კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შემოთავაზებით დაიბრუნა „რივერდანსმა” 3 წლით შოუში ნათია რთველიაშვილი და მისი მეუღლე და რის გამო ჩამოვიდა ის საქართველოში #43

სულ მალე „იმედის” ეთერში დაიწყება მსოფლიოში პოპულარული მეგა-შოუ „შენ შეგიძლია ცეკვა“. ჟიურის ერთ-ერთი წევრია პროფესიონალი მოცეკვავე, ბალერინა ნათია რთველიაშვილი. ნათია პირველად, ჯერ კიდევ 2010 წელს, ქართველმა მკითხველმა სწორედ „თბილისელების” საშუალებით გაიცნო. ის ერთადერთი ქართველია, ვინც წლების განმავლობაში „რივერდანსში” ცეკვავდა. მისი მეუღლე – პატრიკი, რომელიც ირლანდიული წარმოშობის ამერიკელია, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ამ შოუში სოლო-მევიოლინე იყო  და მათი ურთიერთობაც სწორედ წლების წინ, „რივერდანსში” დაიწყო.
ნათია რთველიაშვილი: როცა ბოლოს  შევხვდით ერთმანეთს 2013 წელი იყო. იმ დროს „მეტროპოლიტენ ოპერაში” ვცეკვავდი და სხვადასხვა კომპანიებთანაც ვთანამშრომლობდი. უკვე აღარ ვაპირებდი „რივერდანსში” დაბრუნებას, სადაც რამდენიმე წარმატებული წელი გავატარე. ბოლოს მათთან 2010 წელს ვიმუშავე, შემდეგ კი მე და პატრიკი დავქორწინდით. ის „რივერდანსის” სოლო-მევიოლინე იყო. დავფუძნდით ნიუ-იორკში და იქ ვმოღვაწეობდით. აღარ ვაპირებდით გასტროლებზე სიარულს. მაგრამ, 2013 წლის სექტემბერში „რივერდანსმა” ორივეს საკმაოდ საინტერესო კონტრაქტი შემოგვთავაზა. პარალელურად კი, უნდა გვქონოდა გასტროლები ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ მე მათთან 4 წელი ვიმუშავე, გასტროლები ძირითადად ამერიკასა და კანადაში გვქონდა. შესაბამისად, ეს იყო ჩემთვის საინტერესო სიახლე. თან, 4 წელი ნიუ-იორკში ვიყავით, ერთ ადგილას და ცოტა არ იყოს, მომენტარა ძველი დრო – გასტროლები, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. 2010 წელს მეგონა, ამ ყველაფრისგან დავიღალე. მინდოდა, ჩვენი ბინა გვქონოდა, სამსახური, ერთ ადგილას დავფუძნებულიყავით.  მაგრამ, 4 წლის მერე მივხვდი, რომ დამაკლდა ის რიტმი, ის ცხოვრების წესი, რომელიც „რივერდანსში” მქონდა. ასე რომ, ორივე დავთანხმდით კონტრაქტს და დავბრუნდით „რივერდანსში.” იანვრიდან დაგვეწყო გასტროლები და ივნისის ბოლომდე გაგრძელდა. ვიყავით, დაახლოებით, 17 ქვეყანაში, 50 ქალაქში. გასტროლების შემდეგ ისევ ვაპირებდით ნიუ-იორკში დაბრუნებას, მაგრამ კიდევ ახალი კონტრაქტი შემოგვთავაზეს – „რივერდნსი” ყოველ ზაფხულს დუბლინში ატარებს სპექტაკლებს. ორთვიანი კონტრაქტი აქვთ დუბლინის ძალიან ლამაზ, ძველ თეატრთან. თეატრი პატარაა, იმ 5000-კაციანი არენებისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად გვიწევს გამოსვლა. უფრო ინტიმური, განსხვავებული გარემოა და როგორც იქ რეაგირებს ხალხი ჩვენს გამოსვლაზე, ვფიქრობ, სხვაგან ასე არ არის.
– ირლანდიით დაამთავრეთ „რივერდანსთან” კონტრაქტი?
