კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მეზობელო, კარისაო“ #43

ვის ხარჯზე?!

ჩვენს სამეზობლოში ისეთი ამბებია გახურებული, რომ რთული გასარჩევია, ვინ მტერია, ვინ – მოყვარე; იმას გარდა, რომ ვერც ისაა მთლად ბოლომდე გარკვეული, ვისი გასაღები ვის როიალშია.
ჰოდა, რაკი და სანამ გაურკვეველია, გასული კვირის დაისზე რფ-ის საგარეო უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთი, არც მეტი, არც ნაკლები, მიესალმება თურქეთის ჩართულობას ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში.
თანაც, ამბავი შეფუთულია; კერძოდ, რაკი თურქეთი მინსკის ჯგუფის წევრიაო. ხოლო მინსკის ჯგუფის პირდაპირი მოვალეობაა, კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს ყარაბაღის კონფლიქტში, ვინ ოხერი დაუდგება წინ თურქეთის კეთილ ნებასო.
უფრო ადრე კი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბ-ნმა ალიევმა ბრძანა, რომ ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში ავტონომიური სტატუსი ეკუთვნის (თუ მოვილაპარაკებთო). შესაბამისად, როგორც ჩანს, ამ ორ განცხადებას ერთმანეთთან ორგანული კავშირი აქვს.
ერთი ისაა, რომ ჯერჯერობით უცნობია სომხეთის პოზიცია (თუმცა, ფაქტობრივად, იზოლაციაში მოქცეულს, აბა, რა გადამწყვეტი სიტყვის თქმა შეუძლია?!).
ასეა თუ ისე, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ, თუ ეს ორი წყვილი (რუსეთი-სომხეთი და თურქეთი-აზერბაიჯანი) მოილაპარაკებს, არც ისაა გამორიცხული, პრობლემები ჩვენს ხარჯზე მოიგვარონ, ოღონდ ჯერ ჩვენ ამ ამბისთვის არ გვცალია. რატომ? იმიტომ რომ სკამებია გადასანაწილებელი. –

скачать dle 11.3