კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიაჩნია „მძიმე კაცს“ სასიკეთოდ ვაზის მარიხუანათი ჩანაცვლება #42

ტელეწამყვანი დავით კოვზირიძე, რომელსაც „მძიმე კაცის” სახელით ვიცნობთ, მოძრაობა „2 ივნისის” ერთ-ერთი, აქტიური წევრია. ის მარიხუანას დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზაციის იდეის ერთ-ერთი ინიციატორია და ცდილობს, ამაზე პოლიტიკოსებიც დაითანხმოს, რომ ინიციატივა ინიციატივად არ დარჩეს და დაკანონდეს. როგორც თავად ამბობს, მარიხუანას ადამიანისთვის არავითარი ზიანი არ მოაქვს და სამაგიეროდ, დიდი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია.
დავით კოვზირიძე: მე არა მხოლოდ მომხრე, არამედ აქტიური წევრი ვარ მოძრაობა „2 ივნისის”, რომელიც გაერთიანდა პლატფორმაში და ვითხოვთ, მარიხუანას დეკრიმინალიზაციას და ლეგალიზაციას. გეტყვით, რომ აბსოლუტურად ყველა წამყვანმა პარტიამ მოაწერა ხელი ამ ინიციატივას, გარდა „ქართული ოცნებისა”. თუმცა, მჯერა, რომ ეს საკითხი ყოველთვის აქტუალური აღარ იქნება, რადგან მალე მოგვარდება. სირცხვილია, 2016 წელს კიდევ ამაზე ვლაპარაკობდეთ.  დეკრიმინალიზაცია ნიშნავს, რომ მარიხუანას მომხმარებელი აღარ იქნება კრიმინალი. ლეგალიზაცია კი ნიშნავს, რომ ამ ბიზნესს სახელმწიფო გააკონტროლებს და ფული, თან ძალიან ბევრი, ბიუჯეტში შევა. ანუ, ისევე ლეგალურად გაიყიდება მაღაზიაში მარიხუანა, როგორც სიგარეტი იყიდება. მსოფლიოს არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ იჭერენ ადამიანს სიგარეტის მოწევის გამო. არადა, სიგარეტს ხომ აწერია კლავსო?! –  მაშინ რატომ არ იჭერენ მწეველებს? რაც შეეხება მარიხუანის, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა მარიახუანას მოხმარების გამო. მაშინ, როცა სიგარეტით წელიწადში 400 000 ადამიანი იღუპება. რატომ არ ვიჭერთ ადამიანის ალკოჰოლის მოხმარებაზე, რომელიც გაცილებით მავნეა? თუმცა, რა მავნებლობაზეა ლაპარაკი, როცა ბევრ ქვეყანაში მარიხუანა, როგორც წამალი, აფთიაქებში იყიდება. უძილობას, უმადობას და ბევრ სერიოზულ დაავადებას შველის ეს მცენარე. ჩვენ კი ვიჭერთ მისი მოხმარებისთვის.
– თუმცა, ამ ინიციატივის მოწინააღმდეგეები გეტყვიან, რომ მორფიც გამოიყენება სამკურნალო დანიშნულებით, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მიზანშეწონილია მისი გასართობად გამოყენება?
– აქ მთავარი საკითხია ის, რომ ადამიანს აქვს თავისუფლების უფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს იმას უზამს, რასაც თავად გადაწყვეტს. თუ უნდა ფანჯრიდან გადახტება, უნდა ტიტველი ირბენს, უნდა სხეულს დაიასერავს, უნდა მარიხუანას მოწევს. ამ ქვეყანაში ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლება – აკეთოს ის, რაც თავად უნდა, თუნდაც ეს მისთვის მავნე იყოს. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, რომ მარიხუანა ნაკლებმავნეა, ვიდრე სიგარეტი და ალკოჰოლი.
– იმასაც გეტყვიან, რომ მარიხუანას მოხმარება პირველი ნაბიჯია მძიმე ნარკოტიკების მოხმარებისკენ.
– მეცნიერებმა შარშან დაადგინეს, რომ ეს მითია. ჩვენზე ბევრად მცოდნე ხალხმა დაასკვნა ეს და აღარ შეიძლება ამაზე ლაპარაკი.
–  თუ მარიხუანა მარტივად ხელმისაწვდომი გახდება, არ გაიზრდება მომხმარებელთა რაოდენობა?
