კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #45

კითხვა: როდის შეიძლება ადამიანს გაუჩნდეს უკეთური აზრები უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანთა მიმართ?
პასუხი: ეცადეთ, ამგვარ აზრებს ყურადღება არ მიაქციოთ. არ იფიქროთ, რომ თავად ხართ დამნაშავე ამ აზრების გაჩენაში, თუკი შეგნებულად მათ არ ეთანხმებით. ასეთ დროს ეს არის ეშმაკეული, ჩაგონებული ბოროტება, რომლის მთავარი მიზანია, ადამიანი უიმედობაში ჩააგდოს, აფიქრებინოს, რომ ის იმდენად ბილწია, თვით სიწმიდეების მიმართაც კი უჩნდება მკრეხელური აზრები და ხელი ააღებინოს ეკლესიაში სიარულზე.
კითხვა: როდესაც ფსალმუნებს ვკითხულობთ, იქ იხსენიებიან მტრები. ვინ იგულისხმება მათში?
პასუხი: მათში უნდა ვიგულისხმოთ უხილავი მტრები – მზაკვარი, ბოროტი სულები, რომლებიც ცოდვებისკენ გვიბიძგებენ.
კითხვა: ცნობილია, რომ ისეთი ადამიანისთვის, ვინც თავს იკლავს, არ შეიძლება სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდა. მაგრამ ასეთ სულებს ხომ დახმარება სჭირდებათ. როგორ დავეხმაროთ?
პასუხი: არსებობს თვითმკვლელობის შემთხვევები, რომლის დროსაც ეკლესია აკურთხებს წესის აგებას (მაგალითად, ფსიქიკური ავადმყოფობის დროს), მაგრამ, როდესაც ადამიანი საღი გონებით უარყოფს ღვთის არსებობას, კარგავს სარწმუნოებას და თავს იკლავს სასოწარკვეთილების გამო, ასეთ ადამიანზე ეკლესია არ ლოცულობს, რადგან ადამიანის ცხონება და გადარჩენა ხდება თვით მისი მონაწილეობით. როგორც წმიდა მამები გვასწავლის, ღმერთი ძალით ვერ აცხოვნებს, თუ ადამიანი თვითონ ეწინააღმდეგება საკუთარი სულის ხსნას. იმ ადამიანის სახელზე, ვინც დაგმო ღვთის არსებობა და თავი მოიკლა, მხოლოდ მოწყალების გაღება შეიძლება.
კითხვა: რა ასაკიდან ვამარხულოთ ბავშვები?
პასუხი: არ არის დაწესებული კონკრეტული ასაკი, თუ როდიდან უნდა ვამარხულოთ ბავშვები. ბავშვებმა უნდა იმარხულონ იმ დროიდან, როდესაც მათში გაიღვიძებს რელიგიური თვითშეგნება და გააცნობიერებენ, თუ რისთვისაა საჭირო მარხვა.

скачать dle 11.3