კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დიდი სისულელე ჩაიდინა წლების წინ დეა არაყიშვილმა, რამ ასწავლა მას ჭკუა და როდის არის კაცის ღალატი მისთვის ცხოველური ინსტინქტების დაკმაყოფილება #44

„მის საქართველო” – დეა არაყიშვილი კონკურსის შემდეგ მალევე ჩამოშორდა მოდელის კარიერას და ამჟამად კერძო კომპანიაში მენეჯერად მუშაობს, სადაც, ძირითადად, უცხოელებთან უწევს ურთიერთობა.
დეა არაყიშვილი: როგორც მოდელს, მქონდა საკმაოდ კარგი და საინტერესო შემოთავაზებები, რაც დღემდე გრძელდება, როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. რაღაცეებს ვნანობ, იმ დროს სწორად ვერ გავაანალიზე, რა სარგებლის მოტანა შეეძლო იმ შემოთავაზებებს. მეორე მხრივ, იყო პირადი მიზეზებიც. განსაკუთრებით ვნანობ, რომ „ვიქტორია სეკრეტიდან” მქონდა შემოთავაზება – „მის მსოფლიოზე” რომ ვიყავი, მათი წარმომადგენლობა დამიკავშირდა. ასეთი შემოთავაზება არაცერთ ქართველ მოდელს არ ჰქონია და მე უარი ვთქვი. იმ ეტაპზე ჩავთვალე, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ, მერე მივხვდი, ძალიან დიდი სისულელე გავაკეთე.
– ახლა რომ დაგაყენოს ვინმემ არჩევნის წინაშე, როგორ მოიქცევი?
– აუცილებლად გონებას მივყვები, რადგან ძალიან მწარედ ვისწავლე ჭკუა. იმ ადამიანთან არასდროს დავიჭერ საქმეს, რომელიც არჩევნის წინაშე დამაყენებს. მისგან მაშინვე უნდა გაიქცე. არასდროს არ უნდა დააყენო სხვა არჩევნის წინაშე, მით უმეტეს, საყვარელი ადამიანი. არც შენ უნდა მისცე უფლება, რომ არჩევანის წინაშე დაგაყენონ. ვინც ასეთ რამეს გიბედავს, ამის განხორციელების უფლება არ უნდა მისცე – იქვე უნდა დაასრულო ურთიერთობა. მივხვდი, რომ ორ ადამიანს საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეს. მე და ჩემს მეუღლეს აბსოლუტური აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა ამ მხრივ, რამაც ჩვენს ურთიერთობაზე დიდი გავლენა მოახდინა. საერთო ინტერესები ქმნის ცხოვრების წესს და როცა საყვარელ ადამიანთან ცხოვრების წესს ვერ ათანხმებ, მას შენი არ ესმის და შენ – მისი, ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს ყველაფერზე.
– რაზე უნდა იყოს ოჯახში ქალისა და კაცის ურთიერთობა დაფუძნებული? სად ხედავ ოჯახში მამაკაცის უპირატესობას?
– მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულ ოჯახში ვარ გაზრდილი – გენეტიკურად მაქვს გონებაში ჩადებული, რომ ოჯახში მამაკაცი უნდა იყოს მთავარი, დროთა განმავლობაში მივხვდი:  არის საკითხები, სადაც წამყვანი პოზიცია მამაკაცს უნდა ეჭიროს, მაგრამ არის საკითხები, სადაც გადამწყვეტი ქალის აზრია. თუმცა, ოჯახისეულ საკითხებში ორივემ შეთანხმებულად უნდა იმოქმედოს. არსებობს მამაკაცთა კატეგორია, ისეთი გამოცდილებითა და ჭკუით, რომ მოგინდება, მათ აზრი ჰკითხო. თუმცა, არიან ისეთი მამაკაცებიც, რომელთაც ჯობია, საერთოდ არ დაუჯერო და არაფერი ჰკითხო. იგივე შემიძლია, ვთქვა ქალებზეც. ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ქალებს ნაკლებად მოეკითხებათ აზრი, მათი ინტელექტიდან გამომდინარე. ისე, არა მგონია, ლამაზი იყოს, კაცს უთო მიაჩეჩო და კაბები აუთოებინო. ეს არანაირ გენდერულ თანასწორობაში არ ჯდება. რაც შეეხება სახლის დალაგებას ან საჭმლის მომზადებას, თუ ეს მისი სურვილით ხდება, ნამდვილად არ გავუწევ წინააღმდეგობას. მაგრამ, დღეს ცხრილის მიხედვით შენი დღეა – ასეთი, გამომუშავებული გრაფიკით, არ უნდა ხდებოდეს საოჯახო საქმეების კეთება. ოჯახში არც ქალს და არც კაცს არაფრის გაკეთების არ უნდა რცხვენოდეს, განსაკუთრებით გარეშე ადამიანების გამო. ოჯახურ, ინტუმურ საკითხებში მეგობრებს ან, საერთოდ, ახლობლებს არაფერი ესაქმებათ. ქალების უმრავლესობა გათხოვების შემდეგ ძალიან ეშვება. ფიქრობენ, რადგან უკვე ქმარი ჰყავთ, ანუ, მოპოვებული ნადავლის გაგებით, ბრძოლა აღარ არის საჭირო. გამოცდილებიდან ვიცი, რომ ყველაზე რთული ურთიერთობის შენარჩუნებაა – ამას უნდა ცდილობდეს ქალი ყველა ხერხით. ურთიერთობას სულ დახმარება სჭირდება. 