კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სათვალე და სახის ფორმა #42

სათვალე ნებისმიერი ადამიანის ერთ-ერთი, გამორჩეული აქსესუარია. იმხელა არჩევანია, ძნელია სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის ჩარჩოების ფონზე, მოდური და იმავდროულად, ისეთი სათვალის არჩევა, რომელიც მოგიხდებათ.
იმისთვის, რომ ჩარჩოს არჩევა და შემდეგ მისი იდეალურად მორგება არ გაგიჭირდეთ, რამდენიმე პატარა ხრიკი უნდა იცოდეთ. ყურადღებით დააკვირდით სარკის წინ თქვენი სახის ფორმას, და მიხვდებით, როგორი ტიპის ჩარჩო არ მოუხდება მას.
* მრგვალი სახის ფორმა – ოთხკუთხა ჩარჩო, განიერი ან ვიწრო, სახეს უფრო მოგრძოს გამოაჩენს.
* ოთხკუთხედი სახის ფორმა – განიერ შუბლს კარგად დააბალანსებს ოვალური ან მრგვალი ფორმის ჩარჩო.
* ოვალური სახის ფორმა – სახის ასეთ მოყვანილობას თითქმის ყველა ტიპის ჩარჩო უხდება.
* გულისებრი სახის ფორმა – ეცადეთ ისეთ ჩარჩოს აარიდოთ თავი, ქვედა მხარეს რომ უფრო ვიწროა.
მას შემდეგ, რაც ჩარჩოს ფორმას შეარჩევთ,  გაიკეთეთ ის და ამოძრავე თავი ზემოთ-ქვემოთ, რათა დარწმუნდეთ, რომ სათვალე ძირს არ გიცურდებათ და ცხვირზე კარგად „ზის“. ამ დროს ის საერთოდ არ უნდა მოძრაობდეს.
მკვეთრი მაკიაჟი, მუქი კონტური და ჩრდილები ძალიან ეფექტურია. მაგრამ, თუ ამ ყველაფერს სათვალეც ემატება, რომლის ჩარჩოც თვალებზე აკეთებს აქცენტს, ეს შეიძლება, მეტისმეტი იყოს.
ყოველთვის მოიწესრიგეთ წარბები, რადგან სათვალის ტარებისას ისინი კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება. მიეცით მათ ლამაზი მოყვანილობა, დავარცხნეთ სპეციალური სავარცხლით და საჭიროების შემთხვევაში, წარბის ფანქარიც გადაისვით.

скачать dle 11.3