კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოიხსნა თუ არა საკუთარი კონცერტის გამო ბანკში ჩადებული ბინა ანრი ჯოხაძემ და როდის იყო ის აბსოლუტურად შეურაცხადი #42

ბათუმში ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტმა წარმატებულად ჩაიარა. მომღერალი ამ კონცერტისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა და აბსოლუტურად ყველა დეტალაში თავიდან ბოლომდე იყო ჩართული. ანრი ახლო მომავალში უკვე თბილისში, ფილარმონიის სცენაზე გეგმავს სოლო კონცერტის ჩატარებას, სადაც მსმენელს ბევრ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.
ანრი ჯოხაძე: მოცემული სიტუაციიდან მაქსიმუმის მაქსიმუმი შევძელი. ეს არ იყო საკონცერტო დარბაზი – ღია სივრცეა, ხრამივით, რომელიც უნდა ამოავსო და ამოავსო. ბევრ რამეს ითხოვდა: დეკორაციას, შოუს ელემენტებს, შუქის ეფექტებს, სპეცეფექტებს და ამ ყველაფერმა კოლოსალური შრომა წაიღო. როგორც აღნიშნავენ ჩემი კოლეგები, მაყურებლები: იყო ძალიან მაღალი კლასის კონცერტი. იმდენად დიდ რესურსს მოითხოვს ამ ტიპის კონცერტის გაკეთება, რომ მასში კატორღული შრომა იყო ჩადებული. მე, როგორც არტისტს, მქონდა დაგროვილი ის ბექრაუნდი, რომ გამოვსულიყავი და მაყურებლამდე თამამად მიმეტანა ჩემი ისტორიები.
– იყო ბევრი სერიოზული პრობლემა. ისიც შევიტყვე, რომ ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებითაც შეიქმნა პრობლემები და იყო იმის საშიშროება, რომ შეიძლება, მაყურებელი არ მოსულიყო კონცერტზე.
– უსერიოზულესი პრობლემები იყო. თუმცა, ბილეთების გაყიდვის საშიშროება  არ ყოფილა. სპონსორებისგან იყო დაპირებები და ბოლო წუთს გადაგდება. როცა გეიმედება და იცი, ესა თუ ის კომპანია შენ გეხმარება, თან, არა ლამაზი თვალებისთვის ან ნიჭიერი ანრი ჯოხაძისთვის, მე მათ ვთავაზობდი სარეკლამო ბარტერს, ანუ, საკმაოდ მომხიბლავ წინანადებას და როცა იცი, რომ ყველაფერი შეთანხმებულია, ამ დროს კი მტკიცე უარს გეუბნებიან – ეს იყო  მეხის გავარდნა. თუმცა, გამოსავალი მაინც მოვძებნე. გავუშვი ჩემი და ბანკში, რომელმაც თავისი ბინა ჩადო. რამდენიმე ათასი დოლარი მაკლდებოდა, გამოუვალი სიტუაცია იყო. თუმცა, ზუსტად ვიცოდი, ისეთი ანშლაგი იქნებოდა, ყველა ვალს დაფარავდა. ამიტომ ჩიტი ბრდღვნად მიღირდა. იმ მომენტში ვერ დაველოდებოდი ვერავის მოწყალებას. ეს იყო ზედმეტი ილუზია. ამიტომ, გავრისკე და ახლა, ბინის საკითხიც მოგვარებულია.
– რა თანხაზე იყო საუბარი?
– 8 ათას დოლარზე, რადგან კონცერტი ძალიან ძვირად ღირებული გამოვიდა. ის, რომ სუპერანშლაგი მქონდა კონცერტზე, იყო იდიალური დაგვირგვინება იმ  დარტყმების შემდეგ, რაც კონცერტამდე მივიღე ზოგიერთი ადამიანისგან. რას იზამ, ასეა ცხოვრება, მე ხომ მიჩვეული ვარ ბრძოლას. ასეთ დროს სულ მახსენდება ფრაზა: ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ, წარმატების გარდა.
– კიდევ რა დარტყმები ყოფილა შენს ცხოვრებაში?
– დარტყმები აღარც მახსოვს. მე ის ტიპი ვარ, ვისაც ასეთი მოვლენები კარგ ენერგიას აძლევს ბრძოლისთვის – მერე უფრო მიჩნდება რაღაცის კეთების სურვილი, რომ მუდმივად ფორმაში ვიყო, მქონდეს კიდევ რაღაც სათქმელი ჩემი მსმენელისთვის. დაე, დამარტყან!
– წინიდან თუ ზურგიდან?
– არ აქვს მნიშვნელობა. წინიდან დარტყმას ვერ ბედავენ, მაგის ტრაკი არ აქვთ. ძირითადად, ზურგიდან ვყავარ მიზანში ამოღებული. მე ყოველთვის ვეძებ გამოსავალს, არასდროს ვზივარ და ვიშვიშებ. მომენტალურად ვეძებ გამოსავალს და ვპოულობ კიდეც. არასდროს მივეცემი დეპრესიას. დეპრესიაში უფრო ჩემგან ვარდებიან.
– ამისთვის რას აკეთებ? ზოგჯერ ძალიან აფექტურიც ხარ.
