კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში მამის 25-მილიონიანი ქონება თბილისიდან ცნობილმა ინჟინერ-მშენებელმა

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ეგრეთ წოდებული, „კაცმანის საქმე“ ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული იყო საბჭოთა კავშირის კრიმინალისტიკის ისტორიაში. გთავაზობთ ამ საქმის ძირითად დეტალებს, რაც, იმედია, დიდ ინტერესს გამოიწვევს ჩვენს მრავალრიცხოვან მკითხველში.
იუველირთა გილდია
იუველირთა გილდია საქართველოში ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა და მასში გაერთიანებული ხელოსნები ქმნიდნენ ეგრეთ წოდებული „ქვების ბაზარს“. გილდიის მთავარი კანტორა მეიდანზე იყო განთავსებული და 1899-1921 წლებში მისი უცვლელი თავკაცი ქართველი ებრაელი, მოსე კაცმანი (კაციაშვილი) იყო. საქართველოს გასაბჭოების დროს კი, ის იუველირები, რომლებმაც ემიგრაციაში გადახვეწა ვერ მოასწრეს, „ჩეკამ“ დააპატიმრა და მათ გაფორმებული თუ გადამალული ქონება ჩამოართვა. 1921 წლის 30 ნოემბრით დათარიღებულ „ჩეკას“ დოკუმენტში წერია, რომ 32 დაპატიმრებული იუველირისგან ჩამორთმეულმა ძვირფასეულობის ფასმა 9 მილიონ 601 ათასი მანეთი და 92 კაპიკი შეადგინა. ის ამ პერიოდისთვის ასტრონომიული თანხა იყო. ექსპროპრირებულთა შორის იყო მოსე კაცმანიც. თუმცა, მას სულ რაღაც 1063 გრამის ოქროს ნაკეთობები და საერთო ჯამში, 19 კარატის ოდენობის სხვადასხვა ძვირფასი ქვა აღმოუჩინეს და დანარჩენ იუველირებთან ერთად, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. იმავე წელს დაიშალა გილდიაც და ფუნქციონირება დაიწყო „ოქრომრეწვმა“, რომელიც ძველი უწყების ფუნქციას ითავსებდა. გათავისუფლებულ იუველირთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბჭოეთი, სხვადასხვა არალეგალური გზით, დატოვა და ქვეყნიდან 27 იუველირი გავიდა. როგორც „ჩეკასთვის“ მოგვიანებით გახდა ცნობილი, უცხოეთში გაქცეულებმა 69 მილიონი მანეთის ღირებულების ქონებაც „გააყოლეს ხელს“, რაც შვიდ-ნახევარჯერ აღემატებოდა „ჩეკას“ მიერ მათთვის ჩამორთმეული ქონების ღირებულებას. აქედან გამომდინარე, „ჩეკამ“ განმეორებით დააპატიმრა თბილისსა და ქუთაისში დარჩენილი ხუთი იუველირი და ისინი სასტიკ პრესში გაატარეს, რომ გადამალული ქონება გამოეჩინათ. ოთხმა იუველირმა ორგანოებს 3 მილიონი მანეთის ძვირფასეულობა ჩააბარა და ოთხივე გაუშვეს. თბილისის „ჩეკაში“ გამომწყვდეული მოსე კაცმანი კი კატეგორიულად უარყოფდა გადამალული ქონების არსებობას. ის აწამეს და ხნიერი იუველირი „ჩეკას“ ჯურღმულში, 1922 წლის თებერვალში გარდაიცვალა. მას დარჩა ვაჟი – ანზორი, რომელიც დედასთან ერთად მეიდანში, ორსართულიან სახლში ცხოვრობდა. 1930 წელს მოსეს მეუღლე, ნონა გარდაიცვალა და 17 წლის ანზორი მარტო დარჩა.
