კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახდენს თუ არა გავლენას თვალის ფერი და ფორმა ადამიანის ბედსა და იღბალზე და რას ამხელს მზერა

უბრალოდ და შემთხვევით არაფერი ხდება. ტყუილად როდი ამბობენ, ადამიანის თვალებში მის ზრახვებს ადვილად ამოიცნობთო. თვალის ფერი და ფორმა იძლევა მინიშნებას იმის შესახებ, თუ რამდენად ტემპერამენტიანი და ინტელექტულურია ესა თუ ის ადამიანი. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი მარიკა ამბობს, თვალები ნამდვილად  „სულის სარკეა“ და თუ  მათ კარგად დააკვირდებით, ადვილად ამოიცნობთ მისი მფლობელის განცდებს.

 მარიკა: ოდითგანვე თვალები „სულის სარკედ“ მიიჩნეოდა. თვალებში ყოველთვის ჩანს ადამიანის მდგომარეობა და განცდები. ვისაც ლამაზი, მიმზიდველი თვალები აქვს, ჯანმრთელია, ვნებიანი, გონიერი და ტემპერამენტიანი. ასეთი თვალები სინათლესა და სითბოს ასხივებს და აქვს გამომსახველი გუგა. ამ წესიდან გადახვევა ადამიანის ხასიათსა და ინტელექტში ხარვეზის მაჩვენებელია. დიდი თვალები ჩვეულებრივ მგძნობიარე, ხშირად მამაკაცურობისა და ლიდერობისკენ მსწრაფ ბუნებაზე მიუთითებს. პატარა თვალები ეკუთვნით საკუთარ თავში ჩაკეტილ, თვითკმაყოფილ და ჯიუტ ადამიანებს. ხშირად ასეთები საოცარი თანმიმდევრულობით გამოირჩევიან. ფართო თვალის გუგა ხასიათის სირბილისა და სიმშვიდის ნიშანია, ვიწრო კი – შინაგანი პროცესების დისბალანსზე მიუთითებს, რაც არასასიკეთოდ აისახება გარშემო მყოფებთან ურთიერთობაზე.
–  თვალის ფერიც რაიმეს მანიშნებელია?
–   თვალის გუგის ფერი მიუთითებს ცხოვრებისეული ძალების ქონა-არქონაზე: შავი, ყავისფერი და მწვანე გუგა ასახვს ენერგიულობას, ცისფერი – მგრძნობიარობას, ხოლო ღია ყავისფერი – სიმორცხვეს. ზოგადად,  მწვანე თვალები ნაზი, ერთგული და საიმედო ადამიანების თვალებია. იმავდროულად, ესაა სიყვარულს მოკლებული ადამიანების თვალებიც. მუქი ყავისფერი, ძირითადად, სპონტანურად, გრძნობების ზემოქმედებით მოქმედი ადამიანების თვალებია, რომლებსაც საერთოდ არა აქვთ წარმოდგენა, რა უნდათ ცხოვრებასა და სიყვარულში.
ნაცრისფერი – ესაა სიტუაციის ცვლილებაზე სწრაფად რეაგირებადი და ყველანაირი სიძნელის გადამლახველი ადამიანების თვალები. ეს თვალები ცნობისმოყვარეებს ეკუთვნით, ადვილად რომ აჯადოებენ ყველას, თუ ეს მოინდომეს. ღია ყავისფერი თვალები, მათ აქვთ, ვინც გონებას უფრო ემორჩილება, ვიდრე გრძნობებს. ჩვეულებრივ, ასეთი ფერის თვალები ძლიერ პიროვნებებს აქვთ. მაგრამ, ძალიან ხშირად, მკაცრი გარეგნობის მიღმა იმალება ნაზი, მგრძნობიარე ბუნება და უდიდესი გულისხმიერება.
ლურჯ თვალებს შეცდომაში შევყავართ – ყველაზე ხშირად გვინდა რომ ვიპოვოთ მეოცნებე და გულუბრყვილო ადამიანი. სინადვილეში კი, ყველაფერი პირიქითაა – ლურჯი თვალები ჯიუტად მიზანსწრაფულ ადამიანებს აქვთ, რომლებიც უფრო გონებას ეყრდნობიან, ვიდრე ინტუიციას. მაგრამ, სიყვარულში ასეთი თვალები ძალიან მიმზიდველია და მათი დავიწყება შეუძლებელია. შავი თვალები ძლიერი ტემპერამენტის მაჩვენებელია და ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ ნერვიულ ადამიანებს ეკუთვნით. ისინი მბრძანებლობენ, მაგრამ სიუხეშის გარეშე. თუ მათ რაიმე უნდათ, ვერაფერი შეაჩერებთ, რადგან პირადი ბედნიერებისა და სიყვარულის დასაცავად, ყველაფრისთვის მზად არიან. ასევე, თვალების მდებარეობაც სხვადასხვაგვარია. თუ ორივე თვალი ერთ, ჰორიზონტალურ ხაზზეა განლაგებული, ეს სასიკეთო ნიშანია. ქვემოთ წაკვეთილი თვალები მამაკაცებში გამბედაობას ნიშნავს, ქალბატონებში – გაუფრთხილებლობას. თუ ზედა ქუთუთო ოდნავ დახრილია, ეს სიმწიფის ნიშანია. მამაკაცებში ძლიერად დახრილი ზედა ქუთუთო მიუთითებს ენერგიის დაშრეტას. დახრილი ქუთუთოს უსიამოვნო ფერი კი ფიზიოლოგიურ გადახრებს ადასტურებს. შესიებული ქუთუთო მშფოთვარე ცხოვრების ნიშანია, ზედმეტად დაკიდებული ქვედა ქუთუთო კი, მუდმივ მიჯაჭვულობებზე მიანიშნებს. შესიებული ქუთუთოები ცხოვრებისგან დაღლას ნიშნავს და თუ თვალების შიდა კუთხეები ჩაძირულია ნაოჭების ბადეში, ეს ადამიანის მიხვედრილობას უსვამს ხაზს. აღმოსავლეთში გამოყოფენ თვალის 40 ტიპს. ყველა მათგანი ცხოველთა თვალების იდენტურია და შეუძლია ადამიანის კარმული ინფორმაციის ტარება. თითოეული ცხოველისთვის დამახასითებელი ქცევა მიეწერება შესაბამისი ტიპის თვალების მქონე ადამიანებს. დიდი, ცოცხალი, მანათობელი თვალები – ესაა დრაკონის თვალები. ასეთი თვალები აქვს მმართველს. საოცარი ფორმისაა სფინქსის თვალები, ზემოთ აპრეხილი კიდეებით. ის აქვთ დახვეწილი ბუნების ადამიანებს. ლიდერები დაჯილდოებულები არიან ლომის თვალებით – ესაა დიდი თვალები, უამრავი ნაოჭებით ქუთუთოებზე. სპილოს, როგორც წესი, აქვს წვრილი თვალები, ორმაგი, სამმაგი ქუთუთოებით. ასეთი თვალების მფლობელები, როგორც წესი, მოქუფრული ხასიათის მაგრამ, ამავდროულად, მშვიდი ადამიანები არიან. მრგვალი, მოყვითალო მანათობელი სხივით ვეფხვის თვალებია; წვრილი, პატარა თვალები, შავ-ყვითელი ფერის გუგით – ცხვრისა; თვალები სამკუთხა ჭრილით და ჩამოწეული ქუთუთოებით კი – ცხენის; თვალები ზედა, გატეხილი ქუთუთოთი და ბაცი გუგით ტახისაა; თვალები უსაზღვროდ დიდი გუგებით კი – მგლის.
–  ამბობენ, თვალის ფერიც და ფორმაც ადამიანის ბედსა და იღბალზე დიდ გავლენას ახდენოსო. ეს რეალურია?
–  რასაკვირველია, ადამიანის ბედისა და ხასიათის შეფასებისას, თვალები უმთავრესია. ფაქტია, მზერა ამჟღავნებს ადამიანის ხასიათს, გრძნობებსა და ბუნებას. ტყუილად არ ამბობენ: „თვალები არ იტყუებიან“. მათი ფორმა და ფერი ზუსტად გამოხატავს ადამიანის სულიერების ხარისხს. მრგვალი თვალები ფეთქებადი ბუნების ადამიანების მახასიათებელია, მაგრამ ასეთი აფეთქებები მოკლევადიანია. არცერთ სიტუაციაში მრგვალი თვალები არ აქვს შურისმაძიებელ ადამიანს. თუ მრგვალი თვალები ფართოდაა გაღებული, მაშინ ეს ხასიათის იმპულსურობასა და გულწრფელობაზე მიუთითებს. წაგრძელებული, ნუშისებური თვალები, ზეაწეული წვეტიანი ბოლოებით – გვამცნობს ქალურობის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, ძველად ასე მიიჩნევდნენ. ჩვენს ეპოქაში კი, დაშვებულია მათი გაიგივება ადამიანის სულის სიფაქიზესთან, სიყვარულთან და მგრძნობელობასთან.
წაგრძელებული ნუშისებრი თვალები, ქვემოთ დახრილი ბოლოებით, გვიჩვენებს ადამიანის მიდრეკილებას კამათისა და მელანქოლიისკენ. ღრმად ჩამჯდარი თვალები გვიყვება ადამიანის მდიდარი შინაგანი სამყაროს შესახებ. მისი მფლობელები ყველაფერს აანალიზებენ და გარშემო მყოფებს არ ენდობიან.
დაჭყეტილი თვალები ადასტურებს მკაფიოდ გამოხატულ მგრძნობელობას და ძლიერად განვითარებულ საღ გონებას. ასეთთვალებიანებს, როგორც წესი, გასახსენებელი ბევრი აქვთ და ხშირად უყვართ წარსულზე საუბარი.

скачать dle 11.3