– „რივერდანსში” რომ დავბრუნდი, ვფიქრობოდი: 6 თვე რატომაც არა, ახალი ქვეყნები, ახალი ემოციები, მერე ისევ ნიუ-იორკში   დავბრუნდებით-მეთქი. მაგრამ, ამას მოჰყვა ორთვიანი ირლანდია, დუბლინს კი – სამთვიანი გასტროლი ჩინეთში. ამაზე ნამდვილად ვერ ვიტყოდით უარს. ჩინეთი ძალიან განსხვავებული ქვეყანაა – განსხვავებული მენტალიტეტით, ხასიათით. გგონია, სხვა პლანეტაზე მოხვდი. ხალხიც ძალიან განსხვავდება ჩვენგან. ძალიან ვისიამოვნე ამ გასტროლით, თუმცა იმედგაცრუებაც მქონდა. ველოდებოდი ბევრ ძველ ისტორიულ, კულტურულ ღირშესანიშნაობას, მაგრამ როგორც აღმოვაჩინე, თანამედროვე ჩინეთში ძველი ისტორია, კულტურა ნაკლებად აქვთ შენარჩუნებული – თითქოს წაშლილია. მაინც ვნახეთ საინტერესო რაღაცეები. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მიწისქვეშა ქალაქი თიხის ფიგურებით. თუმცა, ისეთი ფორმის ახალი აშენებული თეატრები აქვთ, ზოგჯერ მეგონა, მომავალში, უცხოპლანეტელების თეფშში შევდიოდი. რაც შეეხება ჩვენს გასტროლს, ძალიან კარგად ჩაიარა. ჩინელები განსხვავებულად გამოხატავდნენ ემოციებს – ტაშის მაგივრად, ფეხებს აბრახუნებდნენ, უცნაურ ხმებს გამოსცემდნენ. ჩინეთს მოჰყვა კიდევ ერთი შემოთავაზება: დაბრუნება გერმანიაში და იქიდან უკვე გასტროლი იაპონიაში. იაპონიაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. სულ მინდოდა იქ მოხვედრა, რადგან ბევრი მსმენია მათ კულტურაზე, ისტორიაზე. თან, პატრიკი წლების წინ იყო ნამყოფი და დღემდე იაპონიაზე აღფრთოვანებით საუბრობს. სანამ გერმანიაში წამოვიდოდით, 2 თვე გვქონდა და ამიტომ, მე და პატრიკი არ დავბრუნდით სახლში, ნიუ-იორკში. საკუთარ თავს დიდი მოგზურობა მოვუწყვეთ – წავედით ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე. ეს იყო საოცრება. სად არ ვართ ნამყოფი, მაგრამ ჩემი გული ბალიზე დავტოვე. შემდეგ ვიყავით ტაილანდში, იქაც არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. პატარა სპილოებიც კი ვაბანავეთ წყალში. ეს იყო ფანტასტიური შეგრძნება. არ ვიცოდი, ასე მოსიყვარულე, მხიარული და ჭკვიანი ცხოველი თუ იყო სპილო. ისე შემიყვარდა, ლამის ნიუ-იორკში წამოვიყვანე. იქიდან საქართველოშიც მოვასწარით ჩამოსვლა. თან, თებერვალი იყო, ჩემს მეუღლეს თხილამურებზე სრიალი ძალიან უყვარს და გუდაურში წავედით. 2009 წელს პირველად რომ ჩამოვედით, მას შემდეგ ჩემი მეუღლე, მგონი, ჩემზე მეტად ელოდება იმ დროს, როცა ჩამოვალთ. ყველაფერი ძალიან უყვარს: კულტურიდან დაწყებული, ხალხი, ენა, სამზარეულო. როცა აქ არის, ქართულიც კი ესმის. გუდაურის მთებზე გაგიჟდა. მიუხედავად იმისა, რომ ალპებშიც უსრიალია, ამერიკის სხვადასხვა მთის კურორტებზეც, გუდაური ძალიან მოეწონა.
– როგორ ჩაიარა იაპონიის გასტროლმა?
– იაპონიამ ყველა მოლოდინი გამიმართლა. თან, აპრილში ვიყავით, როცა საკურა ყვავის. ულამაზესი იყო. ტოკიო ძალიან საინტერესო ქალაქია – იმდენი რამ ხდება ერთსა და იმავე დროს. რომ დადგე შუა გზაში და გაჩერდე, ისეთი მოძრაობაა, შეიძლება გაგიჟდე. თუმცა, არის ადგილები, სადაც სიმშვიდეს პოულობ. საკმაოდ თავშეკავებულები არიან, მაგრამ, იმავდროულად, ემოციურებიც. შეუძლიათ, ვინმეს ფანატები გახდნენ და მერე მისი დანახვისას ტირიან, საოცარ ემოციებს გამოხატავენ, ასაჩუქრებენ. ტაშს თავშეკავებულად უკრავენ, მაგრამ გრძნობ, რომ ძალიან მოსწონთ და შეიძლება, დიდხანს არ გაგიშვან სცენიდან. შენობიდან გარეთ რომ გამოდიხან, მთელი არმია გელოდება – ფოტოებს იღებენ, ტირიან, საჩუქრებს გიძღვნიან. განსაკუთრებით ჩემს მეუღლზე იყვნენ ახალგაზრდა იაპონელი გოგონები გაგიჟებულები. მასთან ფოტოებს იღებდნენ და რაც მთავარია, მე ვიღებდი. წლების წინ პატრიკი „რივერდანსთან” ერთად იყო იაპონიაში გასტროლზე და ვინც მაშინ მისი ფანატი იყო, ისევ მოდიოდნენ. ფოტოებს ხომ იღებდნენ, ძველ ფოტოებსაც აძლევდნენ. იყო ფანების არმია, ყველა კონცერტზე რომ მოდიოდა, ქალაქიდან-ქალაქში დაგვყვებოდა.
– თავად შოუშიც, ალბათ, ბევრი რამ შეიცვალა, უფრო მეტად გათანამედროვდა.
