კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა პოლიტიკური თემა მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ ხინჩეგაშვილის შეხვედრა და აპირებს თუ არა სპორტსმენი პოლიტიკაში წასვლას

ლადო ხინჩეგაშვილი 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდა. სპორტსმენმა საკუთარი წარმატებით კიდევ ერთხელ გაახარა მთელი ქვეყანა. გარდა ოლიმპიური მედლისა, მისი სპორტული კარიერა არაერთ წარმატებას ითვლის... წინა საარჩევნოდ ლადო ხინჩეგაშვილის სკანდალში გაეხვია. ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე სპორტსმენთან ერთად გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ოდესაში, რთველის დროსაა გადაღებული. ვიდეოს ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ითქვა, რომ ოლიმპიური ჩემპიონი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან ჩავიდა სტუმრად. როგორც გაირკვა, ლადო ხინჩეგაშვილი ოდესის გუბერნატორთან შემთხვევით აღმოჩნდა. ამ და სხვა საინტერესო თემებთან დაკავშირებით ლადო თავად გიამობთ.
– პოპულარობამ შეცვალა შენი ცხოვრება?
– ნაწილობრივ შეიცვალა. უფრო ცნობადი და წარმატებული გავხდი. შეიცვალა ჩემ მიმართ ხალხის დამოკიდებულება. ვინც მიცნობდა, მათთვის ისევ ის ლადო ხინჩეგაშვილი ვარ და განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. უბრალოდ, მათ თვალში ერთი ტიტული მომემატა. ვინც არ მიცნობდა, ბუნებრივია, ჩემ შესახებ  არაფერი იცოდა და ახლა დაინტერესდნენ ჩემი ცხოვრებით, სპორტული კარიერით. ყველასთვის სასიამოვნოა ყურადღება, მათ შორის, მეც მსიამოვნებს, როცა ქუჩაში გავდივარ და  სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ ჩემ მიმართ. არ არის დამღლელი პოპულარობა,  ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა. ამის გარეშე ყოფნას, ასე მირჩევნია.  თუმცა, ყოფილა სიტუაცია, როცა მინდოდა, არ ვყოფილიყავი ცნობილი და ყველას არ დავენახე. მქონია სიტუაცია, როცა  ჩემთვის, წყნარად მინდოდა, დავმჯდარიყავი სადმე. თუმცა, ისეთი პოპულარულიც არ ვარ, რომ მსგავსმა მომენტებმა შემაწუხოს.
– ოლიმპიადაზე გამარჯვებას თუ ელოდი?
– ოთხი წლის განმავლობაში ამისთვის ემზადები და რთულია, ტატამიდან დამარცხებული გამოხვიდე. ბევრ სპორტსმენს თავისი კარიერა ისე დაუმთავრებია, ოლიმპიადაზე ვერც მოხვედრილა. ამ ყველაფერს რომ აცნობიერებ, ორმაგი ფსიქოლოგიური დატვირთვაა. აქედან გამომდინარე, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურადაც მზად უნდა იყო.
– ოლიმპიადის შემდეგ მთელი საქართველო შენზე ალაპარაკდა. რა განცდა გქონდა?
– გახარებული, ამაყი და ბედნიერი ვიყავი, იმავდროულად, კმაყოფილი. ზოგადად, არ ვარ ემოციური და სენტიმენტალური, ამიტომ დიდად ვერ გამოვხატე ის, რასაც ვგრძნობდი და განვიცდიდი. 
– ალბათ, თაყვანისმცემლების რიცხვიც გაიზარდა.
–კი, ეგ ბუნებვრივია. როცა ბევრი გიცნობს, მათ შორის არიან ისეთებიც, შენდამი სიმპათია რომ აქვთ. ბევრი კომპლიმენტიც მიმიღია სოციალურ ქსელში.
– სასიყვარულო შეტყობინებებს გწერენ?
– მთლად ეგრეც არაა. ადამიანთან შეხება რომ არ გაქვს, როგორ უნდა შეგიყვარდეს? ერთი ნახვით სიყვარულის კი არ მჯერა. ერთი ნახვით შეიძლება, უზომო სიმპათიით განეწყო ვინმეს მიმართ და ხიბლშიც კი ჩავარდე, მაგრამ სიყვარულით, არა მგონია, შეგიყვარდეს.   მარტო ლამაზი თვალების გამო, ხომ არ უნდა შეგიყვარდეს ადამიანი (იცინის). მე ასე მიმაჩნია, თუმცა ყველა ინდივიდუალურია.
– შეყვარებული არ გყავს?
– არა, მართლა არ მყავს. რომ მყავდეს და ეს წაიკითხოს, რა პასუხს გავცემ, ხომ ეწყინება? (იცინის) ჯერ არ მეჩქარება. ვინმესთან ოფიციალური ურთიერთობა რომ მქონდეს და შეყვარებულის სტატუსი მივანიჭო, ეგეთი არავინ მყავს.
– არასოდეს გყვარებია? ქორწინებაზე არ გიფიქრია?
– კი, როგორ არა, მქონია ურთიერთობა. შეიძლება, ცოლად მოყვანაც გამიფიქრია, მაგრამ სერიოზულად არა.  ათასი ფიქრი მოდის ადამიანს თავში, მაგრამ ყველას ხომ არ ახორციელებს?!
– როგორი გოგონები მოგწონს? რას ანიჭებ უპირატესობას?
