კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი ასეული ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან გივი თარგამაძემ დეპუტატობის 12-წლიან პერიოდში

პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე 1968 წელს დაიბადა თბილისში. უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, ოღონდ არ ვიცით, როდის. მხოლოდ ის ვიცით, რომ ჟურნალისტიკის ბაკალავრია (თუმცა, მისი ასაკიდან გამომდინარე, წესით, სწავლის ხუთწლიანი ვადა ეკუთვნოდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ჟურნალისტიკას მოგვიანებით დაეუფლა). მისი შრომითი ბიოგრაფია 1985 წელს დაიწყო პირველ საავადმყოფო-პოლიკლინიკაში, სადაც სანიტრად 1987 წლამდე იმუშავა. 1991-1992 წლებშიც სანიტრად მუშაობდა უროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1993 წელს კი პროფესია შეიცვალა და „ჯორჯიან თაიმსის“ ჟურნალისტი გახდა, 1995-1996 წლებში „დილის გაზეთში“ გადაინაცვლა. ხოლო 1998 წელს „თავისუფლების ინსტიტუტის“ მთავარი კოორდინატორი გახდა (2002 წლამდე). 2004 წელს საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, 2008 წელს – საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი, 2012-ში – საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრიც, ცხადია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, ისევე, როგორც წინა მოწვევების შემთხვევაში.
თუმცა მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში არაფერია ნათქვამი, მაგრამ მის მიერ პირველად შევსებული დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ 2001-2002 წლებში ის ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრი იყო. ამდენად, გივი თარგამაძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაციაც 2001 წლით თარიღდება და ოჯახის წევრებად მიუთითებს დედ-მამასა და 1976 წელს დაბადებულ ძმას, ნიკოლოზს. მამის, ვასილ თარგამაძის საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე და მამის აგარაკი თეთრ წყაროში. 2001 წლის განმავლობაში ვასილ თარგამაძემ, როგორც თსუ-ის ფიზიკის კათედრის უფროსმა მასწავლებელმა, 672 ლარი აიღო, როგორც საქართველოს ინოვაციური ტექნოლოგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა – 1 200 ლარი; ხოლო გივი თარგამაძემ, როგორც „თავისუფლების ინსტიტუტის“ საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამათა მთავარმა კოორდინატორმა – 1 996 ლარი, როგორც „თავისუფლების ინსტიტუტის“ სხვა, ორი პროექტის მონაწილემ – 3 000 ლარი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „მთენის“ პროექტში მონაწილემ – 990 ლარი, როგორც „60 წუთის“ პროექტის მონაწილემ – 110 ლარი.
გივი თარგამაძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება და მან ოჯახის წევრებად მიუთითა: მეუღლე, 1979 წელს დაბადებული ნინო მუშკუდიანი და ორი შვილი: ეკატერინე და ნატალია. გივი თარგამაძის საკუთრებაა ბინა თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე (160 კვ. მ.) და 2012 წლის „შკოდა აქტივია“. ხოლო, ნინო მუშკუდიანს კი ჰყავს 2009 წლის „BMW 5 გრანდ ტურიზმო.” დეკლარაციის შევსების მომენტში ნინო მუშკუდიანს ნაღდ ფულად ჰქონდა 7 000 აშშ დოლარი.
2015 წლის განმავლობაში გივი თარგამაძემ, როგორც პარლამენტის წევრმა, 60 285 ლარი მიიღო. 2014 წლის განმავლობაში – 60 285 ლარი. 2013 წლის განმავლობაში – 51 113 ლარი; 2012 წლის განმავლობაში – 61 539 ლარი. 2011 წლის განმავლობაში – 59 059 ლარი. 2010 წლის განმავლობაში – 65 132 ლარი; 2009 წლის განმავლობაში – 55 989 ლარი.

скачать dle 11.3