წარჩინებული სტუდენტი
მარტო დარჩენილი ანზორ კაცმანი, რომ სრულწლოვანი გახდა, მან გვარი კაციაშვილად გადაიკეთა და 1931 წელს, მოსკოვში, სამშენებლო არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1936 წელს წარჩინებით დაამთავრა. მიუხედავად იმისა, რომ ანზორს, ფაქტობრივად, მულხისჩოქვით ევედრებოდნენ, მოსკოვში დარჩენილიყო სამუშაოდ, მაინც თავისი გაიტანა და საქართველოს დედაქალაქში დაბრუნდა. 23 წლის ახალგაზრდამ მოსკოვიდან საუცხოო დახასიათება და წითელი დიპლომი ჩამოიტანა. ამიტომ, მას სამშენებლო ტრესტში მნიშვნელოვან თანამდებობაზე ნიშნავდნენ, ამის მიუხედავად, ანზორმა რიგითი ინჟინრობა ისურვა. თავისი არჩევანი კი იმით ახსნა, რომ კაბინეტში ჯდომას მეტი პრაქტიკული გამოცდილების მიღება ერჩივნა... იმ პერიოდში თბილისის რეკონსტრუქციის პირველი გეგმა შემუშავდა. ანზორი ამ პროექტში ჩაერთო და მეიდნის მოედნის კურატორი გახდა. სწორედ ანზორ კაციაშვილის თაოსნობით გალამაზდა მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ძველი მეიდანი და მას ახალი სიცოცხლე შთაბერეს. ანზორი კი კვლავ „სოროში“ ცხოვრობდა, რომელიც „ჩეკამ“ დედამისს „მიუგდო“. შეთავაზების მიუხედავად, ანზორმა არ ისურვა ახალმშენებარე ვაკის ნათელ და დიდ ბინაში გადასვლა და მეიდანში დარჩა. მას ნება დართეს, რომ საკუთარი საცხოვრებლისთვის 60 კვადრატული ფართი მიეშენებინა და ანზორმა „სორო“ ნორმალურ ბინად აქცია...
ძველი მეიდანი
ანზორ კაციაშვილმა თავისი ნიჭისა და გამრჯეობის მეშვეობით, დიდი პატივისცემა და ავტორიტეტი მოიპოვა როგორც კოლეგებში, ასევე სამთავრობო წრეებში. ანზორის მიერ შედგენილი სამშენებლო პროექტები მყისვე მტკიცდებოდა და ფინანსდებოდა. 1950 წელს ანზორს ძველი მეიდნის რეაბილიტაციის გეგმა დაუმტკიცეს და მის განსახორციელებლად 2 მილიონი მანეთი გამოუყვეს. ანზორის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, რომელიც მან საარქივო მასალებზე დაყრდნობით შეადგინა, ამ უბანში რამდენიმე შენობა ნაწილობრივ უნდა დაშლილიყო და ფასადი შეცვლოდა, რათა პირველადი სახე დაბრუნებოდა და არქიტექტურულ კომპლექსს შერწყმოდა. გადასაკეთებელ შენობებს შორის მოხვდა მოსე კაცმანის (ანზორის მამის) ორსართულიანი სახლიც, სადაც იმჟამად სახლმმართველობა იყო განთავსებული. ანზორის დაჟინებული მოთხოვნით, ყველა ძველ შენობას საგულდაგულოდ შლიდნენ. ძველ აგურებსა და ჩუქურთმა-ორნამენტებს სპეციალურ საცავში ინახავდნენ, შემდგომი გამოყენებისთვის. ანზორ კაციაშვილის მიერ შედგენილი გეგმის განხორციელება, რომელსაც „ძველი მეიდანი“ ეწოდებოდა, 1950 წლის 4 მაისს დაიწყო. გეგმის მიხედვით, პირველად სწორედ იმ სახლის ფასადის ნაწილი უნდა დაეშალათ, სადაც საქართველოს გასაბჭოებამდე კაცმანები ცხოვრობდნენ. 4 მაისს, დილის 9 საათზე, სპეციალურად ანზორის მიერ შერჩეულმა სტუდენტ-მშენებელთა ათკაციანმა ჯგუფმა, სახლის ფასადის დაშლა დაიწყო. სტუდენტებს ანზორი პირადად ადგა თავზე, ეხმარებოდა მათ და ფიგურულ აგურებს სატვირთო მანქანებში სათუთად ალაგებდა. სანამ ძველი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, სახლმმართველობა სხვა შენობაში გადაიტანეს და სახლი ცარიელი იყო.
