კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: გარდამეცვალა ოჯახის წევრი, ძალიან ემოციური ვარ და ბევრს ვტიროდი, რასაც ახლობლები მიშლიდნენ და მეუბნებოდნენ, ეშმაკეულიაო. მართლაც ასეა თუ არა?
პასუხი: ტირილი არ არის ეშმაკეული – ეს ემოციის გამოხატვის საშუალებაა. ოღონდ ჭირისუფალს მოეთხოვება, რომ არ გადასცილდეს ზომიერების ზღვარს თვით გლოვაშიც. როგორც წმიდა იოანე ოქროპირი გვმოძღვრავს: – იმწუხარე, იტირე, მაგრამ ნუ უჩივი ბედსა შენსა, ნუ სულმოკლეობ, ნურცა ნაღვლიანობ. შეწირე მადლი უფალსა, პატიოსან ჰყავ განსვენებული და შემოსე იგი შესამოსელითა გლოვისაითა. შფოთვითა შენითა შეურაცხყოფ მიცვალებულსა, განარისხებ უფალსა და ავნებ თავსა შენსა“.
კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია მიცვალებულისთვის, თუკი ის არაეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობდა – შეკვეთილი წირვა, პანაშვიდი თუ მოწყალების გაცემა?
პასუხი: მიცვალებულისთვის ეს ყველაფერი სარგოა, მაგრამ თუ ის მცირედმორწმუნე იყო, უმჯობესია მოწყალების გაღება მის სახელზე.
კითხვა: რა შემთხვევაში შეიძლება, ადამიანს ცოდვად ჩაეთვალოს პირჯვრის გადაწერა?
პასუხი: პირჯვრის გადაწერა ცოდვად მაშინ ჩაითვლება, თუ ადამიანი პირჯვრის დამოწმებით ცდილობს დაგვიდასტუროს სიცრუე, ფლიდობა და სხვა არაწმიდა საქმე. ამით ის საკუთარ თავზე მსჯავრს მოიწევს.
კითხვა: რა შედეგები მოაქვს მშობლების ბრმა სიყვარულს შვილების მიმართ?
პასუხი: ბევრ მშობელს, რომელიც შვილის სიყვარულით არის დაბრმავებული, ენანება შვილი, მაგალითად, დანაშაულის ჩადენისას დასასჯელად და ინდობს, მაგრამ შემდგომში, როდესაც შვილები იზრდებიან და გამოუსწორებლები ხდებიან, მშობლები ხვდებიან, რომ თავად არიან დამნაშავენი, რადგან არასწორად გაზარდეს. არავის მიმართ სიყვარული არ უნდა დავაყენოთ უფლის სიყვარულზე წინ, მათ შორის არც შვილის და ზომიერება ყველაფერში საუკეთესო გამოსავალია.

скачать dle 11.3