კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დიდი ავიატორი #44

ანუ სად უნდა
დარჩეს ავადმყოფი

 თუკი აქამომდე ამ ჩვენს სეპარატისტულ ცხინვალში რეფერენდუმს რეფერენდუმზე ატარებდნენ, იმ მიზნით, რომ ეს ჩვენი ჩრდილოეთ ქართლის მიწა თავიანთ დედა-რუსეთს ჩაახუტონ (რაზეც ჯერჯერობით რფ უარზეა, იმიტომ რომ, ჩვენთან სავაჭროდ და ზეწოლისთვის სჭირდება), სეპარატისტულ ფიქრთა ამჯერად მდინარება სულ სხვა კალაპოტში მოქცეულა.
კერძოდ, „პრ.“ თიბილოვის თქმით: „ამჟამად „სამხრეთ ოსეთი“ რუსეთთან საკუთარი ავიაციის შექმნის საკითხზე მსჯელობს“.
საკუთარი ავიაცია კი (და მერე რა, რომ არავინ იცის, არსებობს თუ არა ბუნებაში ოსი სეპარატისტი პილოტი) განა სეპარატისტული ცის დასაცავად; არც მეტი, არც ნაკლები, ცხინვალიდან ავადმყოფების რფ-ში გადასაფრენად დასჭირვებია (დანარჩენ საქართველოში ოსების სამკურნალოდ ჩასვლის აღსაკვეთად).
მომყავს „პრ.-ს“ ციტატა: „ხანდახან ცხინვალ-ვლადიკავკაზის მთიანი გზა იკეტება და ავადმყოფების დახმარება შეიძლება, დაგვიანდეს. საქართველოში არსებობს ჩვენი მოქალაქეების ჩართულობის სერიოზული პროექტი ჯანდაცვის მიმართულებით. მას აქვს დაფინანსება და ძლიერი მხარდაჭერა დასავლური ქვეყნებისგან. გამოდის, რომ ეს იძულებითი ზომაა“.
ჩვენ არ ვიცით, აუჩუყდებათ თუ არა გული ოკუპანტებს (სეპარატისტები ავად გამხდარანო), რადგან გამოდის, რომ მკურნალობის ხარჯის გაღებაც მოუწევთ და აწ უკვე ავიაციისაც; როგორც ის, თუ რატომ არ მიმართავენ გაცილებით მარტივ გზას: დააკავონ ადმინისტრაციულ საზღვარზე აქეთ სამკურნალოდ გადმოსვლის მსურველები, ანუ თავიანთი ავადმყოფები ადგილზე დაიტოვონ?!
ხოლო, მეორე მხრივ, თუ „პრ.“ თიბილოვს დავესესხებით – დანარჩენ „საქართველოში ჩასვლა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ჩრდილოეთ ოსეთში“ და დავამატებთ მისსავე სიტყვებს, რომ ჩრდილოეთ ოსეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ დაკავშირებას აივაცია სჭირდება, ამ ლოგიკით, ნეტავ, გახლეჩილი ორი ოსეთის ისტორია როგორ აიხსნება?! –

скачать dle 11.3