კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააპროექტა ლავრენტი ბერიამ ინკოგნიტოდ მოსკოვის უნივერსიტეტის ახალი შენობა

ბერიას მრავალმხრივ ნიჭიერებაზე არაერთხელ დაწერილა პოსტსაბჭოურ თუ დასავლურ პრესაში. ამ ბოლო დროს კი ისეთი ფაქტებიც ამოტივტივდა, მანამდე უცნობი რომ იყო ფართო საზოგადოებისთვის. პროფესორი ანატოლი ბოლდინი წერს: „ისტორიულად ცნობილია, რომ მოსკოვის უნივერსიტეტის შენობის (ვორობიოვის მთებზე) მთავარი არქიტექტორი ლევ რუდნევია. თუმცა, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა იციან, რომ ამ გრანდიოზული, მასშტაბური პროექტის მთავარი შემომქმედი ლავრენტი ბერიაა! მას მერე, რაც სხვა გრანდიოზული პროექტების პარალელურად, სტალინმა ბერიას მოსკოვის უნივერსიტეტის ახალი შენობის აშენება უბრძანა, ლავრენტი პავლეს ძემ ჩვეული ენერგიულობით მოჰკიდა ხელი საქმეს. 1949 წელს კონკურსი გამოაცხადა და თავადაც ინკოგნიტოდ მიიღო მონაწილეობა არხიპოვის გვარით... სწორედ რუდნევისა და არხიპოვის პროექტებმა დაიმსახურეს ყველაზე დიდი მოწონება და საბოლოო სიტყვა სტალინზე იყო. ბერიას ბაქოში არქიტექტურული განათლებაც ჰქონდა მიღებული. მთელი ცხოვრება შენებასა და პროექტირებაზე ოცნებობდა და როგორც ეტყობა, გულმა არ მოუთმინა... ბერია, ასევე, საუცხოოდ ხატავდა, განსაკუთრებით ფანქრით და მისი ვერაგული მკვლელობის შემდეგ, მის კაბინეტში სქელტანიანი სახატავი ბლოკნოტი აღმოაჩინეს. მასში როგორც სტალინის, ასევე დანარჩენი კოლეგების პორტრეტები ეხატა და ასევე, სხვადასხვა პეიზაჟი, არქიტექტურული კომპლექსები, მათ შორის, მოსკოვის უნივერსიტეტის შთამბეჭდავი შენობაც...
როდესაც სტალინს რუდნევისა და არხიპოვის (სინამდვილეში ბერიას) პროექტები წარუდგინეს, ბელადს ორივე თვალში მოუვიდა, უფრო მეტად კი, არხიპოვისა (ბერიასი), რომელიც, ბელადის აზრით, უფრო გემოვნებიანი და დახვეწილი იყო – უნივერსიტეტის ლანდშაფტსა და იდეას მეტად შეესაბამებოდა... სტალინი ლევ რუდნევს კარგად იცნობდა. არხიპოვის (ბერიას) გვარი კი მანამდე არ გაეგო და ბედის ირონიით, სწორედ ბერიას დაავალა უცნობი, პერსპექტიული არქიტექტორის მასთან მიყვანა გასაცნობად. მაშინ, ბერია იძულებული გახდა, სიმართლე გაემხილა ბელადისთვის და გადაწყდა, რომ უნივერსიტეტის ახალი შენობის პროექტზე რუდნევი და ბერია ერთობლივად იმუშავებდნენ, ხოლო ავტორად ლევ რუდნევი დასახელდებოდა. ლევ რუდნევის მონათხრობიდან: „27-სართულიანი, 200 მეტრის სიმაღლის გრანდიოზული შენობის 80 პროცენტი ბერიას შემოქმედების ნაყოფი იყო და შენობის ბარელიეფი, ქანდაკებები და სიმბოლოები მისი (ბერიას) ჩანახატებით დამზადდა. თუმცა, ოფიციალურად ეს მე მომაწერეს, რაც სტალინის ბრძანება იყო და მის სიტყვას ვერავინ დაუდგებოდა წინ. ოფიციალურად, ამ გრანდიოზული მშენებლობის კურატორი ბერია გახლდათ და სწორედ მისი ორგანიზატორული ნიჭისა და საქმიანი თვისებების, თუ გნებავთ, სიმკაცრის შედეგი იყო, რომ მოსკოვის უნივერსიტეტის შენობა, რეკორდულად მოკლე დროში, ოთხ წელიწადში აშენდა. ბერია, როცა კი მოსკოვში იყო, ყოველდღე მოდიოდა მშენებლობაზე. ყველაფერს დეტალურად ამოწმებდა და მხოლოდ ამის შემდეგ ტოვებდა სამშენებლო მოედანს...“
ბედის ირონიაა ისიც, რომ, 1953 წლის 26 ივნისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც მშენებლობა დასრულდა და მხოლოდ ტერიტორიის დასუფთავება, სამშენებლო ნარჩენების გატანა და გამწვანება იყო დარჩენილი, შეთქმულებმა ლავრენტი პავლოვიჩი დააპატიმრეს და მოკლეს...
