კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

შვილის შეყვარებულმა ჩემში მიძინებული ვნება და მოსიყვარულე ქალი გააღვიძა
რთულია, როცა საკუთარ გრძნობებზე ვერავის უყვები და გიწევს ჩუმად, მალულად, გულში ჩაიკლა სიყვარული. ვიცი, ვინც ჩემს ამბავს წაიკითხავს, მკაცრად განმსჯის და გამკიცხავს. მაგრამ, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდით, ვერასდროს მიხვდებით, რას ვგრძნობ, როგორ ვიტანჯები და იმავდროულად, გულის სიღრმეში, მაინც ბედნიერი ვარ. 17 წლის ვიყავი, როცა მომიტაცეს და უსიყვარულოდ, იძულებით შევქმენი ოჯახი. ჩემი ქმარი ძალიან ეჭვიანი იყო, ხშირად მცემდა და მამცირებდა. დიდხანს ვუძლებდი ამას. ერთადერთი ქალიშვილის გამო, არ მინდოდა ოჯახის დანგრევა. ერთ დღეს ძალიან ნასვამი მოვიდა და უმიზეზოდ მცემა. ბავშვს შევეცოდე და ჩამეხუტა. ისე იყო გონებადაკარგული და გადამთვრალი, ვერ მოზომა და ბავშვიც საშინლად ცემა. ეს ვეღარ ავიტანე და გადავწყვიტე, მარტო მეცხოვრა. ცხოვრება მშვენივრად ავიწყვე. ჩემი გოგონაც გავზარდე და თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, სანამ ერთ დღესაც, ლიზიმ არ მითხრა,  ჩემზე ათი წლით უფროსი შეყვარებული მყავსო. ჩვენი განვლილი ცხოვრების გამო, ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. სადმე თუ მივდიოდით, ყველა გვეკითხებოდა, როგორ ჰგავხართ ერთმანეთს, დები ხართო?.. მოკლედ, ვთხოვე, ვახშამზე დაეპატიჟებინა მისი რჩეული. მინდოდა, გამეცნო და გამეგო, როგორი ბიჭი იყო. საღამოს, ყველაფერი რომ გავამზადეთ, დათოც მოვიდა. მისი დანახვისთანავე, გულმა განსხვავებულად დაიწყო ფეთქვა. ვაკვირდებოდი და ვხვდებოდი, ძალიან მომწონდა. 15 წლის განმავლობაში მამაკაცი ჩემთვის არ არსებობდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ დათომ შეძლო და ჩემში მიძინებული ვნება, მოსიყვარულე ქალი გააღვიძა. თავს ვუბრაზდებოდი, მაინცდამაინც ჩემი ქალიშვილის რჩეული რატომ აირჩია ჩემმა გულმა-მეთქი. ვგრძნობდი, თავს ვერ ვაკონტროლებდი. დათო ხშირად მოდიოდა ჩვენთან და დღითი დღე უფრო მეტად მიყვარდებოდა და შვილზე ვეჭვიანობდი. რასაკვირველია, ამას არ ვიმჩნევდი. ერთ დღეს, ლიზი სახლში თვალცრემლიანი მოვიდა. ვკითხე, რა გჭირს, ვინ გაწყენინა-მეთქი. მიპასუხა, დათო დამშორდაო. დავამშვიდე, ვუთხარი, მე ჩავერევი და აუცილებლად შეგარიგებთ-მეთქი. უარი არ უთქვამს, თვალები გაუბრწყინდა და ჩამეხუტა. მოკლედ, დავურეკე დათოს და შეხვედრა ვთხოვე. სახლთან ახლოს, სკვერში შევხვდი და პირდაპირ ვკითხე, რატომ ტკენ ლიზის გულს, ხომ იცი, ის რა ძვირფასია ჩემთვის და ვერ ავიტან მის გულისტკენას-მეთქი. არც კი დამასრულებინა ლაპარაკი, ისე მომახალა: იმიტომ ვშორდები, რომ შენ  მიყვარხარო. გავშრი, ვერაფერი ვუთხარი, თითქოს დავმუნჯდი. დათო კი  ფეხზე წამოდგა, მომიახლოვდა და მაკოცა. ამან სულ დამაბნია. თითქოს დედამიწას მოვწყდი, ირგვლივ ყველაფერი გაფერადდა.  არ გავძალიანებივარ, გავთამამდი და ვუთხარი ის, რასაც ვფიქრობდი მასზე – გამოვუტყდი სიყვარულში. რა ვქნა, ვერ გავუმკლავდი გრძნობას და იმ სიყვარულს, რაც დათომ ჩემში გააღვიძა. დამიჯერეთ, როგორც ქალი, მკვდარი ვიყავი, ყოველგვარი რომანტიკისა და სასიყვარულო ვნებისგან გამოფიტული. დათომ კი ეს ყველაფერი ჩემში ერთი ნახვით გააცოცხლა. რასაკვირველია, ლიზიმ ამის შესახებ არაფერი იცის. უბრალოდ, იმით ვამშვიდებ, შენსა და დათოს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო და ამიტომაც მოხდა ასე-მეთქი. არც კი ვიცი, რა მოხდება, ჩემი და დათოს შეხვედრების შესახებ რომ გაიგოს. ხანდახან ვფიქრობ, შვილს ხომ არ ვუნგრევ ცხოვრებას და ჩემსას ვიწყობ-მეთქი. მაგრამ, მეორე წუთში თავს ვიმშვიდებ – მათ შორის ათწლიანი სხვაობა იყო, ლიზი კი ლამაზი და ჭკვიანი გოგოა, მთელი ცხოვრება წინ აქვს და აუცილებლად იპოვის საყვარელ მამაკაცს-მეთქი. როგორც დედა, ვგიჟდები ლიზიზე, ხოლო როგორც ქალს, მიყვარს დათო. ვიცი, ბევრი გამაკრიტიკებს, შენ როგორი დედა ხარო, მაგრამ მოდი, ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ და ისე განვსაჯოთ სხვისი ცხოვრება.
ფიქრია, 36 წლის

скачать dle 11.3