კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არ უნდა ვენდოთ საკუთარ თავს და რატომ არსებობენ ეკლესიებში პატარ-პატარა სექტები

„საკმაოდ საინტერესოა სახარების ის ადგილი, სადაც ქანაანელი დედა ევედრება განკაცებულ ღმერთს შვილის განკურნებას. უჩვეულოა მაცხოვრის მხრიდან ასეთი პასუხი: მე მოვედი ისრაელის დაღუპული ძეების გადასარჩენად და შენ მთხოვ წარმართების განკურნებას და გადარჩენასო. ქანაანელმა წარმართმა ქალმა მას ასეთი საინტერესო რამ უთხრა: განა ძაღლები არ მიირთმევენ შვილების სუფრიდან გადმოყრილ ნამცეცებს? – ეს არის თავმდაბლობის, უღირსების სიმბოლო“. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).

 – ხშირად მორწმუნე ადამიანებს უფრო მეტი განსაცდელი აქვთ. ზოგი ამას უძლებს, მტკიცე რწმენით უდგება, ზოგი – პირიქით, უფრო მეტ განსაცდელში ვარდება და ვერ ერევა როგორც საკუთარ თავს, ასევე, პრობლემებსა და განსაცდელებს.
– მაცხოვარი ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში გვაფრთხილებს: წუთისოფელში ჭირი გექნებათ, მაგრამ მე ვძლიე წუთისოფელს. ეს არის ყველაზე ნათელი განმარტება მაცხოვრის მხრიდან, თუ რა გველოდება. ჩვენ გვყავს ქრისტე, მაცხოვარი, მესია, რომელმაც გაგვაფრთხილა, რომ წუთისოფელში გვექნება ჭირი. არ იქნებით გალაღებულები, ბედნიერები, მაგრამ ნუ გეშინიათ, მე ვიქნები თქვენთან, რადგან მე ვძლიე წუთისოფელს. მაცხოვარი არის მძლეველი ამსოფლის. ანუ, ჩვენი რწმენა, რომელიც ქრისტეშია, უნდა იყოს მძლეველი განსაცდელების. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი ეხება მართლმადიდებელ ქრისტიანებს და არა იმათ, ვინც დიდი ხანია, ეკლესიაში არ დადის – ნელ-თბილია, გულგრილია, ხან აქეთ არის, ხან – იქით და  მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ეკლესიური ცხოვრება. ქანაანელი ქალი ისე კი არ ევედრება, როგორც ჩვენ – მე ქართველი ვარ, მართლმადიდებელი, ამდენი ხანია ეკლესიაში დავდივარ, რატომ არ ვარ ბედნიერი, გახარებული, ჯანმრთელი? არა, ეუბნება: უღირსი ვარ, ცოდვილიო. ასე უნდა ვითხოვოთ ქართველებმა განკურნება, წყალობა, სიკეთე და არა ქედმაღლურად, როგორც გვიყვარს ხოლმე. არამედ ვთქვათ, რომ უღირსები ვართ, უგუნურები. უფალო, ამდენი ხანია, მართლმადიდებლები ვართ და არანაირი ღვაწლი ჩვენ არ გაგვაჩნია. ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა ვილოცოთ, ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს. დარწმუნებულობა საკუთარ თავში, ეს არის ხიბლის ნიშანი, როდესაც ადამიანს არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ, რასაც გააკეთებს ხვალ, ზეგ, ყველაფერი კარგად იქნება. კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ მოიქცეს ადამიანი განსაცდელებისას. ადამიანების ნუ შეგეშინდებათ, რადგან ბოროტებაა მთავარი, რომელიც მათგან, მათი დახმარებით მოდის, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს ჰაერში გამეფებულ არაწმიდა სულთან. ყველამ უნდა იცოდეს და საკუთარი აღიაროს, რომ ეს განსაცდელი ცოდვების გამო გვეწვია. ანუ, ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობამდე ჩვენი ცოდვების გამო მივიდა. ყველაფერი ჩვენი ცოდვებიდან, არასწორი არჩევნიდან, იდიოლოგიიდან მომდინარეობს. ერთეული ადამიანები გავხადეთ ღმერთად. რაც მთავარია, განსაცდელის ჟამს ქრისტიანი შიშმა არ უნდა მოიცვას. არაფრის არ უნდა შეგეშინდეთ. როცა ღმერთი შენთანაა, რას გიზამს კაცი? რაც მთავარია, შიშის გამო არაფერი არ უნდა გააკეთოთ – ვაიმე, ამას თუ არ გავაკეთებ, მაშინ ასე და ისე იქნება. ადამიანს უნდა ჰქონდეს მხოლოდ შიში ღვთისა და ეშმაკი გაიქცევა თქვენგან. იმის კი არ უნდა გეშინოდეს, რა მოხდება ხვალ, ზეგ, არამედ იმისა, რომ ღმერთმა არ მიგატოვოს, ან შენ არ მიატოვო ის. სასოება არ უნდა წარიკვეთოთ. ანუ, იმედი არ გადაიწუროთ, არ დაკარგოთ, არ თქვათ: ვაიმე, რა გვეშველება, ვაიმე, რა იქნება, ხვალ რა დღეში ვიქნებითო. თუ იმედიანები იქნებით, რწმენაში, სიყვარულში, განსაცდელებს დაამარილებთ. დამარილებული კი, არ გაიხრწნება და ცუდიც არაფერი მოხდება. არასდროს თქვათ: ეს მე არ მეხება: მე რა უნდა გავაკეთოო. იყავით იმედიანები და იმედი ღვთისა არ არის არასდროს შემარცხვენელი. არ უნდა დაიწყოთ წუხილი, წუწუნი, რასაც ბევრი აკეთებს განსაცდელის ჟამს. იმედს კარგავს და დაჩიავებულ მდგომარეობაშია: დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ მაინც არაფერი მშველის, იქნებ იქ მივიდე და იქ მაინც მეშველოსო. წუწუნი და წუხილი არ უხდება ქრისტიანს. როდესაც ჭეშმარიტი სარწმუნოება გაქვს, გყავს მაცხოვარი, ხარ ეკლესიის წევრი, რატომ წუწუნებ? ესე იგი, ღმერთი ბოროტია, ღმერთმა ჩაგაყენა ამ მდგომარეობაში? არა, ეს არის შენი ცოდვებიდან გამომდინარე და თუ რამე წუხილი და წუწუნია შენში, საკუთარ თავს დააბრალე და დამშვიდდები. ყველა განსაცდელი მოთმინებით უნდა გადავიტანოთ, რადგან, თუ არ მოითმენ, მაშინ წააგებ. მოითმინე  და მოიგებ, მოითმინე და გადარჩები, მოითმინე და ღმერთი მოვა შენთან. დაბოლოს – მადლობა შევწიროთ ღმერთს. ხარ განსაცდელში? – მაინც მადლობა უთხარი ღმერთს იმისთვის, რომ პირში სული გიდგას; მადლობა იმისთვის, რომ მომავალში სწორი, მართებული არჩევანი მიიღო. საკუთარ თავს არ უნდა ენდოთ, რადგან ჩვენი ცნობიერება დაცემულია, ამიტომ, შეიძლება, ჩვენი არჩევანი არასწორი იყოს. აქედან გამომდინარე, მივენდოთ უფალს, ეკლესიას, გავაკეთოთ არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის – ორ ბოროტებას შორის, თუ პატარა ბოროტებას ავირჩევთ, პატარა მერე დიდი გახდება.
– ადამიანები განსაცდელების დროს უფრო მეტად ვარდებიან ბრმა მდგომარეობაში. ხშირად ვერაფერს ხედავენ, არ ესმით, არ სურთ გაიგონ. როგორ უნდა დაუბრუნდეს ასეთ დროს ის სულიერ ცხოვრებას, მიიღოს, დაიბრუნოს სულიერი მადლი?
