როგორ მოვუაროთ ცხიმიან თმას
ცხიმიანი თმის დაბანა ძალიან ცხელი წყლით მავნებელია, რადგან სითბო უფრო აძლიერებს ცხიმიანობას და ძლიერდება ცხიმის ჯირკვლების მუშაობა.
სპეციალისტები გვთავაზობენ რამდენიმე რჩევას ცხიმიანი თმის მოსავლელად:
* ლიმონის წვენით გაიწმინდეთ თავის ცხიმიანი კანი. ეს საშუალება აშრობს და აცილებს ცხიმს.
* 2 სადილის კოვზ ლიმონის წვენს შურიეთ 1/2 ჭიქა არაყი და დღეგამოშვებით გაიწმინდეთ ცხიმიანი თმა.
* დაბანამდე 2-3 საათით ადრე, ცხიმიან თმაში შეიზილეთ ალოეს წვენი.
* 3 სუფრის კოვზი მუხის ქერქი ადუღეთ 1 ლიტრ წყალში 15 წუთი. დაუმატეთ ჭინჭრის ნაყენი და დაბანის შემდეგ გადაივლეთ თავზე, თან შეიზილეთ თმის ძირებში.
* ცხიმიანი თმისთვის კარგია კვერცხის გული, რადგან შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ამცირებს ცხიმის გამოყოფას. კვერცხის გულში შეურიეთ თითო-თითო ჩაის კოვზი სპირტი და წყალი. პირველი ჩამობანის შემდეგ, თავის კანში შეიზილეთ ეს სითხე და გაიჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ.
* 1-2 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, შეიზილეთ თავის კანში და გაიჩერთ გახმობამდე. შემდეგ თავი ჩვეულებრივად ჩამოიბანეთ.
* დაბანამდე 1 საათით ადრე, თმის ძირებში შეიზილეთ დაფნის ფოთლების ნაყენი. შეიძლება დაფნის ფოთლების სპირტიანი ნაყენის დღეგამოშვებით გამოყენებაც.