გამა-ოც-ებელ-ი
ანუ ხვაშიადგამჟღავნებული?!
რაკი ცხოვრების, მით უფრო, პოლიტიკის მუხანათობას ვერაფერს გაუგებს, განსაკუთრებით, უბრალო მოკვდავი, ისე მოხდა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ უცვლელი ლიდერი თვით „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგს დაუპირისპირდა – თითქმის „ნაციონალური მოძრაობის“ დაცვის პათოსით (რას არ მოესწრება ცოცხალი კაცი?!).
მომყავს ციტატა: „ბოკერია ცდილობს არჩევნების ლეგიტიმაცია მოახდინოს... რომელიც გარიგებულია ივანიშვილთან… ამიტომ, რასაც ეტყვიან, ბოკერია იმას აკეთებს. ახლა უთხრეს, ლეგიტიმაცია უნდა გაიაროს ამ არჩევნებმა და საჭიროა მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობაო, პირველ ტურში კი ხმები გაიყვეს (თქვენი არ ვიცი და ის კვლავ მა-ოც-ებს!).“
მეორე მხრივ, საქართველოს ნომერ პირველმა „ლეიბორისტმა“ იერიში „ინტილიგენციაზეც“ მიიტანა და, როგორც იქნა, ხვაშიადიც ამოთქვა (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „მიხეილ სააკაშვილი სწორი იყო (იგულისხმება „ჩარეცხვა“). აბსოლუტურად სწორი იყო, მაგრამ არასწორი იყო იმაში, რომ მან ეს ინტელიგენცია გამოიყენა ვარდების რევოლუციის დროს.“
ხოლო, თუკი ახლა არისტოტელეს ლოგიკას მოვიშველიებთ და ბ-ნი ნათელაშვილის ლოგიკას შევუპირისპირებთ, იქნებ იმ პოლიტიკოსების „ჩარეცხვის“ დროც დადგა, რომლებიც მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსების წყალობით ტივტივებენ პოლიტსივრცის დინებებში?! –