24 საათი თავწაკრული და ხელებით ცომში რომ ხვდებიან ქმარს, ისეთ კონდიციაში, კაცი მათ ქალად ვეღარ აღიქვამს. ქალი მამაკაცისთვის ყოველთვის სასურველი უნდა იყოს, რომ ის დიდი გრძნობა არ გაცვდეს. ქალური ხრიკებით,  ურთიერთობაში მრავალფეროვნების შეთავაზებით შესაძლებელია ურთიერთობის შენარჩუნებაც და გაღრმავებაც. ეს მასწავლა ჩემმა წარსულმა და ამით ვამაყობ. ამ საკითხში არასდროს მქონია უთანხმოება საყვარელ ადამიანთან. ყოველთვის ვცდილობდი, ფორმაში ვყოფილიყავი  – მეუღლისთვის მუდამ სასურველი. როცა იცი, რომ სახლში გელოდება მოუვლელი, დაჩაჩანაკებული ქალი და ქუჩაში დაინახავ ოდნავ მოვლილ ქალსაც კი, იმისკენ გაგექცევა თვალი და გონებით რომ ღალატობ, მერე ფიზიკურადაც იწყებ ღალატს. ღალატამდე არ უნდა მიიყვანო ურთიერთობა. ეს კი ის საკითხია, არასდროს რომ არ ვაპატიებ. არ მესმის, პირად ურთიერთობას რატომ უნდა შეუქმნა საფრთხე მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცის, თუნდაც მეგობრის თვალში „მაგარი კაცი” გამოჩნდე. ეს მარაზმია. ასევე, არ მესმის,  ბავშვების გამო რომ არ ანგრევენ ოჯახს. როცა ღალატია, მერე ისეთი აუტანელი კონფლიქტები იჩენს თავს, ამ გარემოში ბავშვების გაზრდას ჯობია, დაშორდნენ.
– ხშირად იმასაც ამბობენ, რომ თუ კაცს ღალატი ეპატიება, ეს ქალს რატომ არ ეპატიებაო.
– ასე, შეგიძლია, საკუთარ თავს ყველაფრის კეთების უფლება მისცე. თუმცა, მიმაჩნია, რომ ქალმა მაინც მეტი თავშეკავებულობა უნდა გამოიჩინოს. არა იმიტომ, რომ მამაკაცს მეტის უფლება აქვს, უბრალოდ, ქალი ანატომიუარად მაინც მონოგამიურია, კაცი კი – პოლიგამიური. ცხოვრებაში კაცს ქალთან რამდენი ურთიერთობაც ჰქონია ფიზიკურად, ამდენივე რომ ჰქონდეს ქალს კაცთან, ცოცხალი ვერ გადარჩება. ამიტომ, ჯობია, ამაში კაცებს არ შევეჯიბროთ. თითქმის ყოველთვის ასეა, როცა ქალი ღალატის ნაბიჯს დგამს, ეს მისი ემოციური მდგომარეობიდან მომდინარეობს. ქალს ყოველთვის სჭირდება იმის შეგრძნება, რომ საყვარელი მამაკაცისთვის სასურველია. კაცის მხრიდან კი, ეს შეიძლება, უბრალოდ, ინსტინქტების დაკმაყოფილება იყოს. მერე იმითაც იმართლებენ თავს: რა მოხდა, მისი სახელიც კი აღარ მახსოვსო. ეს უარესია, ცხოველის დონეზე დასული ინსტინქტების დაკმაყოფილებაა და მეტი არაფერი. შეიძლება, სხვა შეუყვარდეს, იმასთან წავიდეს და ეს უფრო გაიგო, ვიდრე ის, რომ ვიღაც ხორცის ნაჭერთან მიდის იმიტომ, რომ ცხოველური ინსტინქტები დაიკმაყოფილოს.    
– რას გაითვალისწინებ მომავალში ოჯახის შექმნისას?
– იმედგაცურება და მამაკაცებისადმი ნდობის დაკარგვა მქონდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ამისგან ბოლომდე ვერ გავთავისუფლდი. მეგობრები მეუბნებიან: ძველ ჭრილობებს არ გაუვლიაო. სამაგიეროდ, ეს ყველაფერი უფრო მეტად ფრთხილს მხდის. ბევრ რამეს ვითვალისწინებ, რაზეც ადრე შეიძლება, თვალი დამეხუჭა. თუმცა, ოჯახის შექმნაზე ვფიქრობ, განსაკუთრებით კი შვილებზე, რადგან ეს ქალის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ამის გარეშე ჩემი ცხოვრება უაზრო იქნება. მინიმუმ, ამის გამო გადავდგამ მეორედ ამ ნაბიჯს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ახლა უფრო ფრთხილი ვარ, რაც ახალი ურთიერთობის დაწყებაში ხელს მიშლის.

скачать dle 11.3