კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საიდან იღებს შემოსავალს მიხეილ მაჭავარიანის 15 წლის ვაჟი და რა დამატებითი შემოსავალი აქვს პარლამენტარის 19-წლიანი სტაჟის მქონე დეპუტატს #45

საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, მიხეილ მაჭავარიანი, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გვამცნო (შესაძლოა, იმ მოტივითაც, რომ პარტიული სიით ვეღარ მოხვდა საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში ან, სულაც, სხვა მიზეზით), 1968 წელსაა დაბადებული. უმაღლესი განათლება სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში მიიღო (წლები უცნობია). კვალიიკაციით სწავლული აგრონომია,  მისი სპეციალობა კი აგროქიმია და ნიადაგმცოდნეობაა. 1986-1988 წლებში კი სავალდებულო სამხედრო სამსახურიც მოიხადა. მისი შრომითი ბიოგრაფია 1988 წელსვე დაიწყო ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც მან მესამე თანრიგის მუშად  1989 წლამდე იმუშავა. 1991-1995 წლებში აგრარული უნივერსიტეტის ლაბორანტი იყო. 1995 წლიდან კი საქართველოს დღემდე არსებული ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი გახლდათ, მხოლოდ ორწლიანი წყვეტა ჰქონდა – 2000-2001 წლებში – როდესაც საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი გახლდათ. ამასთან, გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოსთვის „მოქალაქეთა კავშირის“ გენერალური მდივნობაც მოასწრო.
თუ როგორ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა სახელმწიფო სექტორში მუშაობის 21 წლისა და პარლამენტის წევრობის 19 წლის განმავლობაში, ამას ბ-ნი მაჭავარიანის მიერ პირველად და ბოლოს შევსებული ქონებრივი და საფინანსო დეკლარაციებით შვიტყობთ.  მიხეილ მაჭავარიანის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 1998 წლით თარიღდება, რომელიც მან პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა დედ-მამა. იმხანად ოჯახს ჰქონდა ორი ბინა და ერთი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ასევე, მიწის სამი ნაკვეთი.  დეკლარაციის შევსების მომენტში კი, ნაღდ ფულს მხოლოდ მიხეილ მაჭავარიანი ფლობდა – 10 000 ლარს. 1997 წლის განმავლობაში მიხეილ მაჭავრიანმა, როგორც პარლამენტის წევრმა, 4 990 ლარი აიღო, როგორც „მოქკავშირის“ გენმდივანმა – 600 ლარი.
მიხეილ მაჭავარიანის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, რომელიც მან ისევ პარლამენტის წევრის ამპლუაში შეავსო და ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე – სოფიო ჟღენტი, სამი შვილი: ვარდენი, ბარბარე, ვივიანა და დედა მარინე მდინარაძე. მიხეილ მაჭავარიანის საკუთრებაა ბინა თბილისში (202 კვ.მ) და საცხოვრებელი სახლი თბილისში (153 კვ.მ), მიწის ნაკვეთი (5 504 კვ.მ) და სახლი (70 კვ.მ) სოფელ ჭორვილაში და ორი ავტოფარეხი (21-21 კვ. მ.) ჭავჭავაძის გამზირზე; მარინე მდინარაძეს – მიწის ნაკვეთი ნაფეტვრებში (600 კვ.მ), სოფიო ჟღენტს – მიწის ნაკვეთი ტაბახმელაში (901 კვ.მ), ვარდენ მაჭავარიანს კი – არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ყაზბეგის გამზირზე (136 კვ.მ). ასევე, სოფიო ჟღენტს ჰყავს 2014 წლის ავტომანქანა Wolkswagen- Tiguan.
სოფიო ჟღენტი დეპოზიტზე ინახავს 12 626 აშშ დოლარს; ვარდენ მაჭავარიანი – 35 790 აშშ დოლარს, ბარბარე მაჭავარიანი – 35 483 აშშ დოლარს, მიხეილ მაჭავარიანი კი – 25 473 აშშ დოლარს. ნაღდი ფული მხოლოდ დეპუტატს ჰქონდა – 5 000 ლარი.
2015 წლის განმავლობაში მიხეილ მაჭავარიანმა, როგორც პარლამენტის უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, 61 611 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ, როგორც თბილისის მერიის მთავარმა სპეციალისტმა – 2 400 ლარი. მიხეილ მაჭავარიანმა შემოსავალი მიიღო ჭავჭავაძის გამზირზე კუთვნილი ბინის გაქირავებითაც – 27 000 აშშ დოლარი (დამქირავებელი აშშ-ის საელჩოა),  15 წლის ვარდენ მაჭავარინმაც, ასევე, არასაცხოვრებელი ფართის გაქირავებით – 30 000 აშშ დოლარი. რაც შეეხება გასავალს: მიხეილ მაჭავრიანს 2014 წელს აღებული 100 000 აშშ დოლარიანი იპოთეკური სესხის მომსახურება 2015 წელს 12 670 აშშ დოლარი დაუჯდა, ზეპირი შეთანხმებით ნასესხები 25 000 აშშ დოლარისა კი – 5 000 აშშ დოლარი. გასავალი ჰქონდა მის მეუღლესაც: საშემოსავლო გადასახადი 10 897 ლარის ოდენობით. შემოსავალი მიიღეს ანაბრებიდანაც: ვარდენ მაჭავარიანმა – 2 925 აშშ დოლარი, ბარბარემ – 2 899 აშშ დოლარი, მიხეილ მაჭავარიანმა – 701 აშშ დოლარი, სოფიო ჟღენტმა კი – 1 925 ლარი.

скачать dle 11.3