– ამერიკის პირველ შტატში, კოლორადოში, რომელმაც ეს აღიარა, რადიკალურად შემცირდა მარიხუანას მომხმარებელთა რაოდენობა და გაიზარდა ბიუჯეტი. პორტუგალიაში დეკრიმინალიზაციის შემდეგ, ერთი წელი იყო ტალღა და შემდეგ ჩაცხრა. გარდა ამისა, დღეს საქართველოში მარიხუანა ისედაც ყველასთვის ხელმისაწვდომია და გვახსოვდეს, რომ „აკრძალული ხილი” უფრო გემრიელია.
– თქვით, პარტიებიდან მხოლოდ „ქართული ოცნებაა” წინააღმდეგიო. თქვენი ინფორმაციით, საზოგადოებაში როგორი დამოკიდებულებაა, პროცენტულად რომ მითხრათ?
– საზოგადოების მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. თუ ადრე 50-50-ზე იყო მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რაოდენობა, ახლა 80-20-ზეა მომხრეების სასარგებლოდ. თან, აქ მოიაზრებიან ნებისმიერი ასაკის ადამიანები და არა მხოლოდ ახალგაზრდები. იგივე, ჩემი მეგობრის დედა, რომელიც მარიხუანას კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მას შემდეგ, რაც სწორი ინფორმაცია მივაწოდეთ, მიხვდა, რომ ამაში საგანგაშო არაფერია. ბევრ ქვეყანაში მინახავს, როგორ ეწევიან ბებია, შვილი და შვილიშვილი – სამი ქალი ერთად კაფეში მარიხუანას შუადღით, ყავასთან ერთად. ეს აქ აქციეს რაღაცად, თორემ მთელი მსოფლიოსთვის ჩვეულებრივი ამბავია. ვისაც მე ვიცნობ, თითქმის ყველა ეწევა, პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა. ამწუთას მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე მაქვს საუბარი, მაგრამ ზოგადად, ყველა ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს. არ შეიძლება, ადამიანი, რომელიც „კაიფობს” ჩასვა ციხეში. რაც არ უნდა აკრძალო, გავრცელებით ისედაც ვრცელდება. არის სპეციალური მეტადონისა და სუბოტექსის პროგრამები, რომელშიც ეწერებიან ადამიანები, ყოველდღე მიდიან და იღებენ ამ ნაკოტიკს. ამას თვითონ სახელმწიფო აკეთებს და რაღა უნდა იყოს ამაზე ლეგალური?
– ეს ხომ არაა ნებისმიერი მსურველისთვის, ამას სამკურნალო დანიშნულება აქვს.
– ვინც ნარკოტიკის მომხმარებელია და თავს ცუდად გრძნობს, როცა წამალი არ აქვს, მიდის იქ და ყლაპავს. 
– ჩვენს რეალობაში, თქვენთვის არავის უთქვამს, ბიჭის მამა ხარ და ამას როგორ ამბობო?
– არა. რა შუაშია ბიჭის მამობა?! ჩემი შვილი გაიზრდება და ალბათ, ისიც მოწევს. თუ მოწევს, ვეცდები, ვუთხრა, რა მოწიოს და რას არ უნდა, გაეკაროს. არ შეიძლება შვილის გაზრდა ლოგიკით: „მათრახით გცემ, თუ რამე მსგავსს გავიგებ!” მათ უნდა ავუხსნათ, რაზეა საუბარი და როცა ინფორმირებული იქნება, აღარც ბიოს მოწევს, რომელიც ძალიან საზიანოა და კარგი იქნება, თუ სიგარეტსაც არ მოწევს. ჯანსაღი ცხოვრება ყველაფერზე კარგია. თუმცა, ამაზე ამდენი საუბარი არც ღირს. გერმანიაში მარიხუანას იმიტომ კი არ იღებენ დღეს, რომ ხვალ აღარ იქნება და დღეს უნდა მოასწრონ.  როცა გართობა მოუნდებათ, დაურეკავენ დილერს და იყიდიან, რომელი ნარკოტიკიც უნდათ. ეს მოდუნების საშუალებაა დასვენების დღეებში. ჩვენთან კი, ვიღაცა რომ მოვა და მოიტანს, იძულებული ხარ, მაშინ მოწიო, იმიტომ რომ, ხვალ და ზეგ აღარ იქნება.
– ეკონომიკურ სარგებელზეც საუბრობდით მარიხუანასთან დაკავშირებით.
