რატომ აღიარებენ სიმონ მუმლაძეს წლის გამორჩეულ პლასტიკურ ქირურგად და რაშია მისი ქირურგიის წარმატების საიდუმლო
სიმონ მუმლაძეს თბილისში უკვე შეარქვეს „ცხვირების დიდოსტატი“. პროფესიონალი მოქანდაკე პლასტიკური ქირურგის რანგში ესთეტიკურად ცვლის პაციენტის გარეგნობას. მისი ნაოპერაციევი ცხვირი ლამაზად გამოკვეთს ადამიანის სახის ნაკვთებს და ახლოსაა ბუნებრივთან. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენი მკითხველების გამოკითხვების შედეგად, ბატონ სიმონ მუმლაძეს წლის გამორჩეულ პლასტიკურ ქირურგად ასახელებენ.
მინი-დოსიე: 1977-1983 წლები –თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სამკურნალი ფაკულტეტი; 1980-1983 წლები – ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის სახვითი ხელოვნების განყოფილება – ქანდაკების სპეციალობით; 1990-1992 წლები – კლინიკური ორდინატურა სისხლის გადასხმის ს/კ ინსტიტუტში, დამწვრობის ცენტრის ბაზაზე, პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში; 2006 წელს – სტაჟირება დანიაში იორინგისა და ოჰუსის ჰოსპიტლებში, პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში და პლასტიკურ ქირურგიაში – გრიმერის კერძო ჰოსპიტალში; ასევე, 2011 წელს – ისრაელში ჰადასას საუნივერსიტეტო კლინიკის პლასტიკური ქირურგიის დეპარტამენტში. არის სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციების დელეგატი, მათ შორის მიმდინარე წელს იტალიის ქალაქ ბერგამოს მეხუთე საერთაშორისო კონფერენციისა რინოპლასტიკაში. 2007-2010 წლებში კლინიკა „მედის” პლასტიკური ქირურგია. 2010-2016 წლებში – შპს. „ჯანმრთელობის ცენტრის” პლასტიკური ქირურგი. 2012 წლიდან კლინიკა „გიდმედიის” პლასტიკური ქირურგია, 2016 წლიდან კი კლინიკა – „ესთეტიკ სერვისიის” პლასტიკური ქირურგი.
ამჟამად სიმონ მუმლაძე ჩაჩავას კლინიკაში არსებული, ახალი ქირურგიული კლინიკის წამყვანი პლასტიკური ქირურგი გახლავთ.
– ბატონო სიმონ, როგორია თქვენი მიდგომები, როდესაც ცხვირის პლასტიკაზე მუშაობთ?
– ცხვირი სახის ცენტრალური ნაწილია. სახეზე პირველი შეხედვისთანავე, თვალში გვხვდება ცხვირი. თუმცა, თვალებიც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ცენტრალურად, მაინც ცხვირი დომინირებს. ჩვენს ქალბატონებს ძალიან ხშირად ლამაზი სახის ნაკვთები აქვთ. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ყველაფერ ამასთან ერთად, თვალში, ასევე, ხშირად გვხვდება დიდი ზომის, კეხიანი, კავკასიური ცხვირი, დაშვებული ცხვირის წვერით. თუ ყოველივე ამას ემატება ტრავმული გამრუდება, ანუ დევიაცია, ამ შემთხვევაში, ცხვირი კიდევ უფრო ცუდ ფორმას იღებს, რაც არ მოსწონს თვალს და მაშინვე იკვეთება. ქალის სახეს არ სჭირდება ზომაზე მეტად დიდი, ულამაზო, კეხიანი ან დაშვებული ცხვირი. მას ალამაზებს უფრო ნაზი, პატარა, პროპორციული ცხვირი. რა აძლევს ქალის სახეს სილამაზეს? ამაზე ძალიან ბევრ ხელოვანს უფიქრია და დაუწერია ლექსად თუ პროზად; დაუხატავს თუ გამოუძერწავს. თუმცა, დადგენილია, რომ ქალის სახის სილამაზის „ოქროს კვეთა“ და ფორმულა ქალის სახის ნაკვთების ბავშვურობა ყოფილა. ეს ნიშნავს ქალის სახეს უფრო მრგვალი და ნაზი გადასვლებით, დიდი თვალებით, დიდი ტუჩებით, პატარა ყურებითა და პატარა ცხვირით. ალბათ, ჩვენც ამ ფორმულის მიხედვით უნდა ვიხელმძღვანელოთ ქალის ლამაზი სახის მისაღებად.
