კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოირგეს თანამედროვე ქრისტიანებმა ეკლესიური აზროვნება, წესი და კანონები საკუთარ თავზე და რატომ აკეთებენ ისინი ყველაფერს ისე, როგორც მათ ესმით და შეუძლიათ #45

„იყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ“ – ეს სიტყვები საღვთო ლიტურგიზე ყოველთვის წარმოითქმება სასულიერო პირების მიერ. თუ ჩვენ ერთმანეთი გვეყვარება და უნდა გვიყვარდეს კიდეც, აქედან გამომდინარე, ნაყოფი ამ სიყვარულისა იქნება ერთობით აღიარება ჯერ ღმერთისა და მერე ჩვენი ურთიერთობისა, პატივისცემისა.

 მამა გიორგი (თევდორაშვილი), ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი: სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ოქრო და ვერცხლი რომ დაუყარო წინ, მაცხოვარი რომ გამოეცხადოს, მთელი სამყაროს ბრილიანტები რომ დაუყარო მუხლებთან, მაინც ცუდზე ფიქრობს. ხშირად მინახავს, 5 წუთის წინ ნაზიარებ ადამიანს როგორ ჩამოსტირის თავ-პირი. არ მგონია, მას იმხელა სულიერება ჰქონდეს, რომ თავის ცოდვებს ისევ განიცდიდეს, მაგრამ სიხარული ხომ უნდა ეტყობოდეს სახეზე, ღიმილის სახით მაინც?! სამწუხაროდ, ისეთი მოძღვრებიც არიან, მათ რომ მოუსმენ, საქართველოდან უნდა გაიქცე, ყველაფერი უნდა გაყიდო, ყველაფერი დამთავრდა, ჯოჯოხეთია დედამიწაზე და აღარაფრის კეთებას აზრი არ აქვს. რა თქმა უნდა, ასე არ არის, მაინცდამაინც ცუდზე რატომ უნდა ვიფიქროთ. ასეთმა ადამიანებმა უნდა წაიკითხონ აპოკალიფსი, იქ ძალიან ბევრი რამ წერია მოსალოდნელ კატაკლიზმებზე. მაგრამ, ბევრი ზღაპარი სწორედ აპოკალიფსიდან იღებს სათავეს. უნდა იყოთ იმედიანები, ცუდის მაგივრად, კარგზე ფიქრობდეთ და არ უნდა იყოთ დაღვრემილები, დამძიმებულები. თუ ქრისტიანი ხარ, უნდა იღიმოდე, თუ რამე გაწუხებს, შენს გულში უნდა დამალო და სხვას არ მოახვიო შენი პრობლემები, რადგან ყველას თავისი გასაჭირი აქვს. ამის გარეშე, არც გვამყოფოს ღმერთმა, რადგან ვერც გვაცხონებს.
– ძალიან ბევრი ადამიანი მხოლოდ ეკლესიაშია ქრისტიანი და როგორც კი გარეთ გამოვა – საზოგადოებაში, სამსახურში, ოჯახში სხვანაირი ხდება.
– ეკლესიურობა კი არ გვესმის ისე, როგორც არის, არამედ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. საკუთარ თავზე მოვირგეთ ეკლესიური აზროვნება, წესი და კანონები. ისე ვაკეთებთ ყველაფერს, როგორც ჩვენ გვესმის, როგორც შევძლებთ და არა ისე, როგორც უფალს სურს, გავაკეთოთ. როდესაც ვამბობთ, რომ მოქცეულები ვართ, გვინდა, რომ ჩვენი ახლობელი, ოჯახის წევრი მოვიყვანოთ ეკლესიაში და ვწუხვართ, გული გვწყდება იმაზე, რომ ვერ მოვაქციეთ, ვერ მოვიყვანეთ ტაძარში, ამ დროს ძალიან მწარედ ვცდებით. ჩვენ ეკლესიაში საკუთარმა თავმა კი არ მოგვიყვანა ან სხვა ადამიანმა, არამედ სულიწმიდის მადლმა. თუ გვინდა, რომ ჩვენი ეკლესიურობა ნაყოფიერი იყოს და სხვამ დაინახოს, რომ ჩვენით იდიდება ღმერთი, პირადი ქმედებით და ლოცვით უნდა მოვაქციოთ სხვა ადამიანები. ზოგჯერ მათ ჩვენივე საქციელით ვაბრკოლებთ და ისინი არ მოდიან ეკლესიაში. ხშირად უფალს ჩვენთვის კარგი უნდა, მაგრამ ჩვენი უგუნური ქმედებით, ვუკეტავთ მას გზას. ერთმა ადამინმა, რომ ილოცოს სწორად, იმოღვაწეოს სწორად, იმოქმედოს მართებულად, მის გარშემო ბევრი ჩაფიქრდება იმაზე, რომ ღმერთი არსებობს და მასთან მისვლა აუცილებელია. ცივი აღსარება, ფურცელზე ჩამოწერილი და მაინცდამაინც ზიარების წინ, არ არის კარგი. ჩვენ უნდა გამოვყოთ დრო, მოძღვარს ვთხოვოთ და ვესაუბროთ ეკლესიური ცხოვრების, ცხონების შესახებ, რას გვასწავლის უფალი. უნდა წავიკითხოთ წმიდა მამების დატოვებული დიდი საგანძური. თუ კარგად წავიკითხავთ წმიდანების ცხოვრებას, ეკლესიის ისტორიას, მივხვდებით, რომ ჩვენი ეკლესიური ცხოვრება მხოლოდ აჩრდილია იმისა, რაც ადრე იყო. მხოლოდ ერთი საათით ვართ ქრისტიანები და მერე ისე ვცხოვობთ, როგორც გვინდა. ხშირად ადამიანი საკუთარი ნებით ცხოვრობს, ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც უნდა და ამ დროს ამ ყველაფერს ეკლესიურობას არქმევს,  ყველაფერი უფლის ნებით მოხდაო და ძალიან ხშირად ახსენებს ეკლესიას, უფალს, არადა შორს არის ყოველგვარი საუფლოსგან, ეკლესიურისგან. ჩემი თხოვნაა, გავუფრთხილდეთ უფალთან ურთიერთობას. ის ძალიან სათუთი, მისტიკური, სათნო და გასაფრთხილებელია. დავფიქრდეთ იმაზე, რომ, ვინც ეკლესიაში დადის, ის უკან არ აღმოჩნდეს. ხოლო ისინი, ვინც დღეს არ დადიან ეკლესიაში, შეიძლება, მოვიდნენ და დაიკავონ ჩვენი ადგილი და „უკანანნი გახდნენ წინანი“.
– მამაო, რა წერია სჯულის კანონში იმ ადამიანების შესახებ, ვინც დიდი ხნის განმავლობაში არ დადიან ეკლესიაში?
– სჯულის კანონში გარკვეულად წერია: თუ ადამიანი ერთი თვის განმავლობაში არ გამოჩნდება ეკლესიაში, ის უნდა დაითხოვოს მოძღვარმა. მაგრამ, დღეს, მოძღვრები ასეთი მკაცრები ვერ ვიქნებით, რადგან სეკულარულ საზოგადოებაში გვიწევს მოღვაწეობა, თითქმის ბოლო ჟამის დასაწყისია.  ვაკვირდები ადამიანებს და როდესაც ისინი წირვაზე მოდიან, უპირველს ყოვლისა, ხატებს კი არ ეამბორებიან, არამედ მესანთლესთან მიდიან, მერე სტიქაროსნებს, ერთმანეთს ეამბორებიან. რა თქმა უნდა, ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ, როდესაც ეკლესიაში შემოდიხართ, ამ დროს მესანთლის სახლში ან მამა გიორგის, სტიქაროსნების სახლში კი არ დგამთ ფეხს, არამედ უფლის სახლში შემოაბიჯებთ. უფალი კი ამ დროს გესაუბრებათ, გისმენთ, თქვენ კი მიბრუნდებით და თქვენივე მსგავს ადამიანს ათას სისულელეზე ესაუბრებით. შესაბამისად, ლიტურგიას იწყებთ დამახინჯებულად. ზოგი მხოლოდ ზიარებას ელოდება, ზოგი – ქადაგებას, თუმცა ამას არც ასრულებს. ზოგი მხოლოდ ერთმანეთთან სასაუბროდ და გასართობად მოდის. როდესაც ადამიანი ეკლესიიდან გადის, მას ავიწყდება, ვის გვერდით იდგა, ვისთან ერთად ლოცულობდა. მაცხოვარი ბრძანებს, როცა ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მე ვიქნები მათთან. დღეს ადამიანი ეკლესიაში მოდის გაყინული, ცივი და ის მრევლთან ურთიერთობამ უნდა გაათბოს, გაალღოს.

скачать dle 11.3