– ვიზუალსაც აქვს პირველი ეფექტი, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გოგოს საქციელსა და თვისებებს ვაქცევ ყურადღებას. ზოგადად, ადამიანობით და შინაგანი თვისებებით უფრო ვიხიბლები, ვიდრე გარეგანით. შესაბამისად, ჩემთვის ადამიანობა უფრო ღირებულია, ვიდრე ფიზიკურობა. რაც შეეხება იმას, თუ როგორი უნდა იყოს, კონკრეტული კრიტერიუმები არ მაქვს. თუ გოგო ლამაზია, არ აქვს მნიშვნელობა, ქერა იქნება თუ შავგვრემანი (იცინის). თუმცა, შავგვრემნები უფრო მომწონს, ვიდრე ქერები. ალბათ, იმიტომ რომ, საქართველოში უფრო შავგვრემანი გოგონები არიან.
– თუ ემხრობი სპორტსმენების პოლიტიკაში წასვლას?
– ძალიან შორს ვარ პოლიტიკისგან. როცა მოქმედი სპრტსმენია, არ არის მისაღები, პოლიტიკაში იყოს. მაგრამ, როცა სპორტს თავს ანებებს, ეს ჩვეულებრივი მომენტია. სპორტი ხომ დროებითია, მას შემდეგ რაღაცით ხომ უნდა დაკავდე?! შესაბამისად, ზოგი ირჩევს პოლიტიკას, ზოგი კიდევ სულ სხვა სფეროს. ჩემთვის ეს ყოველივე მისაღებია. წარმატებული სპორტსმენები ლიდერები არიან და ბევრი კარგი თვისება აქვთ. თუ შეუძლიათ თავისი ქვეყანა სპორტით ასახელონ, ასევე, თავისუფლად აქვთ იმის უნარი, სხვა სფეროშიც წარმოაჩინონ სამშობლო. თუმცა, ბრმად პოლიტიკოსობა არ შეიძლება, აუცილებელია, შესაბამისი განათლების მიღება.
– როდესაც აქტიურ სპორტს თავს გაანებებ, შესაძლებელია, შენც გახდე პოლიტიკოსი?
– ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ არ გამოვრიცხავ. სიმართლე გითხრა, ეს სფერო არ მაინეტრესებს.
– მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რეალურად რა მოხდა?
–  არაფერი არ მომხდარა, უბრალოდ, რაღაც ნაწილმა ცუდად გაიგო ეს ყოველივე.  ადამიანი ყოველთვის იმას ხედავს, რისი დანახვაც უნდა. შესაბამისად, ორ ჯგუფად გაიყო ხალხი, ერთმა ტრაგედიად აქცია ეს ფაქტი და მეორემ დადებითად აღიქვა. ვინც ცუდად გაიგო ჩემი ოდესაში ჩასვლა, ეს მათი პრობლემაა. აქ არაფერი იყო პოლიტიკური. ნუ შეხედავდნენ ამ თემას, როგორც პოლიტიურს და მიეღოთ ისე, როგორც ჩვეულებრივი ამბავი. ჩავედი  უცხოეთის ერთ–ერთ ქალაქში და შემთხვევით ვნახე მათი გუბერნატორი. ეს იყო და მორჩა. ხალხმა გაართულა ეს ამბავი.
– როგორც ამბობდნენ, მიხეილ სააკაშვილმა მის სასარგებლოდ გამოიყენა ეს შეხვედრა. ამაზე რას იტყვი?
– მსგავსი არაფერი ყოფილა. ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ რაიმე გამოიყენა. უბრალოდ, ეს ამბავი იმ ხალხის კატეგორიამ გააბუქა, ვინც ნეგატიურად მიიღო. სიმართლე კი ასეთია: ვიყავი უკრაინაში, კერძოდ კიევში, მერე წავედი ოდესაში, რადგან ეს ქალაქი არ მქონდა ნანახი. თან, ერთ-ერთი დიდი კლუბის გახსნას დავესწარი. მიხეილ სააკაშვილმა გაიგო ჩემი იქ ყოფნა, მოვიდა და პატივისცემა გამოხატა ჩემ მიმართ. ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. საღად მოაზროვნე ყველა ადამიანი ამას ჩვეულებრივად მიიღებდა.
– ამ ამბავამდე გქონდა ურთიერთობა მასთან?
– 2012 წელს, ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხილი რომ ავიღე, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო და მაშინ მომიწია მასთან შეხვედრა. ზოგადად, როცა წარმატებული სპორტსმენი ხარ, ყოველთვის გაქვს ქვეყნის პრეზიდენტთან შეხება. ეს არის ჩვეულებრივი მომენტი და ამას ვერ ხვდება ხალხი. ვინც ამას ვერ ხვდება, იმათთვის არაფრის ახსნას არ ვაპირებ.
– გაგაღიზიანა კომენტარებმა, რომელიც ამ ამბავს მოჰყვა?
– კომენტარებმა – არა. სიმართლე გითხრა, არც წამიკითხავს. რა აზრი ჰქონდა?! ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს, რაც ხდებოდა. გამაღიზიანა იმან, რომ ჩემმა ახლობლებმა განიცადეს ეს ყოველივე.
– ახსენე, რომ ოდესაში კლუბის გახსნაზე იყავი. ღამის ცხოვრება მოგწონს?
– არა, საერთოდ არ მხიბლავს კლუბები. ეს ღამის კლუბი არ იყო. უფრო მომწონს ლაუნჯის ტიპის ადგილები, ისეთები, სადაც სიწყნარეა.
– ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ ექსკლუზიური სამოსის შექმნა გინდა. მოდის სფეროში კარგად ერკვევი?
– არა, ეგ ამბიცია არ მაქვს. უბრალოდ, სურვილი მაქვს, შევიკერო ტანსაცმელი. შეიძლება, რომელიმე დიზაინერის სამოსი მომეწონოს და მას შევაკერინო რაიმე. რაც შეეხება მოდას, არ ვესწრები მოდის ჩვენებებს. თუმცა, გულგრილი არ ვარ ამ სფეროს მიმართ – მაინტერესებს.

скачать dle 11.3