ვლად არამოვის ანეკდოტები #42
ტელევიზიით აცხადებენ ახალ ამბებს: „გუშინ მოხდა სექსუალური უმცირესობისა და სექსუალური უმრავლესობის შეტაკება, რის შედეგადაც უმცირესობის უმრავლესობა საავადმყოფოში მოხვდა.“
***
თამადა ამბობს სადღეგრძელოს:
– ტანსაცმელი ქალის იარაღია...
უცბად წამოხტა გადამთვრალი მამაკაცი და დაიძახა:
– მაშ, მოდით, განიარაღებას გაუმარჯოს!
***
ფინანსური პოლიციის თანამშრომელი, ახალ ქართველს ეუბნება:
– თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ეს 3 „მერსედესი“ 2 „ლიმუზინი“, 4 ბინა ვაკეში და 2 ვილა ჰავაის კუნძულებზე, თქვენი პატიოსანი შრომითა და გამომუშავებული ფულით შეიძინეთ?
– აბა, კიდევ ვისი?
– ვისი და ხალხის!
– კარგი, რა... რას ამბობთ? ხალხს სად აქვს ამდენი ფული.
***
– ბიჭიკო, როგორ ხარ?
– როგორც მავზოლეუმში: აღარც ცოცხალი ვარ და არც მმარხავენ!
***
სვანი დოლარს წიგნში ჩადებს და დაავიწყდება რომელ გვერდზე ჩადო. გადაშლის სარჩევს და ჩამოყვება:
– დოლარი... დოლარი... დოლარი...
***
– გიო, არ წავიდეთ დათოს დედის პანაშვიდზე?
– კარგი რა ... გუშინ და გუშინწინ ხომ ვიყავით და მკვდრის ხამები ხომ არ ვართ, სიმონ?
***
მასწავლებელი მეოთხეკლასელ მოსწავლეებს თემას მისცემს დასაწერად: „ჩემი ოჯახის წარმოშობა.“ მიხო მივიდა სახლში და ბებიას ეკითხება:
– ბებო, შენ ამ ქვეყანაზე როგორ გაჩნდი?
– როგორ და, კომბოსტოში მიპოვეს შვილო.
– და, მამა?
– მამაშენიც კომბოსტოში ვიპოვეთ.
– მე?
– შენც კომბოსტოდან ამოგიყვანეთ.
მიხო დაჯდა და დაიწყო თემის წერა: „აი, უკვე მესამე თაობაა, რაც ჩვენი ოჯახი ვეგეტარიანულად მრავლდება...“
***
კახელმა სიდედრი მოკლა თოფით. მეორე დღეს მთელ სოფელს თოფები ჩამოართვეს. სასამართლოზე მიხო დამნაშავეს ეუბნება:
– ჯო, ეგ შენი სიდედრი, თოხით მაინც მოგეკლა, ჰა?
***
რატომ ხარ ეგეთი გამოწყობილ-გამოპრანჭული? – ეკითხება ერთი კაცი მეორეს.
– დღეს ოქროს ქორწილი გვაქვს.
– რას ამბობ კაცო? შენ ხომ ხუთი წელია, რაც ცოლი მოიყვანე?
– ხოდა, ეგ ხუთი წელი 50 წელს უდრიდა.
***
ქალი გადარეული შევარდა ექიმის კაბინეტში:
– ექიმო, ჩემი ქმარი ძალიან ცუდადაა და რა ვქნა?
– აბა, გაიხადეთ და მაჩვენეთ, რა სტკივა.
***
– მე სად გთხოვეთ „მარშუტკის“ გაჩერება და თქვენ სად გამიჩერეთ?
– ქალო, შენ 200-გრამიანი ენა ვერ გაგიჩერებია პირში და მე ამ მოძრაობაში ორტონიანი მანქანა როგორ გავაჩერო?
***
სტომატოლოგიურ კაბინეტში, ექიმი ეუბნება პაციენტს:
– 300 ლარი უნდა გადამიხადოთ, ეს კბილი რომ ამოგიღეთ.
– რატომ სამასი? სხვებს რომ 100 ლარს ახდევინებთ?
– საერთოდ, 100 ლარი ღირს, მაგრამ თქვენმა ღრიალმა ორი პაციენტი დამიფრთხო და გამიქცია.
***
„სექსი ტელეფონით, ეს იგივეა, რაც არაყი წერილობით“.