კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

შრომა და ლოცვა
ერთხელ ანტონი დიდი მიეცა მოწყინებასა და ცუდ გულისთქმას, მაგრამ თავისი მდგომარეობის მალევე შეეშინდა და შეევედრა ღმერთს: „უფალო, მინდა ვცხონდე, მაგრამ არ ვიცი, რამ გამიტაცა; მიჩვენე საშუალება, რომ წინ აღვუდგე ამ ბოროტ გულისთქმას. მასწავლე, რა მაცხოვნებს“. ცოტა ხნის შემდეგ წმიდა ანტონი გამოვიდა სენაკიდან და დაინახა უცნობი კაცი, რომელიც იჯდა და გოდორს წნავდა, შემდგომ ადგა და ილოცა; მერე დაჯდა და თავის საქმეს შეუდგა. შემდგომ, კიდევ ადგა და დაიწყო ლოცვა... ეს იყო ღვთისგან მოვლენილი ანგელოზი ანტონის გასაფრთხილებლად და გამოსასწორებლად. ანგელოზმა უთხრა ანტონს, რომელიც უყურებდა მის შრომას და ლოცვას: „ეგრე მოიქეცი და ცხონდები“. ღირსი ანტონი, ამ სიტყვების გამგონი, აღივსო სიხარულით და იმედით; იმ დროიდან ისე იქცეოდა, როგორი მაგალითიც ანგელოზმა უჩვენა. კაცო, რა წოდებისაც არ უნდა იყო, რა მდგომარეობაშიც უნდა იყო, ილოცე მუდამ შენი სულის საცხოვნებლად და იშრომე შენდა და სხვათა სასარგებლოდ. ლოცვა და შრომა საზიაროდ ერთი მეორეს აძლიერებს. ლოცვა იძლევა ძალას შრომის ასატანად, რომლისთვისაც ყოველი კაცი იშვების; ხოლო შრომა გაფანტავს მავნე და ბოროტ გულისთქმას, განუმზადებს გულს და გონებას სალოცავად განკრძალულ მყუდროებას და მომეტებულ ყურადღებას. ისინი ერთი მეორეს ეხმარებიან, თითქოს ასვენებენ და ნეტარ არს ის კაცი, რომლის გულშიც ეს წესი არ დაირღვევა.
„ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ; ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“ (მათ. 7,7; ლუკ. II, 9). „ამან გლახაკმან ხმა ჰყო და უფალმან ისმინა მისი, და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი. დაიბანაკებს ანგელოსი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა, და იხსნეს იგინი“ (ფსალ. 3, 6-7).

მოწყალება მოწყალებისგან
ღირს ზინონს, წმიდა ბასილი დიდის მოწაფეს, რომელიც ორმოც წელიწადს ღვთივ საამურად ატარებდა დროს მარხულობაში, პირველად არავისგან არაფრის მიღება არ სურდა, რის გამოც გულუხვობის მოყვარენი, რომელთაც უკან მიჰქონდათ თავიანთი საჩუქარნი, გულითადი მწუხარებით ბრუნდებოდნენ მისგან. ამავე დროს ზინონთან მიდიოდნენ ღარიბნი და ამ დიდებულ ბერს სთხოვდნენ მოწყალებას, მაგრამ ზინონს არაფერი ჰქონდა, რომ მათთვის მიეცა. ისინიც ბრუნდებოდნენ მისგან მწუხარენი. „რას მივყო ხელი? რა ვქმნა?“ ბოლოს თავის თავს უთხრა ბერმა: „მწუხარებით მიდიან ჩემგან ისინიც, ვისაც საჩუქარს უკანვე ვატან და ისინიც, ვისაც ჩემგან უნდა მიიღოს რაიმე. მოვიქცევი იმგვარად, თუ ვინმემ მოიტანა რაიმე, გამოვართმევ; თუ ვინმე მთხოვს რამეს, მივცემ. აღასრულა რა ეს, წმიდა ზინონი თვითონაც მოსვენებით იყო და სხვებიც დამშვიდდნენ.
„რომელი გთხოვდეს შენ, მიეც და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე მიიქცევი“ (მათ. 5,42). „მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან, შენ, ხოლო შეიბნ იგინი ყელსა ზედა შენსა. დაწერენ ისინი ფიცარსა ზედა გულისა შენისასა ჰპოო მადლი“ (იგავ. 3,3).

