კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

ქრისტესისხლას სამკურნალო თვისებები
ქრისტესისხლას გამორჩეული სამკურნალო თვისებები აქვს. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ქრისტესისხლას სპაზმის მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებები აქვს.
 ასევე, აქვს ჰიპოტენზიური (წნევის დამაქვეითებელი) და ბრადიკარდიული (პულსის გამაიშვიათებელი) ეფექტი. მის პრეპარატებს იყენებენ ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგოდ, ჭრილობების შესახორცებლად და მოსაწვავად, ანტიმიკრობული დანიშნულებით.
ქრისტესისხლას წარმატებით იყენებენ ჰიპერტონიის, ასთმის, ლეიკოზის, ათეროსკლეროზის, ფიბრომის, გრიპის, მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის, ბუასილის, გასტრიტის, ჩიყვის, პოდაგრის, რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, აგრეთვე თირკმელებისა და გულის დაავადებათა სამკურნალოდ. ქრისტესისხლას წვენით მკურნალობენ ცხვირ-ხახის პათოლოგიებს, ადენოიდებს, პოლიპებს, ნუშურებს, კოჟრებს, ხორცმეტებს, ნახეთქებს, სხვადასხვა წარმოშობის მუწუკებს, ფურუნკულებს, ეგზემას, ღრძილებს, ჰერპესულ ინფექციას (განსაკუთრებით - ტუჩებზე), აგრეთვე – ცეცხლის ალით, ორთქლით, ცხელი რძით, მზის სხივებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით გამოწვეულ დამწვრობას. ახალგამოწურული წვენითა და დაქუცმაცებული ბალახით შეიძლება ხალების, კონდილომების, კოჟრებისა და ჭორფლის მოცილება, დახეთქილი მტევნებისა და ქუსლების მოშუშება. პროცედურას იტარებენ დღეში 3-4-ჯერ. სამკურნალოდ იყენებენ როგორც ფესვებში, ასევე ღეროსა და ფოთლებში არსებულ წვენს.
როგორ უნდა მოვამზადოთ სამკურნალო ნაყენი:
ქრისტესისხლა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებული მასა გაწურეთ დოლბანდში და წვენი მჭიდროდ თავდაცულ ბოთლში ჩაასხით. ბოთლიდან დროდადრო გამოუშვით აირები. 5-7 დღის შემდეგ წვენი საბოლოოდ დადუღდება და გამოსაყენებლად მზადაა.
ნაყენი შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხვირ-ხახისა და წიაღების პათოლოგიების დროს: 2-3 წვეთი წვენი ჯერ ერთ ნესტოში ჩაიწვეთეთ, 5 წუთის შემდეგ, როდესაც წვის შეგრძნება გაგივლით – მეორეში, აუცილებლად დაწოლილმა. თუ წვენი ყელში გადაგივიდათ, შეგიძლიათ, გადაყლაპოთ.
გრიპის საწინააღმდეგოდ: პირის ღრუში ხუთჯერ უნდა გამოივლოთ წვენი და დალიოთ ნახევარი ჭიქა ნაყენი. ქვედა კიდურების თრომბოფლებიტის დროს: 3-5-წუთიანი შუალედებით (სანამ არ მოხდება მაქსიმალური შეწოვა) ხუთჯერადად უნდა წაისვათ წვენი. დალიოთ 100 გრამი ნაყენი ჭამამდე 10 წუთით ადრე.
  დაავადებული ღრძილების სამკურნალოდ: წვენი დღეში 2-3-ჯერ უნდა წაისვათ ღრძილებზე, თითო ჯერზე – ხუთჯერ (ანუ წაისვამთ – შეიშრობთ, ისევ წაისვამთ და ასე, ხუთჯერ), ან პირის ღუში დაიგუბოთ ღრძილებზე კონცენტრირებით. 20-25 წუთის შემდეგ კი გადააფურთხოთ. პოდაგრისა და რევმატიზმის დროს: მტკივან ადგილებზე უნდა წაისვათ წვენი, ხოლო ნაყენი დალიოთ.
