კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახლში მნიშვნელოვანია სწორედ ის ზონა, რომელიც შეესაბამება პატრონის ზოდიაქოს ნიშანს

საცხოვრებელში ყოველ ზონას კონკრეტული ზოდიაქოს ნიშანი მფარველობს. თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ის ზონა, რომელიც მის ზოდიაქოს ნიშანს შეესაბამება. სწორედ ის ადგილი უნდა მოაწყოთ განსაკუთრებული ყურადღებით, რომ ბინაში სიმყუდროვე და სიმშვიდე შეიგრძნოთ. ასევე, თითოეული ნიშანი მფარველობს არა მხოლოდ თავისივე ნიშნით დაბადებულებს, არამედ მისი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსაც. აქედან გამომდინარე, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანს რა ადგილი უჭირავს საცხოვრებელში.
ვერძის ნიშანს ეკუთვნის კარი, ჭიშკარი და დერეფანი. თუ ვერძის ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული, ეცადეთ, გაალამაზოთ შემოსასვლელი, მოაწყოთ ჰოლი და უფრო მოხერხებული და კომფორტული გახადოთ.
სასადილო ოთახი კუროს მფარველობის ქვეშ იმყოფება. ამიტომ, ეს ზონა მუდამ მოწესრიგებული, გალამაზებული და გემოვნებით მოწყობილი უნდა იყოს, თუ გსურთ, რომ თქვენს ოჯახს არასდროს მოაკლდეს ბარაქა და დოვლათი.
ტყუპების სამფლობელო სასტუმრო ოთახია, ამიტომ, მეტი დრო მათ სწორედ ამ ზონაში უნდა დაყონ. სასარგებლოა იქ ყოფნა იმ შემთხვევაშიც, თუ  გრძნობთ, რომ ვერ იღებთ საჭირო ინფორმაციას.
კირჩხიბი სააბაზანოს მფარველობს. ამიტომ, თუ ოჯახის გაძლიერებაზე ზრუნავთ, განსაკუთრებული ყურადღება სააბაზანოს მიაქციეთ. დააწყვეთ იქ ლამაზი და ძვირად ღირებული კოსმეტიკა, სურნელოვანი სითხეები და სანთლები. დადგით როგორც ხელოვნური, ასევე, ბუნებრივი მცენარეები.
ლომი დასვენების, გართობისა და ბავშვის ოთახს განაგებს. ამ ნიშნით დაბადებულებს უყვართ გარშემო მყოფთა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ისწრაფვიან ძალაუფლებისკენ. სახლში კი, მუდამ სისუფთავესა და სასიამოვნო გარემოს ითხოვენ. აუცილებელია, მათთვის სახლში დასვენება.
ქალწული სამზარეულოს კურირებს. მეტი დრო დაჰყავით ამ ზონაში და გამოავლინეთ თქვენი კულინარიული ფანტაზიები. ასეთი ქცევით თქვენი ცხოვრებიდან გაქრება ზედმეტი გაუგებრობა, ფორიაქი და მღელვარება.
სასწორებმა, ისევე, როგორც ყველამ, ვინც მოკლებულია სულიერ წონასწორობას, უნდა იზრუნონ, მთელ სახლში სიმყუდროვე და კომფორტი სუფევდეს.
მორიელის ზოდიაქოს ნიშანი საპირფარეშოს კურირებს. საპირფარეშოში სისუფთავე და წესრიგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ნიშნით დაბადებულებისთვის, მით უმეტეს, თუ ისინი შემოქმედებითი პროფესიის ადამიანები არიან.
მშვილდოსანი ბუნებრივ ცეცხლს საჭიროებს. ამიტომ, თუ ბინაში ბუხრის გაკეთება არ ხერხდება, აუცილებლად გამოჰყავით ადგილი, სადაც სანთლებს დაანთებთ. ეს დაგეხმარებათ სამყაროს ადვილად შეცნობაში, ადამიანებთან კონტაქტის დამყარებასა და პრობლემების ადვილად დაძლევაში.
თხის რქის ზონაა ბინის კიბე. კიბის არქონის შემთხვევაში, სასურველია, ამ ნიშნით დაბადებულებმა შვედური კედელი დაამონტაჟონ. ამით, ისინი, გარდა სასიცოცხლო ენერგიით დამუხტვისა, კარიერაშიც ადვილად მიაღწევენ წარმატებებს და სოციალურადაც უზრუნველყოფილები იქნებიან.
მერწყულისთვის მნიშვნელოვანია ბინაში თანამედროვე ტექნიკით დატვირთული ზონა. თუ გსურთ ნათელი მომავლის დაპროგრამება, სახლში გადაანაწილეთ კომპიუტერი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მუსიკალური ცენტრები და ასე შემდეგ.
თევზებმა მეტი დრო უნდა დაჰყონ წყალთან. შეგიძლიათ, ბინაში პატარა, ხელოვნური შადრევნები დადგათ ან აკვარიუმი იქონიოთ. თევზების ნიშანი, ასევე, კურირებს საოჯახო კინოთეატრს. ამიტომ, ეცადეთ, მყუდრო ადგილი შეარჩიოთ, სადაც ოჯახის წევრები, სასიამოვნო სიტუაციაში ერთად უყურებთ სასიამოვნო ჟანრის ფილმებს.

скачать dle 11.3