– თუ გვინდა, რომ თვალები აგვეხილოს, ლოცვით, მარხვით, აღსარებითა და ზიარებით უნდა მივიღოთ მადლი. თუ მივიღებთ მადლს, მაშინ უნდა გაგვაჩნდეს სამი ხედვა: 1. ღვთაებრივი სამყაროს ხილვა. რა თქმა უნდა, ამაში არ უნდა წარმოვიდგინოთ ანგელოზების გალობა, წმიდანების გვერდზე ყოფნა – ეს ხიბლის მდგომარეობაა, ამიტომაც დაბრკოლდა ძალიან ბევრი ადამიანი. მათ შორის სასულიერო პირებიც, როდესაც ისინი კითხულობდნენ კვერექსს, სახარებას, თავი წარმოედგინათ სამარიაში, ნაზარეთში, ზოგს სამოთხეში – ეს უკვე ხიბლია. სამყაროს წარმოდგენა არ არის ხილული, არ უნდა წარმოიდგინოს ადამიანმა, რომ მის გვერდით პავლე მოციქული დგას ან იოანე ოქროპირი. პირიქით, უნდა წარმოიდგინოთ, რომ ყველაფერი ხილული და უხილავი, რაც კი არსებობს, შექმნილია ღმერთის მიერ. ჩვენ ღმერთი არ გვინახავს, მაგრამ, როცა ვხედავთ მზის ამოსვლას, სუფთა ჰაერს ვსუნთქვათ, ერთმანეთი გვიყვარს, ეს ნიშნავს, რომ ღვთაებრივ სამყაროს ვხედავთ. თუ შენ ხედავ ღვთაებრივ სამყაროს, მეორე, რაც უნდა დაინახო, ეს არის – შენი შინაგანი მდგომარეობა. უნდა მიხვდე, რომ შენ ამ ღვთაებრივი სამყაროს ერთ-ერთი ნაწილი ხარ. ამიტომ, ყველამ საკუთარ თავში უნდა დაინახოს ცოდვილი ადამიანი, რადგან ჩვენშიც არის ის ცოდვები, რაც სხვაში არ მოგვწონს. იგივე მრუშობა, მამათმავლობა, ყველა ცოდვა, შეიძლება იყოს ყველა ადამიანში. ასე რომ, სხვების განკითხვას, ჯობია, საკუთარი თავი, საკუთარი შინაგანი მდგომარეობა დავინახოთ. სხვების სულში ხელების ფათურს, უმჯობესია, საკუთარ სულში ვაფათუროთ და აუცილებლად დავინახავთ სიბნელეს, როცა ჩვენ გარშემო არსებული გარემო უნდა დავინახოთ. შენ საზოგადოებრივი არსება ხარ, ამიტომ შენი მოყვასი უნდა გიყვარდეს. ხანდახან უნდა გაჩერდე და შენს სულიერ ძმას, დას ჰკითხო: რატომ გამოიყურები ასე, რატომ გაქვს თვალები ნამტირალევი, რატომ ხარ ასეთი გამხდარი ან მსუქანი? უნდა გაწუხებდეს შენ გარშემო მყოფი ადამიანების სატკივარი. თუ ეკლესიაში მოდიხარ, ეზიარები და გარბიხარ, არავის აქცევ ყურადღებას, ესე იგი, ეგოისტი ხარ და მადლს ვერ მიიღებ. ხშირად, სხვა ეკლესიაში რომ მიხვალ, თავი უცხო გგონია, რადგან ზედ არავინ გიყურებს, არ გესალმებიან, არ გაგიცინებენ. ეს უკვე სექტაა. გეუბნებიან: საიდან ხარ, აქ რატომ მოხვედი, იმის მაგივრად, რომ გითხრან: რა კარგია, რომ მოხვედი. როგორც კი დაინახავ უცხოს, გაჭირვებული იქნება ის თუ მდიდარი, ყველას ერთნაირად უნდა მოეფერო.

скачать dle 11.3