კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიმართე პლაზმაფერეზის ეროვნულ ცენტრს – გაიხანგრძლივე ახალგაზრდობა, შეაჩერე სიბერე!

მოდერნიზებული ინტერიერი, მოწესრიგებული მოსაცდელი, სამედიცინო ზონების მყუდრო და მშვიდი გარემო, დისციპლინირებული სამედიცინო პერსონალი, თანამშრომელთა მდიდარი გამოცდილება და მაღალი პროფესიონალიზმი – მთლიანად მიმართულია ავადმყოფთა ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და პრევენციაზე. ყოველივე ეს კი, საქართველოს სამკურნალო „პლაზმაფერეზის ეროვნული ცენტრის” საქმიანობის მასშტაბებსა და მაღალ  რეიტინგს განაპირობებს. სწორედ ამიტომაც, ეროვნულმა ცენტრმა მოიპოვა ჩვენი მკითხველების განსკაუთრებული ნდობა და ექსკლუზიურობა. ვესაუბრებით ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ დინარა რამიშვილს.
– ქალბატონო დინარა, გვიამბეთ „პლაზმაფერეზის სამკურნალო ცენტრის” შესახებ. რას წარმოადგენს ის დღეს და  რა ტიპის  დაავადებები იკურნება ამ მეთოდის გამოყენებით?
– თანამედროვე მედიცინაში მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფრიად ეფექტური მეთოდი გახლავთ სამკურნალო პლაზმაფერეზის პროცედურა, რის მეშვეობითაც დაავადებულთა უმრავლესობა იკურნება ან გადადის ხანგრძლივი რემისიის ფაზაში. სამკურნალო პლაზმაფერეზი გამოიყენება 100-ზე მეტი დაავადებისა თუ პათოლოგიის დროს :
1. ალერგიული დაავადებები (ყველა ფორმის);
2. აუტოიმუნური დაავადებები (ყველა ფორმის): რევმატოიდული პოლიართრიტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რეპროდუქციული პათოლოგიების აქტიური აუტოიმუნური პროცესების დროს – აუტოიმუნური თირეოიდიტი, ანტიფოსფოლიპიდური  სინდრომი, აუტოიმუნური ენდომეტრიტი, აუტოიმუნური ოოფორიტი, აუტოიმუნური ცერვიციტი, EPH-გესტოზი, ჩვეული შეწყვეტილი ორსულობა, ორსულობის I ნახევრის ტოქსიკოზი და სხვა;
3. ფსორიაზი, ეგზემა, დერმატიტი, აკნე.
4. ინტოქსიკაციები (მოწამვლა);
5. ჰეპატიტები - ყველა ფორმა (მათ შორის ჰეპატიტი - C);
6. შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებები;
7. ბრონქული ასთმა;
8. სიმსუქნე;
9. ჰიპერქოლესტერინემია, გულის ქრონიკული იშემიური დაავადება;
10. ნარკო და ალკოჰოლდამოკიდებულება და სხვა.
ექსტრაკორპორალური ჰემოკორექცია (პლაზმაფერეზი) ტარდება დისკრეტულ რეჟიმში და ასევე, აპარატული მეთოდით – ფოტომოდიფიკაციით (პოლიფაქტორული კვანტური თერაპიის პირობებში).
პლაზმაფერეზის  პროცედურის  უკუჩვენებას, რაოდენობას, სიხშირეს და მეთოდს განსაზღვრავს ექიმი – ტრანსფუზიოლოგი,  პაციენტის  მონაცემების მიხედვით,  უფასო კონსულტაციის შემდეგ.
 – როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენს  კლინიკაში  ფუნქციონირებს  სხვა სამედიცინო  სერვისებიც. გვიამბეთ მათ შესახებაც.
– კლინიკის ძირითადი მიმართულება სამკურნალო-პროფილაქტიკური და anti-age პროგრამაა, რათა: „გავიხანგრძლივოთ ჯანმრთელი და ლამაზი სიცოცხლე, შევაჩეროთ სიბერე.“ ამ  პროცესში ჩართულია ცენტრის  ყველა დარგის წამყვანი სპეციალისტი: თერაპევტი, გერიატრი (ხანდაზმულთა ექიმი), ნევროლოგი, ქირურგი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ნეფროლოგი, უროლოგი, პულმონოლოგი, ფტიზიატრი, ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, სექსოლოგი, პედიატრი, ლოგოპედი, ფიზიოთერაპევტი, ფსიქოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი, დერმატო-კოსმეტოლოგი, კოსმეტოლოგი, მამოლოგი, ენდოკრინოლოგი და სხვა. ტარდება სრული კლინიკო-ლაბორატორიული და აპარატული გამოკვლევები. ქალბატონებისთვის სულ ახლახან შევიძინეთ უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი კოლპოსკოპიის ციფრული მონიტორული აპარატი. ის ასრულებს სკრინინგის ფუნქციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქალის ჯანმრთელობისთვის – პრევენციული ღონისძიებების დროული ჩატარებისთვის.
