კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი #45

ოჯახური სათნოება ღვთისთვის მეტად საამოა
ერთხელ ღირსი მაკარი ეგვიპტელი მომეტებულ გულმოდგინედ ლოცულობდა. ამ დროს ზეციდან მოესმა ხმა: „შენ ჯერ კიდევ ვერ მიემსგავსე ორ დედაკაცს, რომელნიც ცხოვრობენ მახლობელ ქალაქში. მაკარის გაუკვირდა ეს სიტყვები და მოინდომა მათი ცხოვრების გაგება. ბერი წავიდა ქალაქში, მოძებნა სახლი, რომელშიც ცხოვრობდა ის ორი დედაკაცი და კარზე დააკაკუნა. კარი გაიღო და გამოეგება მას დედაკაცი და სიხარულით შეიყვანა ის ოთახში, სადაც მიეგება მეორე დედაკაცი. მაშინ მაკარიმ უთხრა მათ: „მხოლოდ თქვენი გულისთვის მივიღე ჩემს თავზე დიდი შრომა. მე მოვედი შორეული უდაბნოდან, რომ შევიტყო თქვენი საქმენი. დაუფარავად აღიარეთ ყოველივე ჩემ წინაშე“. დედაკაცებმა ქალწულებრივი მორცხვობით მიუგეს: „კაცო ღვთისაო! განა შეიძლება რაიმე ღვთის სათნო საქმე მოეთხოვოს იმათ, ვინც მუდამ დროს ოჯახის მზრუნველობაში არის გართული და უნდა აღასრულოს მეუღლის მოვალეობა?“ მაგრამ წმიდა მაკარი დაჟინებით თხოვდა, რომ განუცხადონ მას, როგორ ატარებენ ისინი თავიანთ ცხოვრებას. მაშინ მადლიანმა დედაკაცებმა თავმდაბლად უთხრეს: „ჩვენ ორნი რძლები ვართ, მეუღლენი ღვიძლი ძმებისა. თხუთმეტი წელიწადია, ერთად ვცხოვრობთ და ამდენ ხანს ერთი საწყენი სიტყვა არ გაგვიგონია ერთიმეორისგან. შვილები არა გვყავს და თუ უფალმა მოგვანიჭა ისინი, პირველი ჩვენი ზრუნვა იქნება ღვთის ვედრება, რომ ღმერთი შეგვეწიოს, რათა ჩვენ აღვზარდოთ ისინი მორწმუნენი და კეთილმოქმედნი; მომსახურეებს ვეპყრობით თავაზიანად, ბევრჯერ მოვინდომეთ მონაზვნად შედგომა, მაგრამ მეუღლეებიდან ნებართვა ვერ გამოვითხოვეთ. ვგრძნობთ რა ჩვენდამი მათ სიყვარულს, გადავწყვიტეთ მათთან დარჩენა მათდა სანუგეშოდ. ხოლო ჩვენი ცხოვრება ცოტათი მაინც რომ მიემსგავსოს წმიდა მეუდაბნოე დედათა ცხოვრებას, გულში გადაწყვიტეთ: ვერიდოთ ჭორებს და ყოველივე ცუდ უბრალო საუბრებს, უფრო ხშირად ვიმყოფებოდეთ შინ და ვუვლიდეთ ოჯახს“.
მოისმინა რა ეს, მაკარიმ თქვა: „ჭეშმარიტად ღმერთი მას კი არ უცქერს, ქალწულია ვინმე თუ შეუღლებული, ბერია თუ ერი, არამედ ეძებს მხოლოდ გულით კეთილი საქმეების მიმდევარს და ასეთს უფალი შეიწყნარებს, მოხედავს მას და მოუვლენს სულიწმიდას, რომელიც ამოქმედებს და მართავს ცხოვრებას თითოეული კაცისას, ვისაც კი უნდა ცხოვნება“. ეს მაგალითი, ძმანო, ქრისტიანენო, ცხადად გვიჩვენებს ჩვენ, რომ ცხონება შეუძლია ყოველ ქრისტიანს, ბერი არის ის თუ ერი, შეუღლებული არის თუ ქალწული, კაცს უნდა ჰქონდეს გული კეთილი, ჭეშმარიტი სარწმუნოება და ასრულებდეს კეთილ საქმეებს.
„რომელმან პოოს ცოლი კეთილი, უპოვნიეს მადლი, ხოლო მიუღებიეს სიწყნარე უფლისა მიერ“ (იგავ. 18,22). „დედაკაცსა კეთილისა სანატრელ არს ქმარი, და რიცხვი დღეთა მისთა მრჩობლ კეც. დედაკაცი კეთილი ახარებს ქმარსა თვისსა და წელთა მისთა აღავსებს მშვიდობითა. დედაკაცი კეთილი ნაწილი კეთილისა, წილსა შინა მოშიშსა უფლისასა მიეცეს“ (ზირაქ. 26,1-3).

