კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა საქართველოს ბაზარზე არსებული ჭვავის პური შეღებილი და რა ზიანი მოაქვს მას ორგანიზმისთვის #44

საქართველოში რუხი და „შავი პურის” წარმოება თითქმის თეთრი პურისას უტოლდება. „შავი პური” იგივე ჭვავის პურია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისდამი დაინტერესებას კი, მისი სასარგებლო თვისებები იწვევს: არომატი, ნაკლები კალორიულობა, ვიტამინებისა და ამინომჟავების მეტი შემცველობა, კუჭ-ნაწლავისთვის საჭირო მცენარეული უჯრედისები და სხვა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გასათვალსიწინებელია ერთი ფაქტორი – საქართველოში რუხი და შავი პურის დასამზადებელი ნედლეული არ მოიპოვება, შესაბამისად, მწარმოებლები მის იმპორტზე არიან დამოკიდებულნი. სწორედ ამიტომ, როგორც ამბობენ, მწარმოებლები საჭირო ფერის მისაღებად, პურში სპეციალურ ქიმიურ საღებავებს გამოიყენებენ.  იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხიანი ჭვავის ფქვილი ძვირია,  მწამროებლებს კი მისი შეძენა არ უღირთ, შედარებით მარტივ გამოსავალს ირჩევენ – ფქვილს ღებავენ. თეთრი პურის შეღებვა ადგილზევე ხდება. ბუნებრივია, რომ შეღებილ პურს არ გააჩნია სასარგებლო თვისებები, პირიქით, თავისუფლადაა შესაძლებელი, ავნოს ადამიანის ჯანმრთელობას. საღებავი, რომელსაც, ძირითადად, მწარმოებლები იყენებენ, ნიტრიტებითაა გაჯერებული, რაც ორგანიზმში ნიტროზონაერთებად გარდაიქმნება. ეს შეიცავს თავისუფალ რადიკალებს, აზიანებს უჯრედის დნმ-ს, იწვევს უჯრედის მუტაციას და კანცენოგენურ ეფექტს. ეს ყველაფერი კი იწვევს უჯრედის გადაგვარებას და ბოლოს, კიბოსა და სისხლის გათეთრების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზიც შეიძლება გახდეს... რა საფრთხის წინაშეა ადამიანი, რომელიც შეღებილ „შავ პურს” შეიძენს, ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს სტრატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის ექსპერტს, ქალბატონ ეთერ სარჯველაძეს ვესაუბრეთ.
– ქალბატონო ეთერ, დასაშვებია თუ არა საღებავის გამოყენება პურის წარმოებისას?
– სპეციფიკიდან გამომდინარე, ზოგადად, პროდუქტებთან მიმართებაში, საღებავები რაც შეიძლება მინიმალური დოზით უნდა იყოს გამოყენებული. მინიმალურ დოზაში იგულისხმება ის, რაც ტექნიკური რეგლამენტითაა გათვალისწინებული. პურში საღებავები გათვალისწინებული არ არის. როდესაც ვიცით, რომ ჭვავის პურს ადამიანები სამედიცინო თვალსაზრისით გამოიყენებენ, როგორ შეიძლება მასში საღებავის შერევა?! შეღებილი პური ჩვეულებრივი პურისგან მარტო შეფერილობით კი არ განსხვავდება, არამედ თვისებებითაც. თუ მე ვიცი, რომ პური დიაბეტურია, მაგრამ სინამდვილეში, მწარმოებელი სულ სხვა პროდუქტს მაწვდის, ამ დროს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხომ უარედება?! სწორედ ამიტომ, ტექნიკური რეგლამენტის გაუთვალისწინებლობით, ყოველგვარი ჩარევა საკვებ პროდუქტებში, ეს არის მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ეს ყველაზე რბილი ნათქვამია. მის იქით კიდევ ბევრი რამ დგას, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის ჯანმრთელობა.
– თუ, იცით, რომელ საღებავებს იყენებენ პურის შესაღებად?
