კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ობლები #45

სა-უცხო-ოდ ფრთაგაშლილები

 რაკი ისე მოხდა, რომ ინვესტორი ამ ჩვენს ქვეყანაში სულზე უტკბესი, მზეზე მაღალი და უპირველეს-წმიდათაწმიდაა (რადგან ფულები არის ჩვენი გამხარებელი?!), გასულ კვირას ჩინელებმა ქართველები სცემეს. თუმცა ცემა ფრიად რბილად ნათქვამია, იმასთან შედარებით, რაც რეალურად მოხდა.
მეტიც, როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი მუშები ჩინელ მუშებზე ნაკლებ ანაზღაურებასაც იღებენ და მათი სამუშაო პირობებიც გაცილებით უარესია, ვიდრე საკუთრივ ჩინეთიდან ჩამოყვანილების.
მეტი დამაჯერებლობისთვის ციტატას მოვიშველიებ: „ჩვენ თუ 700 ლარს გვიხდიან, ისინი 2000 ლარამდე იღებენ. გაცილებით უკეთესად იკვებებიან, ტახტზე წვანან, ჩვენ კი რკინის „კოიკები“ შევიძინეთ და სახლიდან მიგვაქვს საჭმელი. როცა შენი საკუთარი ტყიდან შეშა მოგაქვს და ამ დროს ჩინელი დაგხვდება და გაგლახავს, რომელ ქართველს გაუხარდება?! განა მოსაწონია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას აჩერებენ, მანქანის მინებს უმტვრევენ, დაბლა აგდებენ, სცემენ და საკუთარი შეშის დაყრას უბრძანებენ?!“
მართალია, არა ამ ფაქტების გამო, მაგრამ ქართველი მუშების ცემისთვის ჩვენებურმა სამართალდამცველებმა ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს და ვიმედოვნებთ, რომ ქართული კანონებითაც გასამართლდებიან და ვერც სა-უცხო-ობა უშველით და ვერც ინვესტორის მანტია.
თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ, რაკი თავს ამდენის უფლება მისცეს, საიდანღაც „მწვანეც“ შეამჩნიეს ანთებული. იმიტომ, რომ ამ ჩვენი სა-უცხო-ობისა და „შრომის კოდექსის“ მონათმფლობელური პათოსის გადამკიდე, როგორც ჩანს, მეტად შორს გავარდნილა ამბავი ჩვენი ობლობისა. –

скачать dle 11.3