ქრისტესისხლას ნაყენი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აწესრიგებს ძილსა და მადას. 7 დღის განმავლობაში მისი რეგულარული გამოყენების შემდეგ, საჭიროა ორდღიანი შესვენება. ნაყენის სმის პერიოდში რეკომენდებულია დღეში ერთი სადილის კოვზი გახეხილი სტაფილო. ნაყენის მომზადება: ჩაყარეთ 500-გრამიან ქილაში ახალდაკრეფილი ბალახი – იმდენი, რომ ქილა სანახევროდ გაივსოს. დაასხით მდუღარე წყალი და დაახურეთ თავსახური. თუ ნაყენის მოსამზადებლად გამხმარ ბალახს გამოიყენებთ, ნედლეულმა ქილა მეოთხედამდე უნდა შეავსოს. გაცივების შემდეგ, ნაყენი მზადაა. უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, 100 მილილიტრი, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე. ნაყენს მუქი ფერი და მწარე გემო აქვს. ის შეიძლება, საზამთროდაც შეინახოთ. ამისათვის, ზემოთ აღწერილი მეთოდით გამოწურულ ერთ ლიტრ წვენს, უნდა დაასხათ 500 მილილიტრი არაყი ან 250 მილილიტრი სპირტი. ქრისტესისხლას ნაყენის ჭინჭარსა და გულყვითელასთან კომბინაცია აფერხებს მეტასტაზების ზრდა-განვითარებას. ამ მიზნით, თანაბარი რაოდენობით აიღეთ სამივე ბალახი, დააქუცმაცეთ, ერთმანეთში აურიეთ და ერთ სადილის კოვზ ნარევს თერმოსში დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და 1-2 საათით გაჩერეთ. ნახევარი ჭიქა ნაყენი დილით, უზმოზე დალიეთ, ნახევარი კი – ვახშმამდე, ერთი საათით ადრე.
 
როგორ დავეხმაროთ
გულწასულ ადამიანს
გულის უეცარი წასვლის მიზეზი თავის ტვინის მწვავე, მაგრამ, მცირე ხნით განვითარებული სისხლნაკლებობაა. ეს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით არის განპირობებული.
გულის წასვლა, ანუ გონების უეცარი დაკარგვა, ვითარდება ნერვული გადაძაბვის, შიშის, გადაღლის, სისხლის დაკარგვის, გულის დაავადებების, მწვავე სისხლდენის, შიმშილისა და ჩახუთულ ოთახში ან გარემოში ყოფნის დროს. ამ დროს ადამიანი ფერს კარგავს, ოფლიანობს, ვითარდება ჰიპოთერმია, ანუ სხეული ცივდება, სუნთქვა ნელდება და არტერიული წნევა ქვეითდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გულწასული ადამიანის დაწვენა. ტვინის სისხლმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, სასურველია, მას ფეხები ააწევინოთ, რომ სისხლი თავისკენ წავიდეს. გულის წასვლის გახანგრძლივების დროს, შესაძლოა, განვითარდეს ტვინის ინფარქტი, ამიტომ, ადამიანს დროზე უნდა დაეხმაროთ.
ზოგჯერ გულის წასვლას თან ახლავს სხვა სიმპტომებიც, მაგალითად, გულმკერდის არეში ტკივილი, რაც გულის იშემიურ დაავადებაზე მეტყველებს; გულის ფრიალი კი, შესაძლოა, არითმიამ გამოიწვიოს. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება სისხლის წნევის გაზომვას. ხშირი გულის წასვლის დროს აუცილებელია ჭარბი მარილის შემცველი საკვების მიღება და ვიტამინოთერაპია. მაგრამ, თუ მისი გამომწვევი მიზეზი რაიმე სერიოზული პათოლოგიაა, მაგალითად, გულის მანკი, გულის იშემიური დაავადება და სხვა, მაშინ, საჭიროა ამ ძირითადი დაავადებების მკურნალობა. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ უეცრად გული წაგივიდათ, ჩაიტარეთ სათანადო გამოკვლევები, რათა რაიმე სერიოზული დაავადება არ გამოგრჩეთ მხედველობიდან.

დავიცვათ თავი გრიპის ვირუსებისგან მცენარეული საშუალებებით
ამ სეზონზე ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი გრიპის ვირუსებისგან თავდაცვაა. კარგი იქნება, თუ მათთან საბრძოლველად წინასწარვე მოემზადებით. მართალია, დღეს უამრავი მედიკამენტი არსებობს, რომელიც ამ პრობლემის თავიდან არიდებასა და მისგან განკურნებაში გვეხმარება, მაგრამ მცენარეული საშუალებები, რომელიც თითქმის ყველას მოგვეპოვება სახლში, გაცილებით იაფი დაგიჯდებათ და არც გვერდითი მოვლენები შეგაწუხებთ.
