კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრისტოფორეს სიბრძნეებიდან #44

„ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო“

რაკი დღე ერთია და პოლიტიკოსის თავში მრავალი გადაწყვეტილება მწიფდება (ასე განსაჯეთ, ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო და თვით ურთიერთგამომრიცხავიც კი), პირველი ტურის გასრულების შემდეგ, „თავისუფალი დემოკრატების“ სალიდერო ბირთვმა პარტიაც დატოვა და პოლიტიკური სცენის დატოვების სურვილიც გამოთქვა.
თუმცა პირველსა და მეორე ტურს შორის თავდაპირველი გადაწყვეტილება ოდნავ შეცვალეს, პოლიტიკას დროებით ჩამოვშორდითო; ხოლო მეორე ტურთან სულ ახლოს თავიანთ მხარდამჭერებს „ოცნების“ კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.
ასე მაგალითად, აწ უკვე ყოფილმა „თავისუფალმა დემოკრატმა“ ზურაბ აბაშიძემ ისიც კი განაცხადა, რომ ოპოზიციაში ყოფნას აღარ აპირებს და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას გეგმავს.
მაგრამ, რადგან ყველას გვახსოვს ხსენებული ბ-ნი აბაშიძის მიერ „ოცნებასთან“ განხეთქილების შემდეგ ნათქვამი: „ამათთან ყოფნა აღარ ღირს“, მასაც მოუწია განმარტება, იმის ასახსნელად, თუ ახლა ისევ რატომ დაედო ფასი. როგორც აღმოჩნდა, ლოგიკა მარტივია (მომყავს ციტატა): „მაშინ სხვა კონტექსტი იყო, ემოციურად დატვირთული დღეები გახლდათ, დღეს აბსოლუტურად სხვა რეალობაა ქვეყანაში. დღეს საჭიროა ქვეყნის განვითარება.“
ცხადია, კონსტრუქციულობა სასიამოვნოა, თუმცა ცოტა უსიამოვნო, როდესაც პოლიტიკოსებს მარტის თვესავით ეცვლებათ შეხედულებები. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ჭეშმარიტად ბრძენი იყო „შერეკილი“ ქრისტეფორე (გარიყულადან): ისეთი არაფერი ვაკადროთ ერთმანეთს, რომ დავმოყვრდებით, თვალებში შეხედვისა შეგვრცხვესო; და მერე რა, რომ პოლიტიკა სირცხვილის გრძნობას, როგორც ასეთს, საერთოდ არ აღიარებს?! –

скачать dle 11.3