კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სსრკ-ს მიღმა #45

ანუ გცემს? ესე იგი, უყვარხარ

 სანამ ჩვენ იმას ვდარდობთ, რომ ჯეროვნად ვერ გავუთანაბრეთ ქალისა და მამაკაცის უფლებები ერთმანეთს, ჰოი, საკვირველებავ და, რფ-ის საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ განგაშის ზარები დაარისხა.
სახელდობრ, იმის გამო, რომ ამ ჩვენს ოკუპანტ რუსეთში მამაკაცთა და დედაკაცთა გათანაბრების საფრთხეა, მაშინ, როდესაც მათ შორის ბუნებრივი ბიოლოგიური განსხვავებებიაო.
აქედან გამომდინარე, ზემოხსენებული თავმჯდომარის აზრით, კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგება ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს, კაცობრიობის გადარჩენის პროცესს აყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ.
მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც რფ-ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ქალების დაცვას ცდილობს მამაკაცებთან გათანაბრებისას, იქვე შენიშნავს, რომ „რუსეთის კონსტიტუცია არის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების გარანტი, მიუხედავად მათი სქესის, კანის ფერისა და ეროვნებისა“.
ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ მისი პირველი და ბოლო მოსაზრება ერთმანეთს ეწინააღმდეგება. თუმცა ისიც თავისთავად ცხადია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაციის საშინაო საქმეა და, თუნდაც, თავშიც ქვა უხლიათ.
მაგრამ, ამის მიუხედავადაც, მეტად უცნაურია, რატომ გახდა ეს საკითხი აქტუალური ან როდის იყო, რომ რუს ქალებს რუსი კაცები ხელის გულზე ატარებდნენ (муж бьет, значит любит)?! ოღონდ საქმეს მაინც ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენს ჩრდილოეთით, სსრკ-ს ვინღა ჩივის, რაღაც იმაზე ადრინდელის გამოღვიძებას აპირებენ?! –

скачать dle 11.3