენ ამისამართებს მთელ პასუხისმგებლობას…
ერთადერთი ჭეშმარიტება და ალბათ, პრობლემაც ისაა, რომ ორივე მხარე მართალია
კაცები გვედავებიან, რომ საკმარისად ტკბილი და ალერსიანები არ ვართ, ქალები საპასუხოდ ვწუწუნებთ, რომ სწორედ ისინი არ გვაძლევენ იმდენ სითბოსა და სიყვარულს, რომ დაგვატკბონ და დაგვათბონ.
ისინი გვიმტკიცებენ, რომ ჩვენ გავხდით ძლიერები და აღარ გვაქვს ქალური სინაზე. ჩვენ ვუმტკიცებთ, რომ სწორედ კაცები დასუსტდნენ და ძლიერები „დინოზავრებივით გადაშენდნენ“. ჩვენც სწორედ ამ მიზეზით გვიწევს, ვიყოთ ძლიერები…
მოკლედ, პოლემიკა გრძელდება,
შევეცადოთ და ვუპასუხოთ კითხვას: როგორია ძლიერი მამაკაცი?
ძლიერი კაცის მახასიათებლებია:
* არის ძლიერი დასაყრდენი ქალისთვის;
* ზურგი, რომლის გვერდითაც თავს დაცულად გრძნობ;
* აქვს გადაწყვეტილების მიღების უნარი;
* აქვს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი;
* აქვს ინიციატივის გამოჩენის უნარი;
* გმირია – საყვარელი ქალისთვის;
* მომთმენია;
* მიზანსწრაფულია;
* შემოქმედებითია;
* რომანტიკულია;
* ყურადღებიანია;
* თბილი და მოსიყვარულეა;
* ხელგაშლილი და გულგაშლილია;
* კეთილია… უანგარო და რაც მთავარია, ერთგული.
თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქალები ჩვენ წილ ძლიერ კაცებს თავად ვქმნით ჯერ წარმოსახვაში და შემდეგ კი – რეალობაში.
ძლიერ კაცს აღარ უნდა სჭირდებოდეს კუდში დევნა და ძახილი: ე, ბიჭო, გაძლიერდიო. მამაკაცმა თავად უნდა იცოდეს, რა სიტუაციაში როგორ მოგექცეს, რომ მის გვერდით თავი მუდმივად უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნო.
რა სურს ქალს
ერთხელ ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: ვინმემ იცით, რა სურთ ქალებს? 52 წლის განმავლობაში კი მხოლოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ქალებს სურთ, კაცებმა არ დასვან სულელური შეკითხვებიო.
მართალია თუ არა ეს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ზოგიერთი მამაკაცი ცხოვრების განმავლობაში რაღაც გამოცდილებას იძენს...
მაგალითად: ცოლი გეუბნება, რომ მზად იქნება 5 წუთში, ეს ნიშნავს, რომ გაქვს დრო, გაფრინდე მთვარეზე, დაწერო პოემა და დაბრუნდე.
მამაკაცს, ასევე, აინტერესებს, როგორი გრძნობაა, როცა ყოველთვის შენ ხარ მართალი.
კაცების დიდი უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალები კაცების შეტყუებას ღიმილით ცდილობენ და ცრემლებით ინარჩუნებენ.
ზოგიერთი კაცისთვის ქალი არის ქმნილება, რომელიც იცვამს, ჭორაობს და იხდის. ასევე, რეცხავს ჭურჭელს, სარეცხს, იატაკს, აუთოებს და ამზადებს საკვებს კაცისთვის.
ქალები ამბობენ: მამაკაცებს რომც შეეძლოთ იმის გაგება, რასაც ქალები ფიქრობენ, მაინც არ დაიჯერებენო.
P.S. შეგიძლიათ, ჰკითხოთ ქალს, თუ რატომ ტირის, მაგრამ არასდროს ჰკითხოთ, რა ატირებდა, რადგან, დიდი ალბათობით, ის უკვე აღარ ახსოვს.
დაბოლოს, რას ვერჩით კაცებს, როცა ისინი ქალებზე ჭკუასუსტები არიან და კიდევ ერთი ჭეშმარიტება – ქალი სიყვარულისგან ჭკვიანდება, კაცი კი სულელდება.