სამედიცინო ცენტრში ფუნქციონირებს ქალთა კონსულტაცია სრული პროგრამით. აქვე არის პლაზმაფერეზის განყოფილება, საპროცედურო კაბინეტი, ფიზიოკაბინეტი, სადაც  შეგიძლიათ, გაიკეთოთ ყველა სახის ფიზიოპროცედურები (განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რევმატიული დაავადებების მკურნალობას, რისთვისაც, გარდა ფიზიო პროცედურისა, გამოიყენება პარაფინისა და ოზოპერიტის აპლიკაციები  დაზიანებულ სახსრებზე), წვეთოვანი გადასხმები, ინიექციები კუნთებსა და ვენაში, ჭრილობის დამუშავება, მეჭეჭების და პაპილომების მოშორება ელექტროკოაგულაციით (აბსოლუტურად უმტკივნეულოდ). ცალკე ხაზგასმის ღირსია ჩვენს ცენტრში არსებული  სამედიცინო  კოსმეტოლოგიის  კაბინეტი: პლაზმაფერეზის ეროვნული ცენტრის „პლაზმამედის” დერმატო-კოსმეტოლოგიურ კაბინეტში, სადაც დანერგილია ესთეტიკური კოსმეტოლოგიისა და anti-age პროგრამები. თანამედრვე  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კაბინეტში მუშაობენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები; ექიმი-დერმატოლოგი მედიცინის დოქტორი; ექიმები: დერმატო-კოსმეტოლოგები; ფიზიო-თერაპევტი, გერიატრი, მასაჟისტი და კოსმეტიკოსი. კაბინეტის კონცეფციაა სახის კანის გაახალგაზრდავების სრული პროგრამა – ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პროფილაქტიკური ღონისძიებების გამოყენება ახალგაზრდული სახის კანის შესანარჩუნებლად – „იდეალური კანი”. ტარდება აკნეს, კუპეროზის, როზაცეას მკურნალობა, როგორც მოზარდებში, ასევე მოზრდილებში. დანერგილია აპარატული და ფიზიოთერაპიული პროცედურები. ასევე, შემუშავებულია პირველად  საქართველოში  ახალი მეთოდოლოგია – „პლაზმაფერეზი  კოსმეტოლოგიაში“, რომელიც ძალიან ეფექტურ შედეგებს იძლევა კანის დაბერებასთან ბრძოლაში.
ასევე, მინდა, გამოვყო კიდევ ერთი მიმართულება:  ჩვენი სამედიცინო ცენტრი გთავაზობთ უნიკალური სამედიცინო ტექნოლოგიის  გამოყენებით – სისტემურ დიაგნოსტიკას და მკურნალობას ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შემთხვევაში. ეს მეთოდი შეიმუშავა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა  ა. ვ. სკალნიმ და 25 წელზე მეტია, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გამოიყენება. ჩვენმა ცენტრმა მოიპოვა ამ ანალიზის დანერგვის ექსკლუზიური უფლება. მეთოდის თანახმად, თმის ღერის  ანალიზით  ვიგებთ ორგანიზმში რა მავნე  ნივთიერებები დაგროვდა, რისგან უნდა გავთავისუფლდეთ და რა სასარგებლო ნივთიერებები აკლია ორგანიზმს. ანუ, ჩვენ ვადგენთ ორგანიზმის ქიმიური ელემენტების შემადგენლობას. ამ პროგრამით სარგებლობენ მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები და სპორტული გუნდები. კორექტირდება სხვადასხვა დაავადების მკურნალობა, როგორიცაა: შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, სიმაღლის ზრდაში ჩამორჩენა, თმის ცვენა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, ბრონქული ასთმა და სხვა. დავადებების პრევენციისთვის ამ კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ადამიანს შეუძლია თავიდან აიცილოს მრავალი დაავადება,  განიკურნოს მედიკამენტების გარეშეც. გახდეს ჯანმრთელი, ენერგიული, ამტანი, ლამაზი. აღსანიშნავია კლინიკაში მომუშავე პროფესიონალთა მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე გუნდი. თითოეული მუშაობდა მსოფლიოს წამყვან კლინიკებში და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო მათი ერთ ცენტრში თავმოყრა. მაგალითად, ჩვენი ნეფროლოგი  წლების განმალობაში მუშაობდა მსოფლიოში ცნობილ  ვ. ი. შუმაკოვის სახელობის ტრანსპლანტოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ასევე გერმანიაში, შვეიცარიაში. მუშაობენ ასევე, სხვა ცნობილი პრაქტიკოსი ექიმები.
დღეს სრულიად რეალურია, რომ თანამედროვე  ადამიანმა იცოცხლოს  და აქტიურად იცხოვროს  90-95  წლის  ასაკშიც.
მეცნიერების პროგნოზით კი, 2030 წლისთვის  სიცოცხლის  ხანგრძლივობა, სავარაუდოდ, გაიზრდება 120-125 წლამდე.
მე კი დავამატებ: დიდხანს ცოცხლობს ის, ვისაც ეს სურს და  დროულად ზრუნავს ამისთვის. სწორედ ამ  მიზნით  დაარსდა  ჩვენს  ცენტრში საერთაშორისო anti-age კლუბი, სადაც  მსურველთათვის უფასოა გაწევრიანება, კლუბის  წევრებზე  გავრცელდება  ცენტრის  მომსახურეობის  სრულ  პაკეტზე 20-პროცენტიანი  ფასდაკლება.
გისურვებთ,  ყველას  ჯანმრთელ  სიცოცხლეს!
მის: „საქართველოს სამკურნალო  პლაზმაფერეზის ეროვნული  ცენტრი.” ქავთარაძის  ჩიხი  ¹4.
ტელ: 2 14 86 22; 599 75 44 42;
599 88 44 42; 579 78 22 11

скачать dle 11.3