კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლის მკვლელი შვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს #44

 43 წლის ნუკრი  ს-ძე  42  წლის  მაკა  მ-ძის მკვლელობისთვის დააკავეს. მამაკაცმა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. ის სამართალდამცველებმა  ძებნის ოპერაციის შედეგად დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. როგორც საქმის მასალების მიხედვით გახდა ცნობილი, ნუკრი  ს-ძემ  ყოფილი ცოლი  კონფლიტის დროს მოკლა. მკვლელობას შეესწრო  გარდაცვლილისა  და დამნაშავის შვილი – 23 წლის   ნათია ს-ძე, რომელმაც მამის  წინააღმდეგ გამოძიებას პირველი ჩვენება მისცა. მან  ნუკრი ს-ძე    დედის მკვლელობაში დაადანაშაულა.  ამონაწერი ნათია ს-ძის  ჩვენებიდან: „დედაჩემი და მამაჩემი 5 წლის წინ დაშორდნენ.  მე ახალი გათხოვილი ვიყავი და შვილიც ახალშეძენილი მყავდა. ვიცოდი, მამა   ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, რაც  ოჯახში  ბევრ პრობლემას ქმნიდა.  ადრე ორჯერ იყო ნასამართლევი. დედა დაიღალა მის მაგივრად ოჯახური პრობლემების მოგვარებით. ის თითქმის მარტო გვზრდიდა მე და ჩემს ძმას. მე უკვე გათხოვილი ვიყავი, როცა გადაწყვიტა, მამას საბოლოოდ  დაშორებოდა. ამის შესახებ მეც მითხრა და ჩემს ძმასაც. მამა დედას გადაწყვეტილებას ძალიან აგრესიულად შეხვდა. ჯერ დაადანაშაულა, საყვარელი გყავს,  წლები მღალატობდი და ამ გადაწყვეტილებას იმიტომ იღებო. ეჭვი ჩვენს შორეულ ნათესავზე მიიტანა, რომელიც ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდა. იმის მიუხედავად, რომ დედა უმტკიცებდა, ჯაბა ბ-იასთან საერთო არაფერი ჰქონდა, მამას მასთან კონფლიქტი მაინც მოუხდა. ამის შემდეგ დედასა და მამას შორის ურთიერთობა დაიძაბა. ხშირად ჩხუბობდნენ, რის გამოც დედამ პოლიციაშიც კი განაცხადა.  დედას პატარა საოჯახო  ბიზნესი ჰქონდა – სასაურსათო მაღაზიას ამუშავებდა. მამა ხშირად მიადგებოდა ხოლმე და იქ აყენებდა შეურაცხყოფას.   აიჩემა, რომ ის პოლიციაში  დედამ „ჩაუშვა”. ერთ დღეს სამსახურში მიადგა დედას, სადაც მას ჯაბა ბ-ია დახვდა. მამამ მას ჯერ ფიზიკური შეურაცხყოფა, შემდეგ კი,   დანით სახეზე ჭრილობა მიაყენა. მოჩხუბრები თვითმხილველებმა გააშველეს. ჭრილობა სახიფათო არ იყო და ყველაფერი ისე მოვაგვარეთ, საქმე პოლიციამდე არ მისულიყო. დედა მამაზე  ძალიან იყო გამწარებული. ტელეფონზეც დაურეკა და ეჩხუბა, მაგრამ ინციდენტი მაინც ვერ ავიცილეთ თავიდან.”
 როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მკვლელობამდე  ორი კვირით  ადრე, მაკა მ-ძეს ყოფილმა მეუღლემ ბინიდან ოქროს სამკაულები გასტაცა, რაც მათ შორის დაპირისპირების ახალი მიზეზი გახდა. დაზარალებულმა ქალმა მას არ უჩივლა, რადგან ყოფილმა ქმარმა დის მეშვეობით შემოუთვალა, სამკაულებს, რომელიც დაალომბარდა, უკან მალე დაუბრუნებდა. ნუკრი ს-ძემ  ქურდობა ყოფილი ცოლის სახლში  მცირეწლოვანი შვილის – ვაჟის თანდასწრებით ჩაიდინა.   საქმის მასალების მიხედვით,  მკვლელობის დღეს ნუკრი ს-ძე  ყოფილი ცოლის  ოჯახში მოულოდნელად მივიდა,  სადაც ქალიშვილიც დახვდა მცირეწლოვან შვილთან ერთად. მას კონფლიქტი მოუხდა მაკა  მ-ძესთან, რაც სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. ამონაწერი ნათია ს-ძის ჩვენებიდან:  „სახლში დედა, მე და ბავშვი ვიყავით.  მამაჩემი  მოულოდნელად დაგვადგა თავზე. დედა სამზარეულოში, ბავშვისთვის სადილს აკეთებდა. მამას  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, ჩემი სახლიდან სასწრაფოდ წადიო. მეც იქვე, ოთახში ვიყავი და მათ ჩხუბს  შევესწარი. დედა ქურისკენ მიტრიალდა, მოულოდნელად მოხდა ყველაფერი – მამა  ზურგიდან მიეპარა და ყელში სამართებელი გამოუსვა. ყველაფერი ისე წამებში მოხდა, რომ რეაგირებაც ვერ მოვასწარი. დედას არტერია ჰქონდა გადაჭრილი და რამდენიმე წუთში დაიღუპა. ხელებში ჩამაკვდა. მამა  უკვე იქ აღარ იყო, მაშინვე დატოვა ჩვენი ბინა.” 
