კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცოდვა წაიღო, ასმათ ტყაბლაძის აზრით, ოთარ მეღვინეთუხუცესმა საფლავში და რაში ამხელს ის ქეთი დოლიძეს

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ერთმანეთს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე და რეჟისორი ქეთი დოლიძე დაუპირისპირდნენ. ერთმანეთს ბევრი მძიმე ბრალდება წაუყენეს და ბევრი შურაცხმყოფელი სიტყვაც უთხრეს. ცხადია, მათი დაპირისპირება ამ ეთერიდან არ დაწყებულა – როდის და რის გამო დაუპირისპირდა ორი ხელოვანი ერთმანეთს, ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ ქალბატონ ასმათ ტყაბლაძეს მივმართეთ.
ასმათ ტყაბლაძე: ჩემი და ქეთი დოლიძის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო. მან კი მითხრა, ოთარ მეღვინეთუხუცესს სისხლი გაუშრეო, მაგრამ კიდევ საკითხავია, ვინ ვის გაუშრო სისხლი. გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენ და ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ოთარს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება – მან 35 კაცი გამოუშვა მარჯანიშვილის თეატრიდან და თავისი მეუღლე აბაირამა. გურანდამ კარგად მოირგო ეს სიტუაცია, ეგონა, ვერიკოსა და სესილიას ადგილი დაიკავა, მაგრამ ხალხი კარგად ხედავს, ვინ ვინაა. გამოშვებული 35 კაციდან, 15 გულგახეთქილი და დაავადებული გარდაიცვალა; 14 ჩემი ბრძოლის შედეგად, უკან დაბრუნდა. ბუნებრივია, თეატრში მასზე ბევრი იყო განაწყენებული, მაგრამ ისინი ღიად ვერ დადგნენ ჩემ გვერდით, რადგან იმწუთას გამოაგდებდნენ თეატრიდან. მაგრამ, მომაწოდეს დოკუმენტაცია, რომელიც კონტროლის პალატაშიც გადავამოწმე და ვნახე, რომ მეღვინეთუხუცესმა მაშინ გამოუშვა ხალხი, როცა ხელფასები შვიდი ლარიდან სამოცამდე გაიზარდა. ამდენ ხალხს ვერ შეინახავს თეატრიო. პირადად მე მითხრა: კარგად თამაშობ, მაგრამ გრძელი ენა გაქვს და ურჩი ხარო. იცით, რატომ? – როცა მას ხელმძღვანელად ირჩევდნენ, მე ვთქვი, რომ არ შეიძლებოდა მისი ხასიათის ადამიანი თეატრის ხელმძღვანელი ყოფილიყო. ამიტომაც, მოვხვდი გაშავებულთა სიაში. არადა ჩემი გამოშვების უფლება არ ჰქონდა. მარტოხელა დედა და სამი ადამიანის მარჩენალი ვიყავი, თან ორ მთავარ და ერთ-ერთ კარგ როლს ვთამაშობდი. მაგრამ, სპექტაკლები მოხსნა რეპერტუარიდან და სახლში გამოგვიშვა. იმ დოკუმენტაციაში ისიც ვნახე, რომ ჩვენ შემდეგ თეატრმა, დაახლოებით, 950 ათასის დაფინანსება მიიღო. აქედან 500 ათასი ლარი ფესტივალზე წავიდა, როცა მსახიობებს ექვსი თვე ხელფასები საერთოდ არ აუღიათ. ბიუჯეტში ფული არაა და ხელფასები გაიყინაო, გამოუცხადეს მართლა გაყინულ ხალხს. ამიტომაც ვუთხარი ქეთი დოლიძეს, რომ ბიუჯეტიდან ფული აქვს აღებული. იმავე დოკუმენტში წერია, რომ მას 500 ათასი არა, მაგრამ 50 ათასი მისცეს. თავად კი ამბობდა, არაფერ შუაში ვარო, მაგრამ იქ გარკვევით წერია, რომ მარტო მობილებისთვის 1800 ლარი გადაეცა ქეთი დოლიძეს თეატრის ბიუჯეტიდან. ქეთი დოლიძის წყალობით დაჯდა 40 ათასი ის, რომ გურანდა გაბუნიას ერთხელ კლეოპატრა ეთამაშა და სნობი რომაა, ჩამოიყვანა ვიღაც, რომ ეჩვენებინა, თითქოს რაღაც იყო. ვის ახსოვს გურანდას კლეოპატრა? როგორ უნდა ათამაშო მას კლეოპატრა? მოკლედ, ჩვენი დაპირისპირება იმ დროიდან იწყება. მე ამ ყველაფერს ვერ შევეგუე, თორემ ქეთი დოლიძესთან არც შეყვარებული მყოლია გასაყოფი და არც როლი. ყოველ წელიწადს იძახის – მამაჩემის, სიკო დოლიძის ბინა ბანკში ჩავდე ფესტივალისთვისო. ვინ გთხოვა, ბატონო?! მაშინ, როცა თეატრის ბიუჯეტიდან ამხელა თანხაა წაღებული... შარშან კიდევ  მერიიდან დიდი თანხა მიიღო, რისთვის დასჭირდა ბინის ჩადება? – თუნდაც ჩაედო, ყველა მთავრობას რატომ სთხოვს, სიკო დოლიძის ბინა გამომასყიდინეთო?!  ბინას თუ ჩავდებ, პასუხსაც თავად ვაგებ. მე მადანაშაულებს, სამი რესტორანი გაქვსო. სამი – არა, ორი მაქვს. თუმცა, ღმერთმა ქნას, ენამ უყივლოს. მაგრამ, ეს რა, დანაშაულია? თეატრიდან გამოშვებულმა მსახიობმა ხალხი დავასაქმე. თეატრში დაბრუნებაც ვცადე, მაგრამ ხან შევარდნაძე ჩარიეს და ხან ვინ. ამიტომაც ვთქვი, საკითხავია, სისხლი ვინ ვის გაუშრო-მეთქი. მედიკო ბიბილეიშვილი, ნანა მამალაძე, გოგი გელოვანი, მზია მახვილაძე, ნათელა მიქელაძე ამ ქვეყნიდან გამწარებულები წავიდნენ. თავად გაუშრეს სისხლი მსახიობებს და არა პირიქით. დირექტორის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი იყო, მაგრამ ბოლომდე აღარ მივდიე. ეს ჩემი ინტერესი არაა, მე ისეთ ოჯახში არ გავზრდილვარ, რომ ასე მოვიქცე.
მერე კი თქვა ოთარმა, ეს ყველაფერი მე არ გამიკეთებია, თემურ ჩხეიძემ გამაკეთებინაო. მაგრამ, შე, მამაცხონებულო, თუ იცი, ცუდ საქმეს გაკეთებინებენ, რატომ აკეთებ?! ოთარი ცოდოა, რომ თან ამხელა ცოდვა წაიღო. ახლა, რაც გააკეთა, ყველაფერს აღარ ვამბობ. მედიკო ბიბილეიშვილი, ქალი, რომელიც ერთ დროს ყველა მთავარ როლს ასრულებდა, თეატრში აღარ შეუშვა მსახიობების შემოსასვლელიდან. „ჩემია” დაიჩემეს. ძალიან ცუდია, როცა ადამიანს ასე აუვარდება თავში წარმატება. სესილია ამბობდა ასეთ ადამიანებზე: შარდი აუვარდა თავში და აირიაო. სესილიასთან ახლო მეგობრობა მაკავშირებდა, ისევე როგორც ვერიკოსთან. ეტყობა, მათ მოსწონდათ უნიჭო ქალთან მეგობრობა. სულაც არ მომწონს, ამდენი ხნის შემდეგ ჩვენი დაპირისპირება, მაგრამ, რა ვქნა?! ეკრანს მიღმა ამ ხნის განმავლობაში არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა. თავის დროზე, მე ჩემი სათქმელი ვუთხარი. თვითონ თავი გაიგიჟა, დამნაშევე არ ვარო და ამით მორჩა. ხელოვანი ხარ, მაგრამ ხარ სხვა თეატრში, წადი იქ, რა გინდა მარჯანიშვილში?!
