კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სალომე ტეტიაშვილი: „მამაჩემს ჰქვია ბიძინა და მისი გვარია ივანიაშვილი“ #42

წლების განმავლობაში ნაქირავებ ბინაში იზრდებოდა დედასთან ერთად, არ აკლდა სითბო, მაგრამ არ ჰყავდა მამა, რომელმაც ღია ცის ქვეშ მიატოვა და წავიდა. მშობლების ვერშემდგარ თანაცხოვრებას დღემდე განიცდის, თუმცა ჩუმი სევდა, რომელსაც გულით ატარებს, არასდროს გამოუხატავს. შეძლო და საკუთარ ნიჭიერებაზე მთელი საქართველო აალაპარაკა. წარმატების სერია „X ფაქტორით“ დაიწყო, ბევრ რამეშიც გაუმართლა. საკუთარ ცხოვრებას კონკიას ისტორიასაც ადარებს. „ქართველი კონკია“ 22 წლის მომღერალი სალომე ტეტიაშვილია, რომელიც ხშირად აღნიშნავს: რაოდენ დიდი მწვერვალებიც არ უნდა დავიპყრო ცხოვრებაში, არასდროს დამავიწყდება, საიდან მოვედიო. ხშირად ცდილობდნენ მისი ცხოვრებით მანიპულირებას და არაერთხელ გახდა ჭორებისა და მითქმა-მოთქმის ობიექტი. რა ხდება სინამდვილეში მომღერლის ცხოვრებაში, რა სახის აგრესიას იჩენენ მის მიმართ „მშრალზე“ დარჩენილი თაყვანისმცემლები და რა მიზეზით ეგონათ ის ოლიგარქის შვილი, სტატიიდან შეიტყობთ.
– სალომე,  ჯერ იყო და  „X ფაქტორმა“ შეცვალა შენი ცხოვრება, შემდეგ „ნანუკას შოუში” გადმოგცეს ბინა, ალბათ, განსაკუთრებულად გახსენდება ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, ცხოვრებაშიც ბევრი რამ სასიამოვნოდ წარიმართა. თუმცა, სცენაზე იმ სიხშირით აღარ ჩნდები და უმრავლესობის მსგავსად, შენც ღამის ბარებს „შეეფარე“...
– „X ფაქტორის“ შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ. ბავშვობიდან მინდოდა, ყველას სცოდნოდა, ვინ იყო სალომე.  ყოველთვის მიზიდავდა პოპულარობა. როცა „ნანუკას შოუში“ ბინა გადმომცეს, მთელი ჩემი ცხოვრება დადებითი განზომილებით ამოტრიალდა. დედაჩემს, ერთადერთი, ჩემი დაბადება გაუხარდა და მეორე ის, რომ ბინა გადმოგვცეს. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობდით, მაგრამ ერთმანეთი გვყავდა. როცა ქირას ვიხდიდით, ბევრი ვალი გვქონდა. გოგო ვარ და ბუნებრივია, ათასი რამ მჭირდებოდა. თურმე, საკუთარი კერა ბევრს ნიშნავს. კონკიასავით ბევრ რამეში გამიმართლა. რაც სკოლა დავამთავრე, არსად მისწავლია და ახლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ტურიზმზე. სხვადასხვა ადგილას ვმუშაობ, ღამის ბარებში ვმღერი. ვერ გეტყვით, რომ შესაძლებელია ბარის ანაზღაურებით ადამიანმა იცხოვროს, მაგრამ ქართულ შოუ-ბიზნესში განსაკუთრებული არაფერი ხდება.
– პირველი მნიშვნელოვანი გარდატეხა შენს ცხოვრებაში მაშინ მოხდა, როცა მამამ დაგტოვა და მეორე ოჯახთან წავიდა. როგორც ვიცი, შენი ტელეეკრანებზე გამოჩენის შემდეგაც არ დაგკავშირებია. ხშირად აღგინიშნავს, მთელი ცხოვრება დაველოდებიო, ახლაც ასე ფიქრობ?
– მზად ვარ, მთელი ცხოვრება დაველოდო მამაჩემის გამოჩენას, თუ თავად ექნება ამის სურვილი. ბუნებრივია, ისეთი მამა ვეღარ იქნება ჩემთვის, ბავშვობიდან რომ ზრდის შვილს სითბოთი და სიყვარულით... თუმცა, თუ მისატევებელია, მივუტევებ კიდეც, მაგრამ ჩემი ნებით არასოდეს გამოვჩნდები მის ცხოვრებაში.
– როცა ხალხმა გაგიცნო, ბევრი მანიპულირებდა შენი ოჯახური პირობებით. ათასი რამ დაიწერა და ითქვა შენ შესახებ. თავად როგორ პასუხობდი ამ ყველაფერს. შენს ასაკში ამდენ სიძნელესთან გამკლავება რთულია?