– ნამდვილად. ერთი კილო ყურძენი ლარი ღირს, ერთი კილო მარიხუანა – ოცი ათასი ლარი. ყურძენი წელიწადში ერთხელ მოდის, მარიხუანა – სამჯერ. ანუ, ერთი კილო მარიხუანათი წელიწადში სამოციათას ლარს შოულობ. აქედან დიდი ნაწილი შენ გრჩება ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტში შედის. ერთი ლარიდან მხოლოდ ათი თეთრი შედის და მგონი, ძალიან მარტივია შედარება.
– ეგ რეალობაში როგორ წარმოგიდგენიათ? გლეხმა გაჩეხოს ვენახი და დათესოს მარიხუანა?
– გაჩეხავს. თუმცა სულაც არაა აუცილებელი გაჩეხოს. ვიღაც გაჩეხავს ვენახს და მარიხუანას მოიყვანს, ვიღაც ისევ გააგრძელებს ღვინის წარმოებას, ვიღაც ვენახს მიურგავს გვერდით, ვიღაც საერთოდ არაფერს გააკეთებს. როცა ლეგალიზაცია მოხდება, მაშინ ბაზარი დაარეგულირებს ამას. თვითონ ადამიანებმა გადაწყვიტონ, რა ურჩევნიათ – სამოცი ათასი თუ ერთი ლარი ერთი წლის განმავლობაში?!
– ანუ, ფინანსური ინტერესით, ვაზის კულტურა ჩავანაცვლოთ მარიხუანათი?
– ძალით ხომ ვერ მოვაყვანინებთ ადამიანს რამეს?! ყველაფერი თვითონ დარეგულირდება. ისე არ მოხდება, რომ ვაზი და ღვინო საერთოდ გაქრეს. თუმცა, რა ჯობია ფინანსურად ძლიერ გლეხს, რომელსაც ბიუჯეტში შეაქვს თანხა?! გლეხიც ძლიერდება და სახელმწიფოც. ამაზე კარგი რა უნდა იყოს.
– თქვენც ხართ მომხმარებელი? პირადად თუ გქონიათ სამართალდამცავებთან პრობლემები?
– კი, მომხმარებელი ვარ და უკვე ოცდახუთი წელია, სამართალდამცავები მდევნიან. შევარდნაძის დროს ეს საკითხი ძალიან მძიმედ იდგა. რთული მდგომარეობა იყო წინა მთავრობის დროსაც და ახლაც. თუმცა ახლა, პირადად მე, ნაკლებად განვიცდი დევნას.
– წეღან ვახსენე, რომ მარიხუანა შეიძლება, იყოს გზა სხვა ნარკოტიკებისკენ. პირადი გამოცდილებიდან მითხარით, თუ გქონიათ შეხება მძიმე ნარკოტიკებთან და როგორ მიხვედით მათ მოხმარებამდე?
– კი სხვა ნარკოტიკებთანაც მქონია შეხება, თუმცა ეს სხვადასხვანაირად ხდება. ზოგი ჭაჭით იწყებს და ჰეროინით ამთავრებს. ზოგი მარიხუანათი იწყებს და მარიხუანათივე ამთავრებს. მე პირველად მარიხუანა გავისინჯე და მერე იყო სერიოზული ნარკოტიკი. თუმცა, ნარკომანი არასდროს ვყოფილვარ, უბრალოდ, ინტერესის გამო გავსინჯე თითქმის ყველა ნარკოტიკი.
– დასაწყისში თქვით, სიგარეტი კლავს და რატომ არ კრძალავენო. ახლა აქტიურად განიხილება სიგარეტზე გარკვეული სახის ამკრძალავი რეგულაციების დაწესება. გეტყვიან, რა დროს მარიხუანას დეკრიმინალიზაციაა, როცა სიგარეტის მოხმარების შეზღუდვას ვცდილობთო.
– ჰოლანდიაში, სადაც მარიხუნას ეწევიან, იქ სიგარეტის მოწევა აკრძალულია. საბავშვო ბაღსა და ეკლესიაში არც მარიხუანას მოწევა შეიძლება. როგორც ნასვამის დაჯდომა არ შეიძლება საჭესთან, ასევე არ უნდა დაჯდე გაბრუებულ მდგომარეობაშიც. ლეგალიზაცია აბსოლუტურ თავისფლებას არ ნიშნავს.
– ახლა რა გეგმები გაქვთ?
– თავიდან დავიწყებთ სახელმწიფოსთან ამ საკითხზე ლაპარაკს. მართლა ვერ ვხვდები რატომ იჭერენ საკუთარ მოქალაქეებს?! მუშაობას გავაგრძელებთ მანამ, სანამ დეკრიმინალიზაცია არ მოხდება.

скачать dle 11.3