კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მივხვდეთ, რამდენი წლისაა ჩვენი სული და რა მაგიური ძალა აქვს ნაჩუქარ ნივთებს #44

ასაკოვანი ადამიანებისგან ხშირად გამიგია, რომ ნაჩუქარ ნივთს მაგიური ძალა აქვს და მისი ზემოქმედებით, შესაძლოა, უბედურება გარდაუვალი გახდეს. ასევე, როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნუნუკა ამბობს, „ქარის მუსიკა“, რომელიც ჩინურ მაღაზიებში იყიდება, სასურველი ნივთია ყველას ოჯახში. ის ცუდისგან გვიცავს და პოზიტიური ენერგიით გვამარაგებს.

 ნუნუკა: არის საკითხები, რაზეც ყველამ უნდა გაამახვილოს ყურადღება და სიფრთხილით მიუდგეს, მაგალითად, ნაჩუქარ ნივთს. თუ პატრონს ნივთი არ ემეტება და უბრალოდ, იძულებულია, გაჩუქოთ, მან შეიძლება, უარყოფითი გავლენა მოახდინოს თქვენზე. სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ საგნებშიც ხდება ცუდი ზრახვების ტრანსფორმირება და ისიც იმავე ენერგიას ასხივებს, რასაც ყოფილი პატრონი ავლენდა კონკრეტული ადამიანის მიმართ. ასე რომ, რაც არ უნდა ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ იმ ადამიანისგან, ვისაც გულზე მაინცდამაინც არ ეხატებით, კარგს არაფერს მოგიტანთ. თუ ასეთ ნივთს გააჩუქებთ და მისცემთ მათ, ვინც მჩუქებელს არ იცნობს, მაშინ ის ძალას კარგავს. ამიტომ, თუ სახლში ასეთი ნივთები გაქვთ, ნუ დაგენანებათ და სასწრაფოდ გააჩუქეთ. ერთ ამბავს მოგიყვებით. ჩემს სანაცნობოში იყო გოგო, ვისაც ნამდვილად არ მოვწონდი. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ სულ ცდილობდა, ჩემთან ახლოს ყოფილიყო. ერთი სამეგობრო წრეც გვქონდა და ხშირად გვიწევდა ერთად ყოფნა. დაბადების დღეზე მაჩუქა სამაჯური.  ისეთი ლამაზი იყო, სულ ვატარებდი. მოხდა ისე, რომ სწორედ იმ პერიოდში დავშორდი შეყვარებულს; მიუხედავად იმისა, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი, გამოცდის ჩაბარება ვერ მოვახერხე და საშემოდგომო გამომყვა... მოკლედ, ყველაფერში ხელი მეცარებოდა და ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე. სწორედ ამ დროს გავიგე, რომ ნაჩუქარ ნივთებსაც აქვს მაგიური ძალა და იმის უნარი, ადამიანი ცხოვრებაში უკან დახიოს. ის სამაჯური გავაჩუქე, ჩემს დეიდაშვილს მივეცი და იმ დღის შემდეგ, წინ წავიწიე – გამოცდაც ჩავაბარე, შეყვარებულიც დამიბრუნდა და დღეს მისი ცოლი ვარ. ბევრი ვერ ელევა ნაჩუქარ ნივთებს და არც კი ფიქრობს, რომ მისი წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა, ის ნივთები იყოს. ჩვენ ირგვლივ უბრალოდ არაფერი ხდება. ყველა ქმედებაში გარკვეული კანონზომიერებაა და თუ საღი გონებით განსჯით მოვლენებს, საკუთარ ბედს საფრთხეს აღარ შეუქმნით. აქვე მინდა, გითხრათ, რომ ზოგისთვის კონკრეტულ სამკაულს, ერთგვარად, წარმატება მოაქვს და ეს ბევრს საკუთარ თავზე აქვს დაცდილი. მაგალითად, მე მაქვს ბეჭედი, რომელიც პირველი ხელფასით შევიძინე და დაკვირვებული ვარ, როცა ის მიკეთია, იმ დღეს საქმეები კარგად მიმდის.
– ამბობენ, რომ „ქარის მუსიკა“ სასურველი ნივთია ყველა ადამიანის სახლში, რადგან ცუდისგან გვიცავს და პოზიტიური ენერგიით გვამარაგებს. კონკრეტულად, რისგან გვიცავს?
– „ქარის მუსიკა“, რომელიც ყველა ჩინურ მაღაზიაში იყიდება და არც ისე ძვირი ღირს, მართლაც სასურველია, სახლში დაკიდოთ – მით უმეტეს, კარგია თუ ამ ნივთით ახალ წელს დახვდებით. „ქარის მუსიკა“ რკინისა და ბუმბულისგან მზადდება, საკმაოდ სასიამოვნო ხმას გამოსცემს და ნეგატიური ენერგიისგან გვიცავს – ბოროტ სულებს აფრთხობს თავისი ხმით და ხელს უწყობს პოზიტიური ენერგიების მოზიდვას საცხოვრებელში. თუ გინდათ, მან სიკეთე მოგიტანოთ, სახლის ჩრდილო-დასავლეთით ან ჩრდილოეთით უნდა დაკიდოთ. რაც შეიძლება ხშირად შეეხეთ, რომ აჟღარუნდეს, ხმა გამოსცეს და ნეგატიური ენერგია გაანეიტრალოს სახლსა თუ ოფისში.
– იმასაც ამბობენ, სახლში ზოგი ცხოველის ფიგურა უნდა გვქონდეს...