* წვრილად დაჭერით საშუალო ზომის ნივრის კბილი, პატარა ლამბაქით დადეთ ოთახის სხვადასხვა ადგილას. განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვის საძინებელთან. გამოცვალეთ ორ კვირაში ერთხელ.
* რომ არ დაავადდეთ, მოამზადეთ შემდეგი მიქსტურა: დააქუცმაცეთ ნივრის 8 კბილი და ნახევარი ლიმონი კანიანად. დაასხით 0,5 ლიტრი ანადუღარი და გაცივებული წყალი. გააჩერეთ 4 დღე ბნელ ადგილას. ზამთარში, აპრილის დადგომამდე, ყოველდღიურად მიიღეთ 1 სუფრის კოვზი, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
*    ძილის წინ აუცილებლად დალიეთ 2 ჩაის ჭიქა თაფლიანი ჩაი ან რძე. შეგიძლიათ, დაამატოთ ლიმონის წვენიც. ოთახი, სადაც ავადმყოფი წევს, ხშირად გაანიავეთ. თუ ტემპერატურამ 38,5 გრადუსზე მაღლა აიწია, მიიღეთ სიცხის დამწევი საშუალება.
*    მენთოლი და პიტნა – ამ ნივთიერებების შემცველი აბები დროებით მაინც გაგათავისუფლებთ სურდოსგან იმ შემთხვევაში, თუ გადაუდებელი შეხვედრა გაქვთ.
*    აბაზანა – 38-39 გრადუს ცხელ წყალში გახსენით 4 კოლოფი სუფრის მარილი (მსხვილი) და ჩაწექით აბაზანაში 30-40 წუთით. მუდმივად ამატეთ ცხელი წყალი. ასეთი აბაზანა გაგათბობთ, ხელს უწყობს ნოტიო ჰაერის ინჰალაციას და ამცირებს სურდოს. ღამით, საწოლში მეორე ბალიშიც დაიდეთ, რითაც შეამცირებთ ცხვირის „გაჭედვას“ და გამონადენს.
* გასრისეთ წითელი ძახველის ან მოცვის ნაყოფი, გემოვნებით შეურიეთ თაფლი, დაუმატეთ ცოტა ადუღებული წყალი. შეგრილებული კოქტეილი  დღეში სამჯერ დალიეთ  მესამედი ჩაის ჭიქის ოდენობით.
* ჯანჯაფილი და წიწაკა ორგანიზმს ათბობს. ხახვი, პირშუშხა და ნიორი ვირუსებისა და მიკრობების მტერია. სალბი და როზმარინი სურდოს უმკლავდება. ვაშლის ძმარი კი მინერალებს შეიცავს. ნაყენს არც ისეთი საშინელი გემო აქვს. მისი მომზადება უმჯობესია წინასწარ, სანამ გაციებისა და გრიპის სეზონი პიკს მიაღწევს. ნაყენს 2-3 კვირა სჭირდება. მოსამზადებლად საჭიროა: 1/4 ჭიქა გახეხილი ჯანჯაფილი (ნედლი), 1/4 ჭიქა ახალდაჭრილი ხახვი, 1/4 ჭიქა ნედლი როზმარინის ფოთლები, დაჩეჩქვილი (უკიდურეს შემთხვევაში, ხმელიც გამოდგება) , 1/4 ჭიქა სალბის ფოთლები (თუნდაც ხმელი), 1/4 ჭიქა გახეხილი პირშუშხას ფესვი,  4 კბილი ნიორი, 2 სადილის კოვზი დაფქვილი წითელი წიწაკა, ვაშლის ძმარი – იმდენი, რომ ქილა თითქმის შეავსოს. ყველა კომპონენტი გადაიტანეთ ნახევარლიტრიან მინის ქილაში და დაასხით ძმარი ისე, რომ ქილის გავსებას 5 სანტიმეტრი დაააკლდეს. კარგად მოურიეთ და ბნელ ადგილას დადგით 2-3 კვირა. ქილა ყოველდღე შეანჯღრიეთ. ბოლოს გაწურეთ, ნაყენი ოდნავ გაათბეთ და ჩაამატეთ 1/4 ჭიქა თაფლი. კარგად გახსენით. მიღებული ნაყენი გამოიყენეთ საჭიროებისამებრ. ჩვეულებრივ,  2 სადილის კოვზი ნაყენი, გახსნილი 1 ჭიქა თბილ წყალში, დღეში რამდენჯერმე უნდა დალიოთ.