– ეს საკითხი გასაგებია. ახლახან ოჯახი ახსენეთ. როგორც ვიცი, სახელოვანი წინაპრები გყავთ. მათ შესახებ გვიამბეთ.
– მამაჩემი მსახიობი არ ყოფილა, მაგრამ დედაჩემის წინაპარი ერთ-ერთი იყო 300 არაგველთაგან – ჭინჭარაული აპარიკა. ერეკლე მეფეს უკითხავს: აზნაურობა გიბოძო თუ გადასახებისგან გაგათავისუფლოო და პაპას გადასახადები აურჩევია. სახლში მისი ხმალი და სიგელი მაქვს, რომელშიც წერია, რომ მისი ოჯახი და შთამომავლობა გადასახდებისგან თავისუფალია. თუმცა, მე კი ვიხდი დღეს გადასახებს (იცინის). არც რეჟისორი და არც აკადემიკოსი წინაპრები არ მყოლიან, მაგრამ პატიოსანი და გმირი ხალხი იყო. დედაჩემის ძმა ფინეთის ომის მონაწილე გახლდათ და იქიდან ისეთი ტრავმირებული დაბრუნდა, ომში წასვლა აღარ ეკუთვნოდა, მაგრამ დაიბარეს „კაგებეში” და თანამშრომლობა სთხოვეს. კაცი მეორე დილით სამამულო ომში წავიდა. ბებიას უთქვამს: გმირად დაღუპული შვილი მირჩევნია, ცოცხალ „შპიონსო”. მეც მათი ხასიათი გამომყვა. თუ უსამართლობა დავინახე, ვერაფრით მოვითმენ. შესაბამისად, სულ დაჩაგრულების გვერდით ვდგავარ. შალვას გვერდითაც ამიტომ ვარ, მას ყველა მთავრობა ჩაგრავს. საშინელებაა, როცა ადამიანს ჩაგრავენ და გაკეთებულ საქმეს არ უფასებენ. რა ვქნა, გაჩუმება არ შემიძლია. იცით, რამდენჯერ გამიშველებია ქუჩაში მოჩხუბარი მამაკაცები? მერე მიფიქრია, ჩემთვის რომ დაერტყათ, რას ვიზამდი-მეთქი, მაგრამ იმ მომენტში ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. შვიდი ნოემბრის ამბები რომ იყო, მთელ როტას გადავუდექი წინ. ვუთხარი: ჩემი დარტმა ადვილია, ამდენი ხართ, მე კი ერთიც მეყოფა... მაგრამ, მერე მე გმირის სახელი დამრჩება და თქვენ მკვლელების-მეთქი. სხვათა შორის, არცერთმა ხმა არ გამცა. მომკლავენ? მერე რა?! ადრე თუ გვიან ყველა მოვკვდებით. მაგრამ, მე ადრე აღარ გამომდის, უკვე კაი ხნის ვარ (იცინის). ოდესღაც ხომ უნდა წახვიდე ამქვეყნიდან და არ ჯობია, კარგი სახელი დატოვო?! – სხვებისთვის ვზრუნავ, თორემ, მე კარგად ვარ, კარგი მანქანით დავდივარ და კარგი ჯიშისაც ვარ. ჩემი დიდი პაპა 105 წლის გარდაიცვალა, ბებია – 97-ის და დედაჩემი სამი წლის წინ, 100-წლინახევრის წაბრძანდა ამქვეყნიდან – ფეხზე მდგომი, საღი გონებით. იუბილეს მოსალოცად მერიიდან რომ მოვიდნენ და ჰკითხეს: როგორ ბრძანდებითო, უპასუხა: რა დროცაა, ისე ვარ, ბატონოო (იცინის).
– თეატრალურის პარალელურად, სხვა საქმეებითაც იყავით დაკავებული.