– კომპანია ცდილობს, ის, რაც იყო ორიგინალი, დარჩეს. თუმცა, დეკორაციები შეცვალეს. ასევე, ნახატების მაგივრად, დიდი ეკრანებია. კოსტიუმებიც ახალი გაკეთდა. ქორეოგრაფია ძირითადად იგივეა, მაგრამ მოძრაობები შეიცვალა. ხელები კიდევ უფრო მეტად გაცოცხლდა, თანამედროვე ნომრებიც დაემატა. რაც შეეხება ჩემს ცეკვას, მე მაქვს ჩემი განხრა – არ ვცეკვავ ირლანდიურ ცეკვებს. მე ვარ როგორც მოწვეული სოლისტი და ვცეკვავ ნეო-კლასიკურ ქონთემფორერს, დუეტს და ასევე, აღმოსავლეთ ევორული ცეკვების ნარევს, რომელსაც ჰქვია „რუსული დერვიში”. თუმცა, რუსული ცეკვა არ არის, შერეულია მოლდოვური, უკრაინული, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ელემენტები. როდესაც 2013 წელს დავბრუნდი „რივერდანსში”. შემომთავაზეს, რომ ვყოფილიყავი „დანცე ჩაპტაინ”, ანუ ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი. ვატარებ რეპეტიციებს. ჩემს პასუხისმგებლობაში შედის, რომ ყველა მოცეკვავე კარგ დონეზე იყოს მომზადებული. ნომრები იყოს იმ დონის, ჩვენს შოუს რომ შეეფერება. შესაბამისად, ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო იყო ის, რომ „რივერდანსში” დავბრუნდი არა მხოლოდ მოცეკვავედ, არამედ ჯგუფის ხელმძღვანელადაც... იაპონიის მერე ისევ დავბრუდნით დუბლინში, რის შემდეგაც შემოგვთავაზეს საკმაოდ ხანგრძლივი გასტროლი უკვე ამერიკაში. რადგან მანამდე არაერთხელ ვიყავი ამერიკაში გასტროლით, მეგონა, უარს ვიტყოდი. მაგრამ, რომ გადმოგზავნეს ქალაქების სია, სადაც გასტროლები გვექნებოდა, მე და ჩემმა მეუღლემ ვეღარ ვთქვით უარი. ასე რომ, „რივერდანსში” დაბუნების შემდეგ, 6-თვიანი გასტროლი 3 წელი გაგრძელდა. ჩვენთვის დიდი პლუსია, რომ მე და ჩემს მეუღლეს შეგვიძლია ერთად ვიყოთ გასტროლზე. არ გვიწევს თვეობით განშორება, ამიტომაც უფრო დავთანხმდით ამ გასტროლებზე.
–  ახლა უკვე საქართველოში ხარ და ქართველი მაყურებელი გაგიცნობს ახალი მეგა-შოუდან – „შენ შეგიძლია ცეკვა”, რომლის ჟიურის წევრიც ხარ.
– ეს ზაფხული დუბლინში გავატარე, სადაც დამიკავშირდნენ საქართველოდან. 16 წელია, ჩვენს ქვეყანაში არ მიმუშავია. ამიტომ, ეს შემოთავაზება ჩემთვის საინტერესო იყო. თავიდან მეგონა, ვერ შევძლებდი, რადგან „რივერდანსმაც” შემოგვთავაზა 2 გასტროლი. მაგრამ, ამერიკის გასტროლის შემდეგ მე და ჩემმა მეუღლემ ისედაც ვთქვით: ძალიან გაგვიტკბა, ეს ბოლოა, უნდა დავბრუნდეთ ნიუ-იორკში და იქ გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება და კარიერაო. მთელი ცხოვრება გასტროლზე ვერ იქნები. ასე რომ,  მორალურად მზად ვიყავი, უარი მეთქვა და იმ დროს საქართველოდანაც წამოვიდა შემოთავაზება. ეს ჩემთვის საინტერესო გამოწვევაა, თან ჩემს მშობლებს, ახლობლებს უნდათ, რომ მნახონ სცენაზე, ტელვიზორში. მთხოვეს: დათანხმდი, ძალიან გვინდაო და ამან კიდევ უფრო გადამაწყვეტინა. მეუღლესაც მოეწონა ეს იდეა, მხარს მიჭერს. თავიდან ცოტა ვინერვიულე, რადგან სცენის აქეთა მხარეს არასდროს ვყოფილვარ. მაგრამ, რადგან ბოლო სამი წელი „რივერდანსში” გავატარე, როგორც ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვმუშაობდი ახალგაზრდა მოცეკვავეებთან, ვაძლევდი მათ შენიშვნებს, ეს ძალიან დამეხმარა. უკვე მიჩვეული ვიყავი შეფასებებს. შენიშვნა არავის სიამოვნებს, ამიტომ უნდა იცოდე, როგორ მიუდგე, რომ მერე შეცდომა გამოასწოროს და გაიზარდოს. ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო შოუ გამოვა.

скачать dle 11.3