– თქვენ ნაოპერაციევი ცხვირები ძალიან ახლოსაა ბუნებრივთან და ამითაა გამორჩეული.
– რა თქმა უნდა, ჩვენ უარს ვამბობთ შაბლონურ ცხვირზე, ხელოვნურ შედეგზე. ვცდილობთ, მაქსიმალურად ახლოს ვიყოთ ბუნებრიობასთან, ნატურალიზმთან. ცხვირი უნდა იჯდეს სახის პროპორციებში, დახვეწილი ფორმებით. „აჭრილი“ ნესტოები და მეტისმეტად „კურნოსა“ ცხვირი უკვე მოძველებული ხელწერაა და ჩვენ უარს ვამბობთ ამაზე.
– რეიტინგებში გამორჩეულ პლასტიკურ ქირურგად გასახელებენ. რითაა გამორჩეული თქვენი მიდგომები?
– დიდი მადლობა თქვენს მკითხველებსა და ჩვენს პაციენტებს ასეთი აღიარებისთვის. ოპერაციიდან 2–3 თვის შემდეგ, როცა ჩემი პაციენტები განმეორებით კონსულტაციაზე მოდიან, აღნიშნავენ, რომ ცხვირი ბუნებრივად გამოიყურება. ამისთვის კი, მადლობელი და ბედნიერები არიან. ეს მახარებს, რადგანაც პლასტიკური ქირურგის პროფესიული წარმატებაც ისაა, პაციენტი მადლიერი და კმაყოფილი ჰყავდეს. მისი ნამუშევარი კი მაღალპროფესიონალურად შესრულებული იყოს. ასევე პაციენტებთან ურთიერთობისას, მნიშვნელოვანია ადამიანური დამოკიდებულებისა და ურთიერთობის ფაქტორიც, რადგან საქმე გვაქვს საკმაოდ სათუთ ემოციებთან. ადამიანს აქვს დისკომფორტი საკუთარ გარეგნობასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, იცვლის იერს, ნერვიულობს, განიცდის. ამ დროს მოდის შენთან, შენ კი მხოლოდ ქირურგი და ხელოვანი კი არა, გარკვეულწილად, ფსიქოლოგიც უნდა იყო. მას სჭირდება ადამიანური მიდგომა, გამხნევება, დარწმუნება და თანადგომა. ჩვენთან სწორედ ასე ხდება. მიხარია და ვამაყობ, რომ ისინი ჩემს შრომას ასე აფასებენ.
მეგი ბარანოვსკი (სიმონ მუმლაძის ყოფილი პაციენტი), პლასტიკური ქირურგის თანაშემწე ორგანიზაციულ და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში: ამჯერად, მე ბატონ სიმონთან მის თანაშემწედ ვმუშაობ. თუმცა, სულ რამდენიმე წლის წინ, მასთან, როგორც პაციენტი, ისე მოვედი. ყოფილი სპორტსმენი ვარ და ტრავმების გამო, ჩემმა ცხვირმა დეფორმაცია განიცადა. ჩემმა მეგობარმა, ბატონი სიმონის ყოფილმა თანამშრომელმა, მირჩია და ბატონი სიმონის წყალობით, მივიღე ჩემი დღევანდელი ცხვირი. ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ. პირველი, რითაც საოცრად მოვიხიბლე, ბატონი სიმონის უშუალობა და პაციენტებთან მიდგომა იყო. ოპერაციის შესახებ გადაწყვეტილება ზუსტად 2 დღეში მივიღე. ასე გრძელდება დღემდე ჩვენს კაბინეტში. ეს გახლავთ ადგილი, სადაც ქალბატონები იღებენ ზუსტად იმას, რაც სურთ – ლამაზ და ბუნებრივ ცხვირს, სახის ნაკვთებთან პროპორციულად შეჯერებულს. აქ მათ ხვდებათ უშუალო, თბილი ექიმი და გარემო, რომელიც პაციენტებს ყველაფერში კარგად არკვევს. აქ ზრუნავენ თითოეული პაციენტის ესთეტიკურ სილამაზეზე. მობრძანდით და თავად დარწმუნდებით!
საკონტაქტო ინფორმაცია:
555 51 08 65 – მეგი;
Facebook-ის გვერდი: პლასტიკური ქირურგია-Simon Mumladze