კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაშლილები?! #44

ანუ „რა მინდოდა წვენებში?!“

 მართალია, ჯერჯერობით არ დაშლილა (კვლავაც სამნი არიან), ან კი როგორ დაიშლებოდნენ, როდესაც მეორე ტური სრულად არ ჩამთავრებულა და „სახელმწიფო ხალხისთვის“ პარტიის ლიდერმა ბ-ნმა ბურჭულაძემ პირველივე ტურის შემდეგ აუწყა ფართო საზოგადოებას, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს, მაგრამ, რაკი პოლიტიკოსების სიტყვას ამ ჩვენს ქვეყანაში ჩალის ფასი აქვს, სანამ ეს ჩემი ნაწერი მზის სინათლეს იხილავს, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს.
ხოლო ჯერჯერობით, გავრცელებული ინფორმაციით, ზემოხსენებული პარტიის ოფისებიდან ავეჯს ყიდიან (რამეთუ ვალები აქვთ გასასტუმრებელი და იმიტომაც, რომ ჰოპლა, გადახტომის შემდეგ უნდა დაიძახო).
თუმცა თავად ლიდერი ოპტიმისტურადაა განწყობილი და შექმნილ სირთულეებს მთავრობას აბრალებს, განა მოტივით: „ცუდას რად უნდა მტერობა“, მომყავს ციტატა: „შემოწირულობებთან დაკავშირებით დიდი პრობლემა შეგვიქმნა მთავრობამ და სუსმა“.
თუ გავიხსენებთ, რომ შემოწირულობების ჩრდილოვანი ამბები ხსენებულ მთავრობას სწორედ ბ-ნი ბურჭულაძის აწ უკვე ყოფილმა თანაგუნდელებმა აცნობეს, ლოგიკა, არისტოტელეს სწავლებით, უცნაურია, მაგრამ ძალიან გასაგები, ქართველი პოლიტიკოსის აზრთა მდინარებით.
ასეა თუ ისე, ბ-ნი ბურჭულაძე მათ იმედზეა, ვინც პარტიისთვის უფასოდ მსახურების სურვილითაა გამსჭვალული. ხოლო, თუ ამას მთელი მისი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დაფრქვეულ მარგალიტებს დავუმატებთ, აქტუალური ხდება რიტორიკული კითხვა: ნეტავ, მაინც „რა უნდოდა წვენებში“?! –

скачать dle 11.3