* გაციების შემთხვევაში, ნუ წახვალთ სამსახურში. სახლში დოლბანდაფარებულმა იარეთ. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე და ყოველდღიურად – თბილი შხაპი. წყალი კარგად ჩამორეცხავს ინტოქსიკაციის პროდუქტს, რომელიც ოფლთან ერთად გამოიყოფა. „შეიარაღდით“ ერთჯერადი ცხვირსახოცებით. ნაჭრის, ძალიან ლამაზი ცხვირსახოციც კი, მომენტალურად ვირუსების ბუდე ხდება. ნუ შეჭამთ ბევრს, მოკრძალებული დიეტა (რძე და მცენარეული პროდუქტები) ზოგავს ენერგიას, რომელიც სურდოსთან საბრძოლველად გჭირდებათ.
* 0,5 ლიტრ წყალში ჩაყარეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი და ჩაასხით 40-50 გრამი 10%-იანი ნიშადურის სპირტი. ცალკე ჭურჭელში, 0,5 ლიტრ წყალში გახსენით 10 გრამი ქაფურის სპირტი. შემდეგ ორივე ნაზავი ერთმანეთში აურიეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რათა წარმოქმნილი ფიფქები დაიშალოს. ამ ნარევით დაიზილეთ ზურგი და გულმკერდი. შეგიძლიათ, დალიოთ კიდევაც, ოღონდ – წყალში გახსნილი. ერთ წლამდე ასაკის პატარებს მიეცით ერთი წვეთი ერთ სუფრის კოვზ წყალზე. შედარებით დიდებს კი – ერთი ჭიქა წყალში გაუხსენით იმდენი წვეთი, რამდენი წლისაცაა ბავშვი. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია ერთი ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე.
* 2 კბილი ნიორი დანაყეთ, მოათავსეთ პატარა ქილაში, დაასხით 50 გრამი სპირტი ან 70 გრამი არაყი. დადგით ბნელ ადგილას მინიმუმ 2 საათით. დაუმატეთ 20 გრამი წყალი და გააჩერეთ 1 საათი. მიღებული მასა შეიზილეთ ფეხის გულებზე. როდესაც წვენი შეიზილება, მოიშორეთ მშრალი მასა და ჩაიცვით წინდა (უმჯობესია, შალის) ასე დაიტოვეთ მთელი ღამით.  წინდაში ნიორი არ შეგყვეთ, თორემ შეიძლება, ფუთქი წარმოიშვას. სანამ ამ ფაფას ამზადებთ, დროს ნუ დაკარგავთ და ავადმყოფობის განდევნა ნივრიანი ჩაის მეშვეობით დაიწყეთ. დააყენეთ ჩვეულებრივი ჩაის ფერი 0,5 ჩაის კოვზი – 200 გრამ მდუღარეზე. ჩაყარეთ მასში საშუალო ზომის 2 კბილი დანაყილი ნიორი და 1 კოვზი შაქარი. დაახურეთ თავზე, შეფუთეთ პირსახოცით და გააჩერეთ 10 წუთით. დალიეთ ცხელი.
* აიღეთ თანაბარი რაოდენობით ასკილი, ძახველი, სალბი და ბარამბო. 1 სუფრის კოვზ ბალახის ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყოვნეთ 2 საათი თერმოსში. შემდეგ გაწურეთ, გააცივეთ, დაუმატეთ 1-2 წვეთი ქაცვის ზეთი. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად დალიეთ თითო ჭიქა.
* მომინანქრებულ ქვაბში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაასხით 1,3 ლიტრი წყალი, სახურავი მჭიდროდ დაახურეთ და 1,5 საათი ნელ ცეცხლზე ადუღეთ. შემდეგ დაუმატეთ ერთი ჭიქა შაქარი და თითო სუფრის კოვზი – თავშავა, კრაზანა, ბეგქონდარა, ფარსმანდუკი, კულმუხოს ფესვი, ცაცხვისა და გვირილის ყვავილი, ვირისტერფასა და პიტნის ფოთლები. კარგად ამოურიეთ და ნახევარი საათი კიდევ ადუღეთ. ბოლოს დაუმატეთ ერთი ჭიქა თაფლი და ნახევარი საათით დადგით. გაგრილების შემდეგ გაწურეთ და ბოთლებში ჩაასხით. მიიღეთ თბილი ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 4-6 ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ნაყენის მაცივარში შენახვა კვირაზე მეტ ხანს არ შეიძლება.

скачать dle 11.3