სამართალდამცველებმა  ნუკრი  ს-ძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. როგორც გამოძიებისთვის გახდა  ცნობილი, წარსულში ნარკოტიკების მოხმარებისთვის  ნასამართლევი მამაკაცი სხვა დანაშაულშიც იყო ეჭვმიტანილი. დაზარალებულ მალხაზ ჯ-იას ჩვენებით, ნუკრი ს-ძემ მისი ბინიდან 2000 ლარის ღირებულების საოჯახო ტექნიკა მოიპარა. მოგვიანებით კი მას ზარალი აუნაზღაურა, თან დაემუქრა, თუ ეს ინციდენტი გახმაურდებოდა, მის შვილს გადაუხდიდა სამაგიეროს. გამოძიებამ ნუკრი  ს-ძის დანაშაულებრივი საქმიანობის სხვა დეტალებიც გახსნა. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა მისი თანასოფლელი,  ნუკრი  ს-ძის ცოლისძმის მეგობარი ახალგაზრდა მამაკაციც, რომელიც ასევე  მისი მსხვერპლი გახდა. ამონაწერი ვალერი გ-ძის ჩვენებიდან: „ნუკრის  ბავშვობიდან ვიცნობ,  შორეული ნათესავებიც ვართ. თუმცა, მასთან ახლო ურთიერთობა არ მქონია. დათოს ხათრით  ვესალმებოდი, თორემ მასთან საერთო არაფერი მქონდა. ერთ დღეს სახლიდან გამოვდიოდი კუთვნილი ავტომობილით.  ნუკრი  წესების დარღვევით მოძრაობდა და ჩემს ავტომობილს  დაეჯახა. დამნაშავე ის იყო, მაგრამ  ავტომობილის გაკეთებაზე უარი მითხრა. მე დაზიანებული ავტომობილის  საფასურს ვთხოვდი. ჩემს მეგობარსაც ვთხოვე, ჩარეულიყო და ფული დაებრუნებინა. ამ ინციდენტიდან სამ დღეში  ნუკრიმ  ორ, ჩემსთვის უცნობ პირთან ერთად სახლიდან გამიტაცა. ერთი დღე მიტოვებულ სახლში გამომკეტეს და ჩემი ოჯახისგან 5000 ლარს ითხოვდნენ. ეს საქმე ჩვენი საერთო მეგობრების   ხათრით ჩაიფარცხა. დათომ მთხოვა, რომ ამის შესახებ  პოლიციაში არ განმეცხადებინა. მაშინვე ვუთხარი: ეს ბიჭი ბევრ პრობლემას შეგიქმნით-მეთქი და ახდა კიდეც ჩემი ნათქვამი.
დაკავებულმა ნუკრი ს-ძემ ყოფილი ცოლის მკვლელობა აღიარა და განაცხადა, რომ  ის აღელვების ნიადაგზე მოკლა, რადგან ქალი ქურდობას აბრალებდა. ამას გარდა, განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელი იყო ყოფილი ცოლის ურთიერთობა სხვა მამაკაცთან. ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, ის ცივ იარაღს არ ატარებდა, მაგრამ შვილის ჩვენება საპირისპიროს ადასტურებდა – შემთხვევის ადგილზე სამართებლით მისვლა განზრახ მკვლელობის ფაქტორი აღმოჩნდა. სასამართლომ ბრალდებულს, ნუკრი ს-ძეს ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობისა და  წარსულში ჩადენილი  დანაშაულებრივი ქმედებისთვის, რაც დადასტურდა დაზარალებულთა ჩვენებებითა და საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით,  15  წლით პატიმრობა მიუსაჯა.

скачать dle 11.3