კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ჩემი პირადი პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა მოძღვარს ვკითხე რჩევა. მათ ერთმანეთისგან განსხვავებული რჩევები მომცეს. რამდენად კანონზომიერია ეს?
პასუხი: ეს კანონზომიერია, რადგან შესაძლოა, სხვადასხვა მოძღვარმა ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა რჩევა მოგცეთ, მაგრამ ჭეშმარიტებასთან ყველა მიგიყვანთ, ისევე, როგორც ექიმები მკურნალობენ სხვადასხვა მეთოდით პაციენტს, მაგრამ ყოველი მათგანის საბოლოო მიზანი პაციენტის გამოჯანმრთელებაა.
კითხვა: ჩემი მოძღვარი სხვა ეკლესიაში გადაიყვანეს, რომელიც ჩემი სახლიდან საკმაოდ შორს არის. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ სიარულს ვერ ვახერხებ. შეიძლება თუ არა, აღსარება სხვა მოძღვარს ჩავაბარო?
პასუხი: აიღეთ კურთხევა თქვენი მოძღვრისგან და შემდეგ მიბრძანდით სხვა მოძღვართან. ამ მხრივ დაბრკოლება არ გექნებათ.
კითხვა: როგორ გადავეჩვიო წყენის გულში ჩადებას? გულში ჩარჩენილი ეს გრძნობა ტრავმას მაყენებს მეც და ჩემ გარშემო მყოფ ადამიანებსაც.
პასუხი: უფალს არ უყვარს ქედმაღალი, მრისხანე გულისა და ბოროტი მეხსიერების ადამიანები. მრავალი ქრისტიანული სათნოებით რომ იყოს შემკული პიროვნება და ბოროტი მეხსიერება ჰქონდეს, ყველაფერი მისგან ქმნილი ამაო და უნაყოფოა.
კითხვა: რატომ ითვლება აზარტული თამაშები ცოდვად?
პასუხი: აზარტული თამაშები საკმაოდ მძიმე ცოდვაა, რადგან მის ხაფანგში გაბმული ადამიანი კარგავს უმთავრეს საუნჯეს – რაც არის მისი ნების თავისუფლება და ის აზარტის ვნებას ემონება.
კითხვა: რა არის ცოდვა ეკლესიის შეფასებით?
პასუხი: ღვთის საწინააღმდეგო ყოველგვარი მოქმედება, რაც აზიანებს ადამიანს და ადამიანურ ურთიერთობებს არის ცოდვა.

скачать dle 11.3