სულგრძელობა წინააღმდეგ შეურაცხებისა
ბერი ვინმე კვიროს, დაბალ წოდებისაგან და ფრიად მშვიდი, არ მოსწონდათ ამხანაგ ბერებს. ხშირად მოხდება, რომ სიმშვიდისთვის, ან სხვა რომელიმე კარგი თვისებისთვის ბოლოს შეიყვარებენ მას, ვინც წინათ არ უყვარდათ, მაგრამ კვიროსის ბედი ეგეთი არ იყო. რამდენიც დრო გადიოდა, იმდენი უფრო შეიძულეს ის ბერებმა. არა თუ უფროსები, უმცროსებიც – მორჩილნიც უკადრისს ჰკადრებდნენ და ხშირად სადილიდანაც აგდებდნენ. ამ ყოფაში იყო ის თხუთმეტი წელიწადი. ამ უდაბნოში შემთხვეავით მოვიდა იოანე ჰკლემექსი. იოანემ ნახა, რომ მშვიდი კვიროს, სუფრიდან განდევნილი, ხშირად მშიერი წვებოდა დასაძინებლად და ჰკითხა მას: „მითხარ, რას ნიშნავს, რომ ეგეთ შეურაცხებას გაყენებენ?“ – „დამერწმუნე, ქრისტეს მიერ საყვარელო სტუმარო, მიუგო მშვიდმა ბერმა, ძმანი სიბოროტით არ მექცევიან მე ეგრე. ისინი მცდიან მე, ღირსეულად ვატარებ ანგელოსებრივ სახეს თუ არა? როცა წამოველ ამ უდაბნოში მე მესმა, რომ განდეგილი უნდა გამოიცდებოდეს ოცდაათი წელიწადი და მე მხოლოდ ჯერ ნახევარი დრო გამიტარებია“.
ქრისტიანო! აი, სამაგალითო საქციელი იმათ წინააღმდეგ, რომელნიც შეურაცხყოფას მოგვაყენებენ. უწყინარ კვიროსს არ სურდა შურისძიება, არამედ მდევნელთა შეურაცხყოფას უცქეროდა ის კარგი მხრით, მათი საქციელი მიაჩნდა ჭკუის სასწავლებლად მაშინ, როდესაც ისინი იყვნენ უჭკუონი; იფარავდა იმათ პატიოსნებას, როდესაც ისინი თავის თავს თვითონ აუპატიოსნებდნენ. დიდ ბედნიერებად სთვლიდა მას, რასაც სხვები ჩათვლიდნენ თავისთვის სრულ უბედურებად.
„გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა“ (მა. 5,44). „აკურთხევდით მდევართა თქვენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ“ (რომ. 12,14). „ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტის წილ, ნუცა გინებასა გინებისა წილ, არამედ წინააღმდგომსა აკურთხევდით, რათა კურთხევა დაიმკვიდროთ“ (1 პეტ. 3,9).

ეჭვი სარწმუნოების საქმეში
ათი წლის ყმაწვილმა, როცა წირვას ისმენდა, ქადაგების დროს ბერისგან გაიგონა, რომ მოწყალებას, რომელსაც ჩვენ მათხოვარს ვაძლევთ, ვაძლევთ მას კი არა, არამედ თვით ქრისტეს. ეს ყმაწვილი ბერის სიტყვების სინამდვილეში დაეჭვდა და, როცა შინ დაბრუნდა, ფიქრობდა: „მე ვიცი, რომ ქრისტე ზის ზეცას მარჯვნით მამისა და როგორ შეუძლია მიიღოს, მაგალითად, პურის ნატეხი, რომელსაც მათხოვარს ვაძლევ“. ამ ფიქრის დროს მან დაინახა გლახა, რომელიც ითხოვდა სამოწყალოს ქრისტეს გულისთვის და გლახის თავს ზემოთ დაინახა ქრისტე მაცხოვრის სახე. ყმაწვილი შეშინდა... უცბად, იქვე მდგომ სახლიდან ვიღაცამ გამოუტანა მათხოვარს პური და როგორც კი გაუწოდა ხელი, რომ მისცეს მას, მაცხოვარმა განიპყრო მარჯვენა, რათა მიიღოს მისგან პური და გადასცეს მათხოვარს და ამის შემდგომ სამოწყალოს გამცემი ჯვრის სახით აკურთხა. მაშინ წინდაუხედავი ბავშვი ერწმუნა ღვთის სიტყვას და იმ დროიდან შეიქმნა ის მთელ სტამბოლში პირველი კეთილისმყოფელი გლახაკთა.
„არა განსცადო, არამედ ერწმუნო“, – სთქვა მაცხოვარმა. თითოეული სიტყვა სახარებისა იმდენად წმიდაა, რომ უმალეს წარხდეს ცა და ქვეყანა, ვიდრე აღიხოცოს ზეციური სწავლისგან ერთი რაიმე ხაზი.
ვისწრაფოთ უკვე შესვლად  განსასვენებელსა მას, რათა არა მასვე სახესა ურწმუნოებისასა ვინმე შთავარდეს, რამეთუ ცხოველ არს სიტყვა ღვთისა და ძლიერ, და უმკეთილეს უფროს ყოვლისა მახვილისა ორპირისა“ (ებრ. 4,11).

скачать dle 11.3