დაიკელით 3 კილოგრამი 3 დღეში და გაიწმინდეთ ორგანიზმი მავნე ნივთიერებებისგან #43
ეს დიეტა მათთვისაა, ვისაც სურს, სწრაფად, მოკლე დროში მოიშოროს ჭარბი წონა. შეგიძლიათ, დალიოთ მინერალური წყალი, მცენარეული ან ხილის ჩაი ნებისმიერ დროს, შაქრის გარეშე. ინგრედიენტების პოვნა და მომზადების პროცესი საკმაოდ ადვილია. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დიეტა არ უზრუნველყოფს ორგანიზმისთვის ბევრი სასარგებლო ნივთიერების მიწოდებას. ის რეკომენდებული არ არის გრძელვადიან პერიოდზე. თუ გადაწყვეტთ და დაიწყებთ, 3 დღის შემდეგ, შედეგს აუცილებლად დაინახავთ. კარგია, თუ ცოტა ფიზიკურ ვარჯიშსაც დაუმატებთ.
პირველი დღე
ორგანიზმის გაწმენდა
საუზმე: შეურიეთ ერთმანეთს 1/3 ჭიქა ვაშლის წვენი, ნახევარი ბანანი, კივი, ქლიავი და მიირთვით.
ლანჩი: დიდი ჭიქით ბულიონს დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ახლად გამოწურული ჯინჯერის წვენი და მიირთვით. შეგიძლიათ დალიოთ ჩაი ან იოგურტი ნახევარი ბანანითა და მსხლით.
სადილი: 2 ჭიქა პომიდვრისა და ლიმონის წვენი, მარილითა და მწვანილით შეზავებული.
მეორე დღე
ორგანიზმის შემსუბუქება
საუზმე: იოგურტში შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, ნახევარი ბანანი, ქლიავი და ვაშლი.
ლანჩი: წიწაკა, ყაბაყი, სტაფილო და ვაშლი იოგურტის სოუსში აურიეთ და მიირთვით. შეგიძლიათ, დალიოთ ჩაი და ჭამოთ 1 ვაშლი.
სადილი: ნიახურისა და წიწაკის სალათა იოგურტის სოუსით.
მესამე დღე
ორგანიზმის შვება
საუზმე: მიირთვით ვაშლის, მსხლის, ქლიავისა და ნახევარი ბანანის სალათა 1 ჩაის კოვზი იოგურტით.
ლანჩი: ბროკოლის სუპი მწვანილით და ერთი სუფრის კოვზი პასტა. შეგიძლიათ დალიოთ ჩაი ან ვაშლისა და ფორთოხლის წვენი.
სადილი: ცოცხალი ბოსტნეულის სალათა, ზეითუნის ზეთისა და ლიმონის წვენის სოუსით.