–  ერთმა ქალმა ისიც კი მომწერა, მეც მარტოხელა დედა ვარ და „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლის შვილი რომ ხარ, ბინა იმიტომ გადმოგცესო. კრიტიკაც იყო შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებისგან. არ იცის, ვერ მღერის, უნიჭოა და მსგავსი რაღაცეები. თავიდან ყველაფერს განვიცდიდი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ყოველი ცნობილი ადამიანი კრიტიკის მსხვერპლია. რატომღაც ხალხმა გადაწყვიტა, რომ მე ბიძინა ივანიშვილის შვილი ვარ, გამომდინარე იქიდან, რომ მამაჩემს ჰქვია ბიძინა, მაგრამ მისი გვარია ივანიაშვილი. მე თავიდანვე დედის გვარზე ვიყავი, რადგან ჩემი დაბადებისას მშობლებს შორის გაუგებრობა იყო. თურმე, როცა ჩემი ოჯახის ისტორიას ვყვებოდი, სინამდვილეში ოლიგარქის შვილი ვყოფილვარ და ბევრი ფულიც მქონია.
– დარწმუნებული ვარ, პოპულარობასთან ერთად, თაყვანისმცემლების რიცხვიც გაიზარდა. ერთხელ ქუჩაში თავიც კი გაგიტეხა, ასე ვთქვათ, „იგნორით“ გაღიზიანებულმა „ჯენტლმენმა“, რაც საზოგადოების უმრავლესობამ შენი მხრიდან შავ პიარად ჩათვალა...
– ჩემს თავის გატეხას დიდი ამბები მოჰყვა, თითქოს შავ პიარს ვუკეთებდი საკუთარ თავს, რაც მტკნარი სიცრუეა. არ არის ნორმალური ამბავი, როცა შეხვედრიდან გამოსულ გოგოს, ვიღაც ტიპი ხვდება ქუჩაში, სთხოვს ნომერს და შემდეგ ძალადობს და თავს უტეხს. ისიც მახსოვს, ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ჭრილობა მაჩვენეო. ქუდით ვიყავი და ნამდვილად არ მჭირდებოდა გასისხლიანებული, ორი დღის დაუბანელი თავის ჩვენება ვიღაცისთვის, რამაც უფრო დააეჭვა ხალხი. დედაჩემი პოლიციაში განცხადების შეტანასაც ფიქრობდა, მაგრამ გადავიფიქრეთ. წინა დღეებში ვიღაც მწერდა, მაინც გიპოვიო და ეს ყველაფერი ერთმანეთს დავუკავშირე. მეცინება, როცა ყოველგვარი  შესავლის გარეშე მწერენ ადამიანები – „შენ ჩემი ცოლი გახდები“, „რას ჰგავხარ“ და ასე შემდეგ.
– საზოგადოებამ ძლიერ გოგოდ გაგიცნო, რომელმაც სენტიმენტების გარეშე, პრაგმატულად წარმართა საკუთარი მომავალი. მაგრამ, არავინ იცის, როგორია ყურებამდე შეყვარებული სალომე ტეტიაშვილი...
– ყურებამდე შეყვარებული ჩემი თავი არ მახსოვს. პირველი სიყვარული კი, პირველ კლასში მეწვია (იცინის). ახლა ურთიერთობის გარდამავალ ეტაპზე ვარ. არის ადამიანი, ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ოფიციალური სტატუსი ჯერ არ გვაქვს. ვისაც ავირჩევ, მინდა, მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით იყოს და ჩემს პროფესიას სცემდეს პატივს. ბევრი არ შეეგუება, რომ შეყვარებულმა ღამის სამ საათზე დაამთავროს სამსახური და მერე წავიდეს სახლში. თანასწორუფლებიანები უნდა ვიყოთ. ჩემთვის, წყვილში ღალატი მხოლოდ იმას არ ნიშნავს, პარტნიორი სხვასთან წავიდეს.  ჩემთვის ღალატი იქნება, თუ როგორც ურთიერთობის დასაწყისში ვუყვარვარდი, ისე აღარ ვეყვარები ხუთი წლის შემდეგ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ პარტნიორს სხვა ქალთან წასვლას ვერ ვაპატიებ.
– მკაცრი თვისებები გაქვს. მახსოვს, „გეხამუშა“ დედის გამოჩენა „კომედი შოუს“ ბიჭებთან ერთად. რატომ, ქალები არ უნდა გამოვიდნენ მსგავს შოუებში?
– პირველად რომ ვნახე დედაჩემი „კომედი შოუში,” ვიფიქრე, რას აკეთებს, რამ გააგიჟა-მეთქი. თავიდან ცოტა „მეხამუშა“, არ მესიამოვნასავით, შემდეგ კი დავფიქრდი და დადებითი მხრიდან შევხედე ყველაფერს. სულ ეს იყო.
– წლევანდელმა „X ფაქტორმა“ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ზოგმა კონკურსანტმა მწვავე კრიტიკაც მიიღო. მაყურებლის აზრით, ზოგს დაეხმარნენ. შენ თუ დაგეხმარა ვინმე?
– ყველაფერს საკუთარი ძალებით მივაღწიე. „ის“ დაეხმარა და ამიტომ „გაიქაჩაო“ – თამამად შემიძლია ვთქვა, ჩემზე ამას ვერასდროს ვერავინ იტყვის.

скачать dle 11.3