კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მადაგახსნილი #45

ანუ „არ გავარდეს“?!

 რადგან სანქციებიც თავისას შვრება და ყირიმიც ვერ დაგანაყრებს, მით უფრო, რომ რფ-ის მიერ სანქციების პასუხად გამოცხადებული ემბარგოს გამო, პროდუქციის დიდი დეფიციტიცაა, რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩეჩნეთს 2017 წლის  ბიუჯეტიც შეუმცირეს, რამაც, ბუნებრივია, რამზან კადიროვის უკმაყოფილება გამოიწვია, რაც მან, არც მეტი, არც ნაკლები, „ინსტაგრამზე“ გამოხატა.
სახელდობრ, ჩეჩნეთის თავკაცის აზრით, ბიუჯეტის შემცირება რესპუბლიკას არც განვითარების საშუალებას აძლევს და სოციალური ვალდებულებების შესრულებასაც უშლის ხელს (ეს ცუდი პრაქტიკააო).
 ერთი სიტყვით, დედა-რუსეთის ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება ჩვენთვის არახელსაყრელიაო;  თუმცა ისიც შენიშნა, რომ აქამდე ითვალისწინებდნენ ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებას (ანუ აწი აღარ ვაპირებთო?!). და, რაც მთავარია, წარსულ გამოცდილებასაც გადასწვდა. კერძოდ, გაიხსენა  2000 და შემდგომი წლების ფედერალური მიზნობრივი პროგრამა (ომის შემდგომი ჩეჩნეთის აღმშენებლობისთვის) და, არც მეტი, არც ნაკლები, მისი აღდგენა მოითხოვა; მეტიც, საკუთარ ფინანსთა მინისტრს საკითხის დეტალურად გარკვევაც კი დაავალა.
ადვილი მისახვედრია, რომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი ცენტრს თავის პირობებს უყენებს  (პათოსით: ცხოვრება საამურია, კარგი ცხოვრება – მით უფრო) და, თუმცა  ესეც ამ ჩვენი ოკუპანტის საშინაო საქმეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩეჩნეთი ჩვენ გვემეზობლება, არც მთლად საშინაოც გამოდის.
ასეა თუ ისე, ჩვენ არ ვიცით, რა მიზნით არ ეპუება რამზან კადიროვი მოსკოვს, მაგრამ ადვილი წარმოსადგენია, რა საფრთხეები შეიძლება, დაგვემუქროს, მართლაც რომ ჩამოსცილდეს ეს ჩრდილო კავკასიაც თავის ცენტრს?! –

скачать dle 11.3