კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები #44

პირველი სიყვარულის გამო, აწყობილი ოჯახი დავანგრიე, მან კი მიმატოვა
მე და გიორგიმ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით. იმ დღიდან დაიწყო ჩვენი სიყვარულის ისტორია და მივხვდი, ის იყო, ვის გვერდითაც მინდოდა ყოფნა. ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს და მომავალიც დაგეგმილი გვქონდა. ის პირველი სიყვარული იყო და განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა. თუმცა, გიორგის ოჯახმა დამიწუნა. დედამისმა პირში მომახალა: არ მინდა, ჩემმა შვილმა შავგვრემანი და გაჭირვებული ოჯახის შვილი შემომიყვანოს რძლადო. რა თქმა უნდა, ეს გიორგისთვის არ მითქვამს, მაგრამ მეც მაქვს თავმოყვარეობა და იმ დღის შემდეგ, მივხვდი, იმ ოჯახში ჩემი ადგილი არ იყო. ეს კი გავაცნობიერე, მაგრამ რთული აღმოჩნდა იმ ურთიერთობის დავიწყება და სიყვარულზე უარის თქმა, რასაც გიორგის მიმართ განვიცდიდი. თუმცა, ცხოვრება ყოველთვის ისეთი ზღაპრული არ არის, როგორც ამას ბავშვობაში გვიყვებიან და მეც იმ რეალობის მსხვერპლი გავხდი, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. მოკლედ, გავიდა დრო და გიორგიმ სწორედ ისეთი ცოლი მოიყვანა, როგორიც დედამისს სურდა – მაღალი და ცისფერთვალება. მეც შევქმენი ოჯახი და თითქოს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. თუმცა, ერთ დღესაც, შემთხვევით შევხვდით მე და გიორგი ერთმანეთს და ორივეს ისეთი გრძნობა დაგვეუფლა, ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. როცა ადამიანს დაინახავ და ხვდები, გული საგულედან ამოხტომას ცდილობს, აი, ესაა ნამდვილი სიყვარული და არა ის, მხოლოდ ოჯახური მოვალეობები რომ უნდა შეასრულო და ოჯახი მხოლოდ იმის გამო შექმნა, შვილები გააჩინო და ქმარს ემსახურო. იმ შეხვედრის დროს ბევრი ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, მალულად შევხვედროდით ერთმანეთს. ქმრის ღალატი არ მიფიქრია, უბრალოდ, გიორგის გვერდით თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობდი და ის მოგონებებიც კი საკმარისი იყო ჩემი ბედნიერებისთვის, რაც მასთან მაკავშირებდა. ერთმანეთს, დაახლოებით, ხუთ თვეს ვხვდებოდით და უფრო და უფრო მიჭირდა მასთან განშორება. ბოლოს, გიორგი გამომიტყდა, მე ასე აღარ შემიძლია, მოდი, გაშორდი ქმარს და ცოლად გამომყევიო. ვუთხარი, შენს ცოლს და შვილებს რა უპირებ-მეთქი და გაეცინა, ეგ რა პრობლემაა? შენ მაგაზე არ ინერვულო, მე მოვაგვარებო. სახლში დაბრუნებულმა, ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, საკუთარ ბედნიერებაზე უარი არ მეთქვა. იმ საღამოსვე წვრილმანზე ავუშარდი ქმარს, ვიკამათეთ და გავიბუტეთ. ყოველდღე, ვცდილობდი, შეურაცხყოფა მიმეყენებინა, მისი კაცობა შემელახა და უარი ეთქვა ჩემზე. ასე გაგრძელდა მთელი ერთი თვე და ბოლოს დავშორდით. ვერც კი მიხვდა, რომ ეს ყველაფერი იმ კაცს უკავშირდებოდა, რომელიც მანამდე მიყვარდა. მოკლედ, ჩავალაგე ბარგი და დედასთან გადავედი საცხოვრებლად. დავურეკე გიორგის და ვუთხარი, ქმრისგან წამოვედი და ახლა თავისუფალი ვარ-მეთქი. იმ საღამოსვე შემხვდა. ქალაქგარეთ, მის „დაჩაზე” ავედით და მთელი ღამე ჩახუტებული ვყავდი. დილით კი გამომიცხადა: მე ცოლს ვერ გავშორდები და თუ გინდა, ასე ვიყოთო. ანუ, ოჯახი დამინგრია და საყვარლობას მთავაზობდა. იმწამსვე მივხვდი, რა შეცდომა დავუშვი, როგორ დავინგრიე აწყობილი ცხოვრება ადრინდელი სიყვარულის გამო.  დღეს გიორგი ისევ ცოლთან და შვილებთან ცხოვრობს და არც ინტერესდება, როგორ ვარ. მე კი მარტო დავრჩი – ქმარს ჩემი დანახვაც არ უნდა.
ნატა 28 წლის

скачать dle 11.3