– დღეს რომელ საღებავებსაც გამოიყენებენ, მათი კონკრეტული დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან არ მინდა, შემდგომში ვინმემ ეს შემოქმედებითად გამოიყენოს. თუმცა, არის საღებავი, რომელიც ნაკლებად საშიშია – კორელი. კორელი შაქრის დაწვის შედეგად მიიღება. დამერწმუნეთ, მას დღეს წარმოებაში არ იყენებენ, რადგან პურის შესაფერად შაქარს არავინ დაწვავს. სხვა საღებავებისგან განსხვავებით, ეს ნაკლებად აყენებს ზიანს ადამიანს. თუმცა თავისებური უარყოფითი გავლენა მასაც აქვს. მისი დიდი დოზით მიღება დაუშვებელია. პურის შესაღებად ასევე იყენებენ შაქრის ჭარხლის ნარჩენებს, რომელსაც მუქი შეფერილობა აქვს. მისი მიღებით წარმოიქმნება კანცეროგენული ნივთიერებები (მას შეუძლია კიბოს ავთვისებიანი ან კეთილთვისებიანი სიმსივნის გამოწვევა). ამ და კიდევ, სხვა სახის პროდუქტებით ხდება პროდუქტის ფალსიფიცირება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს რით იკვებება, ამისათვის არსებობს ეტიკეტირების რეგლამენტი. მომხმარებელს უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა არის გამოყენებული კონკრეტული საკვების დასამზადებლად. დავამატებ, რომ ევროპაში მომხმარებლის მოტყუება გათანაბრებულია წამებით სიკვდილთან.
– არსებობს რაიმე ხერხი, რის მეშვეობითაც შეგვიძლია შეღებილი პურის ამოცნობა?
– კი, არსებობს, მაგრამ ეს მომხმარებლისთვის ცოტა რთულია. თუ დაგაეჭვებთ ჭვავის პურის შეფერილობა, შეგიძლიათ შეამოწმოთ ის. თბილ წყალში დაალბეთ პური. ამ დროს წყალი შეიძლება, შეიფეროს არასპეციფიური, მუქი ფერით, მაგრამ ეს არ არის საშიში. თუ პური საღებავითაა შეღებილი, მაშინ ის თავის ფერს აუცილებლად გამოყოფს და წყალი გახდება მოყავისფრო ან მოწითალო.
– მოიპოვება თუ არა საქართველოში ჭვავის პურის დასამზადებელი ნედლეული?
– ანუ, ჭვავი. არა, საქართველოში ჭვავი არ მოჰყავთ. მართალია, არის რამდენიმე ჰექტარზე დათესილი, მაგრამ რეალიზაციაში ნაკლებად გამოიყენებენ. ის უფრო მაღალი დონის რესტორნებსა და სასტუმროებს მიეწოდება. პირადად მე, ნაკლებად შემხვედრია მაღაზიებში ნატურალური ჭვავის პური.
– როგორც ვიცით, ჭვავის პური გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში გაგზავნეს შესამოწმებლად. პასუხი უკვე ცნობილია?
– ზოგადად, საკვები პროდუქტების შემოწმება ხდება იმ თვალსაზრისით, კონკრეტული პროდუქტი საზიანოა თუ არა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ჩვენთანაც არის ლაბორატორიები, სადაც ხდება ამ ყოველივეს დადგენა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, აპარატურის უქონლობის გამო, ვაგზვნით უცხოეთში. ჭვავის პური ჯერ კიდევ წლების წინ იყო გაგზავნილი გერმანიაში, სადაც დადგინდა, რომ პური ფალსიფიცირებული იყო. ახლაც არის გაგზავნილი, მაგრამ ჯერ პასუხი არ არის ცობილი. უნდა აღვნიშნო, რომ 2005 წლიდან შეჩერდა სურსათის უვნებლობის შესახებ არაერთი მუხლი, რაც ბაზარზე კონტროლს ითვალისწინებდა. მაშინ გადაწყდა, რომ თავად ბაზარს უნდა დაეწესებინა კონტროლი. პირადად მე, ამ ყოველივეს წინააღმდეგი ვიყავი, რადგან მომხმარებელს ეს ძვირი დაუჯდებოდა. ვგულისხმობ იმას, რომ ბაზარზე კონტროლის დაწესებას მომხამრებელი მას შემდეგ დაიწყებდა, რაც კონკრეტული პროდუქტი ავნებდა.
– არსებობს „შავი პურის” კლასიფიკაცია, რას გულისხმობს ის?
– დიახ, ჭვავის პურს თავისი კლასიფიკაცია აქვს. პირველი თავად ჭვავისგან დამზადებული პურია, რომელიც მხოლოდ ჭვავისგან მზადდება და უფრო მუქი შეფერილობისაა. მეორეა ჭვავ-ხორბლის პური – ამ შემთხვევაში, ჭვავი ხორბალზე მეტია. მესამე – ხორბალ-ჭვავის პური, რაც გულისხმობს, ხორბალზე ჭვავის დამატებას. ეს ყოველივე ადამიანმა უნდა იცოდეს, რადგან ზუსტად განსაზღვროს, რომელია მისი ჯანმრთელობისთვის რეკომენდებული. ვისაც მომატებული მჟავიანობა აქვს, საერთოდ არ უნდა მიიღონ ჭვავის პური.

скачать dle 11.3