საგულისხმოა ისიც, რომ სანამ ბერია იმ ავადსახსენებელ სხდომაზე მივიდოდა კრემლში, სადაც ის ვერაგულად მოკლეს, ვორობიოვის მთაზე ავიდა შენობის დასათვალიერებლად და სწორედ იქიდან გაემგზავრა კრემლში... ლევ რუდნევი იხსენებს: „ბერია თავისი შავი მანქანიდან გადმოვიდა. დილის 8 საათი იყო და ცოტა არ იყოს, გამიკვირდა მისი ასეთი ადრეული ვიზიტი, რადგან შუადღეზე ველოდებოდი. ინჟინრებს ველაპარაკებოდი, ბერია რომ დავინახე და მასთან მივედი. მან ხელი ჩამომართვა, შენობას თვალი შეავლო და მითხრა:
– ლევ ვლადიმეროვიჩ, ხედავ, რა ყოჩაღები ვართ – რა საუცხოო შენობა წამოვჭიმეთ მოსკოვში? აი, ამ შენობაში აღიზრდება ჩვენი მეცნიერების მომავალი თაობა და ამაში ჩვენი პატარა წვლილიცაა.
– თქვენი წვლილი ბევრად მეტია, ლავრენტი პავლოვიჩ, – მივუგე ბერიას და დავაყოლე, – რომ არა ამხანაგ სტალინის სურვილი, ამ შენობის ავტორად თქვენ გამოცხადდებოდით და არა მე.
ბერიამ შემომხედა, შემდეგ ჩაეცინა და მითხრა:
– ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, საქმე გაკეთდა. თქვენ კი თქვენს დამსახურებას ნუ აკნინებთ და სავსებით სამართლიანად სახელდებით ამ სილამაზის ავტორად, – ბერიამ მზერა კვლავ შენობაზე გადაიტანა და წასასვლელად მოემზადა. ხელი ჩამომართვა და მითხრა, – პირველ სექტემბერს გავხსნით და გპირდებით, საუცხოო სანახაობას მოვაწყობთო...
ბერია მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. მე ის ოდნავ ნაღვლიანი მომეჩვენა...“
ლევ რუდნევი, ბერიას მოშორების შემდეგ, ხრუშჩოვმა და კამპანიამ აითვალწუნა ბერიასთან ახლომეგობრული დამოკიდებულების გამო. საქმე იქამდეც მივიდა, მოსკოვის უნივერსიტეტის ახალი შენობის მშენებელთა სიიდან მისი ამოშლაც კი უნდოდათ და მხოლოდ გამოჩენილი საბჭოთა მეცნიერების, აკადემიკოსების – კურჩავტოვის, კელდიშისა და ლანდაუს ჩარევის შემდეგ გადააფიქრებინეს ხრუშჩოვს ეს სისულელე. რუდნევი კი, რომელიც არც ხრუშჩოვსა და არც მის უშიშროებას შეუშინდა, ბოლომდე იმისთვის იბრძოდა, უნივერსიტეტის შენობის აღმშენებელთა სიაში ლავრენტი ბერიას სახელი შეეტანათ და საპატიო დაფაზე გამოესახათ. იმის შიშით, რომ გამოჩენილი არქიტექტორი მთავრობას „შტუკას  გაუკეთებდა“, ლევ რუდნევი უნივერსიტეტის შენობის გახსნაზე არ დაპატიჟეს და ბერიას აშენებული შენობა ნიკიტა ხრუშჩოვმა გახსნა. მთელი წარმატება თვითონ მიიწერა და არც რუდნევის სახელი უხსებნებია და მით უმეტეს, არც ბერიასი...
ზემოხსენებული ისტორიის მსგავსად, ხრუშჩოვმა და „ხროვამ“, გარდა იმისა, რომ ბერიას სახელი ლაფში ამოსვარეს, მის ყველა მიღწევასა და წარმატებას ხაზი გადაუსვეს და ისეთი იმიჯი შეუქმნეს, თითქოს მარშალი ბერია ჯაშუშობის (საბჭოეთის წინააღმდეგ), მექალთანეობისა და მავნებლობის გარდა, სხვას არაფერს სჩადიოდა. თავად კი რეფორმატორობითა და აღმშენებლობით იყვნენ დაკავებულები... სინამდვილეში კი, დამანგრევლები და მავნებლები ხრუშჩოვი და მისი ბანდა აღმოჩნდნენ. დღეს ბერიას კი უკვე დასავლეთელი სერიოზული მკვლევარ-ანალიტიკოსები დიდ, პროგრესულ რეფორმატორად მიიჩნევენ. რუსეთის საზოგადოების საკმაოდ ცნობილი ნაწილი კი ლავრენტი ბერიას რეაბილიტაციაზე ლაპარაკობს.“

скачать dle 11.3