4 მაისს ანზორმა და მისმა ხალხმა შებინდებამდე იმუშავეს. ორი მანქანა აგური გაგზავნეს საცავში და წავიდ-წამოვიდნენ. ანზორი კი თავის სახლში დაბრუნდა, რომელიც მისი ძველი სახლის პირდაპირ მდებარეობდა.
უცნაური დანაშაული
1950 წლის 5 მაისს, ღამის 2 საათსა და 30 წუთზე, კალინინის რაიონის მილიციის პატრულმა მოედანზე ანზორ კაციაშვილი და თბილისის უნივერსიტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი, ვლადიმერ კოჭლამაზაშვილი დააკავა ჩხუბისთვის. კოჭლამაზაშვილის ჯგუფელი – ომარ კოხრეიძე კი, უგონო მდგომარეობაში მყოფი, თავის მძიმე ტრავმით, საავადმყოფოში გადაიყვანეს. კოჭლამაზაშვილი და მისი გათიშული მეგობარი ნასვამები იყვნენ. დაკავებულებს მილიციამ ხულიგნობისა და დებოშის ბრალდება წაუყენა. თუმცა, ანზორის ვინაობა რომ შეიტყვეს, ცნობილი ინჟინერი გაათავისუფლეს, მანამდე კი, ახსნა-განმარტება დააწერინეს. ანზორ კაციაშვილი წერდა, რომ სარეაბილიტაციო სახლში იმყოფებოდა და მომდევნო დღის სამუშაოებისთვის ამზადებდა შენობას, როცა მას მოულოდნელად, თავს უცნობი (კოხრეიძე) დაესხა. ანზორმა მას ხელი ჰკრა, რის შემდეგაც კოხრეიძე გაითიშა. ამის მერე ჩხუბში კოჭლამაზაშვილი ჩაერთო და მილიციის პატრულიც მოვიდა, რომელიც ღამის შემოვლაზე იყო... კოჭლამაზაშვილი თავის ჩვენებაში წერდა, რომ ის და კოხრეიძე მეგობართან იყვნენ საქეიფოდ და მთვრალები შინ ბრუნდებოდნენ. სარეაბილიტაციო სახლში კი მოსაშარდად შევიდნენ. კოჭლამაზაშვილი ამბობდა, რომ კოხრეიძე შიგნით იყო. ჩხუბის დაწყების მომენტი არ დაუნახავს და შენობაში რომ შევიდა, თავისი მეგობარი უკვე გათიშული დახვდა...
მილიციიდან გამოშვებული კაციაშვილი განყოფილებაში დილის 9 საათზე უნდა გამოცხადებულიყო ჩვენების მისაცემად. თუმცა, არ მივიდა და როცა გამომძიებელმა მას ჯერ სახლში, შემდეგ კი ობიექტზე მიაკითხა, ვერსად აღმოაჩინა. შენობის ფასადის დაშლაზე მომუშავე სტუდენტებმა მოგვიანებით მილიციას განუცხადეს, რომ ფასადის მარცხენა მხარე კიდევ უფრო დაშლილი დახვდათ და შიგნით 2,25 კვადრატული მეტრის ფართის ნიშა აღმოაჩინეს. მასში, სავარაუდოდ, რაღაც იყო მოთავსებული...
ხულიგნობად მონათლული უცნაური დანაშაული უცებ რეზონანსულ საქმედ იქცა და გაირკვა, რომ სტუდენტების აღმოჩენილ ნიშაში ძვირფასეულობით სავსე ყუთი იყო, რომელიც ანზორის მამამ, მოსე კაცმანმა „ჩეკას“ დაუმალა და მას სიცოცხლეც შესწირა. ანზორზე საკავშირო  ძებნა გამოცხადდა, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნეს. ის მხოლოდ 1961 წელს გამოჩნდა, თანაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 48 წლის ანზორ კაცმანს მსხვილი სამშენებლო კომპანია ჰქონდა და წარმატებულ საქმიანობას ეწეოდა.
მოგვიანებით ისიც ცნობილი გახდა, რომ ანზორმა 23-25 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასი ქვები, თურქეთის გავლით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიტანა. ამ „ოპერაციას“ კი, 30 წლის განმავლობაში ამზადებდა და წარმატებითაც განახორციელა.

скачать dle 11.3