– სხვათა შორის, არავის გაჰკვირვებია ჩემი მსახიობობა. სკოლიდან სულ სცენაზე ვიდექი.  მე ჯერ კიდევ სკოლის მოწაფეს მაქვს აღებული პირველი ადგილი რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე მხატვრულ კითხვაში. მე ჩემი ნიჭიერებს წყალობით ვიყავი ყველგან პირველი. ვერც გარეგნობით დამიდებდა ტოლს ვინმე და ბევრს ახლაც ვჯობივარ (იცინის). ბავშვობიდან მიყვარდა კარგი ჩაცმა. კერვა დავიწყე და არაჩვეულებრივად გამომივიდა. პალტოც კი შევიკერე და პიჯაკიც, რომელიც ახლა ჩემს შვილს აცვია. თავიდან დედა მიშლიდა, გააფუჭებო, მაგრამ ბაბუამ უთხრა: ერთხელ თუ გააფუჭებს, მესამედ გამოუვაო და გამომივიდა კიდეც. მერე ქსოვა დავიწყე და ჩემი მოქსოვილი რომ მეცვა, ყველა მეკითხებოდა, სად იყიდეო. რთული მატერიალური პერიოდები გამოვიარე, მაგრამ ჩემივე დამსახურებით, ისეთი ჩაცმულ-დახურული დავდიოდი, ვერავინ შემამჩნევდა, თუ მიჭირდა. ჩემთვისაც ვიქსოვდი, მეგობრებისთვისაც და ვყიდდი კიდეც, რადგან ფული მჭირდებოდა – ბინა არ მქონდა და ქირით ვცხოვრობდი (მერე, სოფიკო ჭიარულის დახმარებით მივიღე ბინა). თან, ლენინის სტიპენდიას ვიღებდი. სხვათა შორის, ერთადერთი სტიპენდიანტი ვიყავი და მაშინ ქეთი დოლიძე ჩემზე ერთი წლით უკან სწავლობდა. მართალია, ამ სტიპენდიას უნიჭოებს აძლევდნენ... მერე, თეატრის პარალელურად, პედაგოგად ვმუშაობდი. უნიჭო ქალი კი ვარ, მაგრამ, თან, მუსიკის პედაგოგი გახლავართ; უნიჭო ქალი კი ვარ, მაგრამ წითელ დიპლომზე დავამთავრე თეატრალური; უნიჭო ქალი კი ვარ, მაგრამ „არაუშავრა” ვითამაშე რამდენიმე როლი. ქუჩაში ხალხი ჩემი უნიჭობის წყალობით მეფერება. უნიჭო ქალმა კარგი რესტორნები გავაკეთე, ძალიან კარგად დავაწყვე ჩემი და ჩემი შვილის ცხოვრება. საერთოდ, უნიჭოები ასე იქცევიან. თეატრში რომ ვიყავი, შვიდი ლარი მქონდა ხელფასი. პატარა შვილი და მოხუცი დედა მყავდა, მათ რჩენა სჭირდებოდათ. მეგობარმა მირჩია, უცხოეთში გავყოლოდი. წავედით და ცოტ-ცოტა მოვაკოწიწე. მერე იაპონიიდან მანქანა რომ ჩამოვიყვანე, გავყიდე და ბიზნესი ავაწყვე. ბარის გაკეთება შემომთავაზეს, ამ საქმეშიც გავერკვიე და ყველაფერი საკუთარი თანხითა და დიზაინით გავაკეთე. უნიჭო კი ვარ, მაგრამ მათემატიკა ვიცი ძალიან კარგად და ეს მეხმარება საქმის მართვაში.
– ყველაფერი რომ ასე კარგად გამოგდით, საინტერესოა, რა არის თქვენი სუსტი მხარე?
– ჩემი სუსტი მხარე შვილიშვილია. ერთადერთი, მას ვერ ვუმკლავდები (იცინის). მაშინ, როცა ყველასთან ძლიერი ვარ, მასთან აბსოლიტურად უძლური ვხვდები. ოთხი წლის ულამაზესი გოგოა.

скачать dle 11.3