– აფექტური ვარ, თან ძალიან. შეიძლება ისეთ დროს გამოვიდე წყობიდან, რომ გაგიკვირდეს კიდეც. მშვიდად ვიჯდე და უცებ ავფეთქდე. თუმცა, ჩემი წყობიდან გამოყვანა წარმოუდგენელია და თუ ამას შეძლებ, შედეგიც წარმოუდგენლად საშიში იქნება. მე ვარ მშვიდობისმოყვარე, მაგრამ, თუ მაინც შეძლებს ვინმე, რომ წყობიდან გამომიყვანოს, მერე უსაქციელო ვხდები – ყველაფერი იმტვრევა, რაც კი ძვირად ღირებულია. პირდაპირ მატერიალურ ზარალზე გადამყავს მოწინააღმდეგე.
– როგორც ვიცი, ახლო მომავალში თბილისშიც გეგმავ კონცერტს.
– ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ვგეგმავ, სადაც ფანტაზიებისთვის კიდევ უფრო მეტი საშუალებებია. კონცერტის დროს, როდესაც ფოტოები, პატარ-პატარა ვიდეოები გამოვფინეთ, არანორმალურად დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მე თვითონაც შოკში ვიყავი. ყველა ითხოვდა, თბილისში როდის ჩაატარებთ კონცერტსო. ბათუმი მაინც პატარა ქალაქია და იქ თუ ამხელა დასწრება ჰქონდა, ხომ წარმოგიდგენია, თბილისში რამხელა რეზონანსი ექნება. ბათუმის კონცერტის დროს იყო რაღაც ლაფსუსები, თუმცა სერიოზული არაფერი. ეს იყო ტექნიკური წუნი ჩემთვის, რაც ყველგან ხდება და ეს არანაირად არ გვაყენებს ჩრდილს და არ მიქმნის დისკომფორტს. თან, ეს კონცერტი რეპეტიციის გარეშე გამოვიტანეთ, ანუ, რასაც ჰქვია „პრაგონი”, არ გვქონია, რადგან აბსოლუტური საგიჟე მიდიოდა. შეურაცხადი ვიყავი იმ დროს. დალი ჩიტალაძე იხსენებდა: რომ დაგინახე, მაშინვე გაგერიდეო – წარმოუდგენელი იყო ჩემი მდგომარეობა. ბოლოს, მეგობრებს კონცერტამდე 2 საათით ადრე, იატაკის დაგებაში ვეხმარებოდი. ვერ გავჩერდებოდი: იმუშავეთ და მე ვიდგები ასე. თან, მეც მსიამოვნებდა  და ენერგიასაც ვხარჯავდი. ძალიან დიდი ადამიანური დატვირთვა იყო ჩემზე და ჩავერთე შავ სამუშაოში. ფაქტობრივად, ყველაფერი ჩემმა მეგობრებმა შემაძლებინეს. როცა პროგრამას ვაკეთებდი, სიამაყის გრძნობა მიჩნდებოდა, რომ რაღაც გზა გამივლია, რაღაც გამიკეთებია. ჩვენი თაობის ბევრი მომღერალი ვერ დაიკვეხნის ამ რაოდენობის პროდუქტს მის რეპერტუარში.
– სერიოზული გამოცდილებაც მიიღე და მგონი, უკვე ვეღარავინ ვერაფერს გამოგაპარებს.
– კი და იმხელა ინფორმაცია მივიღე, როგორც არტისტმა, რომ მათთვის სამწუხაროდ, ვერავინ ვერაფერს გამომაპარებს. ანრი ის არტისტია, ვინც ყველა საკონცერტო დეტალი იცის – რა და როგორ, ამიტომ მე ვერავინ ვერ დამაგოიმებს ასეთ დროს. იყო დაგოიმების მცდელობა, რა თქმა უნდა, მივხვდი: საწყალი-მეთქი და გავიარე.
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– უი, არაფერი. სად არის პირადი ცხოვრება, ამ კონცერტმა შეიწირა აბსოლუტურად ყველაფერი, ბოზობაც კი დამავიწყდა. თან, გავპატიოსნდი, წესიერი ბიჭი გავხდი. დავბერდი, ვითომ? – არა, შრომაზე ვარ გადართული. თან, ვიზრდებით, დიდი საცერი გვიჭირავს და ყველა ამბავს, ყველა მოვლენას ჩვენს ცხოვრებაში ვცრით – რაც ზედმეტი დარჩება, იმას ვყრით.
– მოგწონს პატიოსანი ანრი?
– კი, ისეთი კარგი ბიჭია... რა ქნას, არპატიოსნებას ბევრი დრო მიჰქონდა უსარგებლოდ.
– არ გეკითხებიან ხოლმე: როდის მოგყავს ცოლიო?
– როგორ არა და ჩემი პასუხია: ჯერ პატარა ვარ. მზად კი ვარ ამისთვის, მაგრამ რა დროს ჩემი ცოლია?! მართლა ცხოვრობს პატარა ბავშვი ჩემში და იმიტომ ვარ სულ კარგ ხასიათზე, ყველაფერი მიხარია.

скачать dle 11.3