– დიახ, მაგალითად, თუ გსურთ, თქვენს ახლობელს ბედნიერება მიანიჭოთ, აჩუქეთ ბაყაყის სტატუეტი, რომელსაც პირში ოქროსფერი მონეტა უდევს. ის სიმდიდრისა და წარმატების მომტანია. წარმატება და სიმდიდრის ხაზი რომ გაააქტიუროთ, ბაყაყის გამოსახულება სახლის ან ოფისის შესასვლელში, კუთხეში, კარისკენ ზურგით, იატაკზე უნდა დადოთ. სახლში სპილოს სტატუეტსაც მსგავსი მაგიური თვისებები აქვს – სიმდიდრეს ნიშნავს. სპილოს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბიზნესის დამცველად მიიჩნევენ და საქმიან ადამიანს ის სამუშაო მაგიდაზე აუცილებლად უნდა ედგას. ოღონდ, დააკვირდით, სპილოს ხორთუმი მაღლა უნდა ჰქონდეს აწეული და სახით პატრონისკენ იყოს შებრუნებული. საერთოდ, ეზოთერიკაში ადამიანის ყველა ქმედებას თავისი შედეგი აქვს. მაგალითად, არსებობს ისეთი წესები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს. შესაბამისად, გაითვალისწინოს და ამით თავიდან აიცილოს უარყოფითი მოვლენები ცხოვრებაში. ყველა იმას იმკის, რასაც იმსახურებს და თუ შეგიძლია, რომ უკეთესი დათესო უკეთესის მოსამკელად, ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვა.  მაგალითად, პარასკევს, არ მორეცხოთ იატაკი სველი ტილოთი. ეს შესაძლოა, უფულობის მიზეზი გახდეს. სახლში ცოცხი ყოველთვის ამობრუნებული შეინახეთ, ანუ ტარით ქვევით და უფულობა არასდროს შეგაწუხებთ. საღამოს, როცა დასაძინებლად ემზადებით და ტანსაცმელს იხდით, ნუ მიმოფანტავთ მას ოთახში, თუ გინდათ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს.  ეს უძველესი წესებია და მას გაუცნობიერებლადაც ასრულებს ბევრი. მაგრამ, თუ ჯერ კიდევ არ იცოდით იმის შესახებ, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მაშინ სასწრაფოდ შეცვალეთ თქვენი ცხოვრების სტილი უკეთესობისკენ.
– ქალბატონო ნუნუკა, ზოგი დიდი შინაგანი ინტელექტითა და სიბრძნით იბადება და ამბობენ, ამის მიზეზი რამდენჯერმე დაბადება, ანუ რეინკარნაციააო.  მაინც როგორ უნდა ამოვიცნოთ, ჩვენი მერამდენე დაბადებაა ამქვეყნად ამ სხეულსა და ფორმაში?
– საამისოდ ოთხი უტყუარი საბუთი არსებობს. პირველი: თქვენ კარგად „კითხულობთ“ ადამიანებს – თუ გარშემო მყოფების მიმართ საკუთარი, სპეციფიკური დამოკიდებულება გიჩნდებათ გაცნობისას, თუკი პირველივე შეხვედრაზე თითქოსდა „რენტგენზე” ატარებთ და ინტუიციურად ხვდებით, რას ტიპის ადამიანია, რა საფრთხე გელოდებათ მისგან – ესე იგი, წინა ინკარნაციაში სოლიდური, სულიერი გამოცდილება გაქვთ დაგროვილი და თქვენი სული რეალურად, დაახლოებით, ათასი ან მეტი წლისაა. მეორე: გიყვართ და გსიამოვნებთ მარტოობა – თუ იმ ხალხის კატეგორიას განეკუთვნებით, ვისაც მარტო დარჩენა უყვარს და ასე უკეთ სწავლობთ, ფიქრობთ ან აანალიზებთ მოვლენებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი სული რამდენიმე ინკარნაციაშია ნამყოფი და მიეჩვია, რომ ყველა კითხვაზე პასუხი საკუთარ თავში მოიძებნება. მესამე: ძნელად უგებთ ან საერთოდ ვერ ადაპტირებთ თანამედროვე ტექნიკასთან – კომპიუტერის საუკუნეში, ალბათ, ცოტაა ისეთი, ვინც ელემენტარულ დონეზე მაინც არ ფლობს ამა თუ იმ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილებას. თუმცა, თუკი, მიუხედავად ამისა, გამუდმებით გიფუჭდებათ ტექნიკა, ვერა და ვერ გაუგეთ კომპიუტერს, ზედმეტ ტვირთად მიგაჩნიათ მობილური ტელეფონი – ეს იმას ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული, „ბებერი სული” ხართ... და მეოთხე: თქვენ ადამიანებზე გავლენის მოხდენის ნიჭი გაქვთ – ალბათ, თქვენთვისაც უცნაურია ის ფაქტი, რომ გარშემო მყოფები ხშირად მოგმართავენ რჩევის სათხოვნელად, ანდა, უბრალოდ, სასაუბროდ და  დასამშვიდებლად. თქვენნაირებს სხვებზე გავლენის დიდი უნარი აქვთ იმიტომ, რომ სული, რომელიც თქვენში სახლობს, მრავალათასწელს თანაარსებობდა სხვადასხვა ტიპის, ფსიქოლოგიისა და წეს-ჩვეულებების მქონე ხალხთან. ზუსტად ამიტომ არ გიკვირთ არაფერი და თქვენთვის უცხო ან გასაკიცხი არანაირი სახის ადამიანური ცოდვა არაა.

скачать dle 11.3