მოწყალების გაცემა ჩვენ ცხოვნებას დიდ წარმატებას აძლევს
ერთ აფრიკელ თავადს ჰყავდა მოურავი, სახელად ერქვა მოურავს პეტრე. მის მოვალეობას შეადგენდა თავადის სასმელ-საჭმლის მომზადება. ის მოურაობის დროს ძლიერ გამდიდრდა, მაგრამ მეტისმეტი ძუნწი და გულცივი კაცი იყო. არ ახსოვდა მას, როდესმე რაიმე სამოწყალო მიეცა გლახასთვის. მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი გულქვა კაცი საუკუნოდ დაღუპულიყო, მაგრამ მრავალმოწყალე ღმერთმა დააყენა ის სინანულის გზაზე შემდგომი სახით: ერთხელ, როცა ის სასახლეში აგზავნიდა გამომცხვარ პურებს, დაინახა მის წინ გლახა – მოწყალების მთხოვნელი. პეტრემ მრისხანედ შეუყვირა გლახას, მაგრამ ის მაინც არ მოშორდა და სთხოვდა სამოწყალოს ქრისტეს გულისთვის. პეტრე მეტად გაჯავრდა: მიიხედ-მოიხედა, უნდოდა, ქვა აეღო და ესროლა მისთვის. ქვა ვეღარ იპოვა და გაბრაზებულმა აიღო ერთი პური და სახეში ესროლა მთხოვნელს. მთხოვნელმა აიღო პური და ლოცვით გაუდგა გზას. მერმე გავიდა ორი დღე და პეტრე ძლიერ ავად შეიქმნა. ავადმყოფობის დროს ჩვენება ნახა: ის რომელიღაც სასამართლოშია, მის წინ დგას სასწორი, რომელზეც ერთი მხრით რაღაც შავშავნი, საშიშარნი არსებანი ალაგებენ მის ცოდვებს და მეორე მხრით ანგელოსები დგანან დაღონებულნი. ცოდვა სძლევს სასწორს. შავნი არსებანი იცინიან, ტაშს უკრავენ, ანგელოსები კი დაღონებით ეუბნებიან ერთიმეორეს: „ჩვენ რა დავდოთ სასწორზე, არა არის რა, გარდა ერთი პურისა, რომელიც პეტრემ ესროლა მთხოვნელს“. მერმე პეტრეს ეს მოწყალება დასდეს სასწორზედ და ცოტათი შეინძრა ცოდვებით აღვსილი სასწორის ჯამი. მაშინ ანგელოსებმა უთხრეს პეტრეს: „წადი, უბადრუკო პეტრე და ამ პურს კიდევ მიუმატე რამდენიმე პური, რომ ჩვენმა მოქიშპეებმა არ მოგვტაცონ შენი თავი და არ ჩაგაგდონ საუკუნო ცეცხლსა გეენიასასა“. მერმე პეტრე გამოერკვა, გონს მოვიდა და სცნო, რომ ეს არ იყო უბრალო მოჩვენება, არამედ ეს იყო ჭეშმარიტება. ეს იყო მისთვის ზეგარდმო შთაგონება მოწყალების გაცემაზე, იმიტომ რომ, მან დაინახა ყველა თავისი ცოდვა, რაც კი ექმნა მას სიყრმითგან. მაშინ პეტრე დავარდა პირქვე, იწყო ცრემლით ლოცვა და სინანული. აღთქმა მისცა ღმერთს, რომ ის შეიქმნება უხვად მიმცემი გლახაკთა. აღთქმა თავისი მან აღასრულა: შეიქმნა სამოწყალოს უხვი გამცემი და, როცა სცნო მან ჩვენებით, რომ სამოწყალოს, რომელსაც გლახებს ურიგებს ავასხებს ღმერთს, მაშინ მან გაყიდა თავისი ქონება და გლახაკებს დაურიგა. ამგვარად გულქვა, ძუნწი და უწყალო პეტრე შეიქმნა მეტად მოწყალე გლახაკთა და შერაცხილ იქმნა ის წმიდათა შორის. აი, ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვს სამოწყალოს გაცემას.

скачать dle 11.3