კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავუმკლავედეთ სტრესს


სტრესი შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა მოვლენამ, ფაქტმა, ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმის შეცვლამ, ცვლილებებმა პირად ცხოვრებაში, ფინანსურმა პრობლემებმა, გადაჭარბებულმა პასუხისმგებლობამ, დაბინძურებულმა ჰაერმა, წყალმა, ცვალებადმა ამინდმა, ხმაურმა და ასე შემდეგ.
ადამიანს აქვს სტრესთან შეგუების ინდივიდუალურად დამახასიათებელი მიდგომა და თავიდან აცილების შესაძლებლობა, ანუ, ერთი და იმავე სტრესული ფაქტორების მიმართ ყველას განსხვავებული რეაქცია აქვს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სტრესი სხვადასხვა სიმპტომითა და ინტენსივობით ვლინდება, თუმცა, ის ყოველთვის ერთნაირად უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
სტრესული ფაქტორების ზემოქმედებით ადამიანის ორგანიზმში იზრდება ადრენალინისა და ნორადრენალინის გამომუშავება. სისხლში მოხვედრისას ეს ნივთიერებები მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს, კერძოდ, სისხლში იზრდება გლუკოზის შემცველობა, რის ფონზეც ვითარდება ტაქიკარდია, იმატებს არტერიული წნევა, ირღვევა ნივთერებათა ცვლა, მწვავდება ქრონიკული დაავადებები და ვითარდება ახალი.
გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, არასაკმარისი ძილი, ავადმყოფობა, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება აქვეითებს ორგანიზმის გამძლეობას სტრესისადმი. სტრესის შემთხვევათა უმეტესი ნაწილი იწვევს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, კუჭ-ნაწლავის, შარდსასქესო, ენდოკრინული და სხვა ორგანოთა სისტემების დაავადებებს. სტრესული ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს საკვების მონელების დარღვევას, სექსუალური ლტოლვის დაქვეითებას, თმის ცვენას, ქრონიკული დაავადებების, ალერგიის, ფსორიაზის, კუჭის წყლულის გამწვევებას.
სტრესული ფაქტორების ზემოქმედების დროს ადამიანი დროულად ვერ იძინებს, იღვიძებს ჩვეულებრივზე ადრე, აქვს მოუსვენარი ძილი. უძილობა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ორგანიზმის ადაპტოგენური ძალების დაქვეითებას. ქრონიკული უძილობის დროს ორგანიზმში მცირდება მელატონინის გამომუშავება, რაც აღრმავებს დეპრესიის განვითარებას, რადგან ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიურ რიტმს მელატონინი არეგულირებს. მელატონინი გამომუშავდება თავის ტვინში და ღამით ღრმა, მშვიდ ძილს, დღისით კი მხნეობასა და შრომისუნარიანობას განაპირობებს. გარდა ამისა, მელატონინი არეგულირებს არტერიულ წნევას, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უშლის ნაადრევ დაბერებას. ადამიანები, რომლებსაც ღამით სრულფასოვნად არ სძინავთ, ქრონიკულად განიცდიან მელატონინის დეფიციტს. ამ დროს იზრდება გულის იშემიური დაავადების, სიმსუქნის, შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის განვითარების რისკი.
რეგულარული ფიზიკური აქტივობა სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებაა. ამ მხრივ კარგია ცურვა და სწრაფი სიარული. სწრაფი სიარული, გარდა გუნება-განწყობის გაუმჯობესებისა, დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლაზე; აჯანსაღებს კუნთებისა და სახსრების მდგომარეობას; ზომიერი და სწორედ შერჩეული ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს ძილის პროცესს.
ასევე, მენიუში უნდა შეზღუდოთ მაიონეზი, ცხიმიანი ხორცი, ნაღები, ცხიმიანი ყველი და არაჟანი და უპირატესობა მიანიჭოთ დიდი რაოდენობით ცილებს: მჭლე ხორცი, ბარდა, ლობიო, ხაჭო, თევზი და კვერცხი არის ამინომჟავა ტრიფტოფანის წყარო, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის გამომუშავებას. ძილის პროცესი, გუნება-განწყობილება და მადა რეგულირდება თავის ტვინში სეროტონინის მონაწილეობით მიმდინარე პროცესების საშუალებით. სეროტონინის ნაკლებობის დროს ვითარდება დეპრესია, იზრდება მგრძნობელობა ტკივილისადმი, ირღვევა ძილისა და ღვიძილის ბუნებრივი ფაზები.
ენდორფინი არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება, რომელიც გამომუშავდება თავის ტვინში. სისხლში მათი შემცველობის მომატება ამაღლებს ორგანიზმის ტონუსს და იწვევს დადებით ემოციებს. ენდორფინების გამომუშავებას ხელს უწყობს მდოგვი, ბანანი, რძე, ცხარე წიწაკა, ისპანახი, კომბოსტო.

თუ სახსრების ტკივილი გაწუხებთ, ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ
ყველამ იცის რა უსიამოვნოა მუხლების, ბეჭებისა და ნებისმიერი სახსრის ტკივილი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მათ აწუხებთ, ვინც მთელ დღეებს კომპიუტერთან მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს. წესით, სახსრების ტკივილი 45 წლის შემდეგ უნდა იჩენდეს თავს, მაგრამ არასწორი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ძალიან ხშირად ეს პრობლემა უკვე 25 წლის ასაკიდან აწუხებთ. მიზეზი შეიძლება იყოს: კომპიუტერი, უმოძრაობა, ტრავმა, გადატვირთვა, ართრიტი, რევმატიზმი და ასე შემდეგ. მაგრამ ხალხური მედიცინის საშუალებით, შეგიძლიათ ამ პრობლემის აღკვეთა. საჭირო ინგრედიენტები მარტივად მოიპოვება. შემადგენლობა შემდეგია: 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი მდოგვი (ცხარე), 1 სუფრის კოვზი წვრილი მარილი, 1 სუფრის კოვზი წყალი. საგულდაგულოდ აურიეთ ყველა ინგრედიენტი მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან ნარევს და შეინახეთ ის ხელის კრემისთვის განკუთვნილ ჭურჭელში. წაისვით მტკივნეულ ადგილას, დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და დაითბილეთ, სასურველია, ბამბით. გაიჩერეთ ნახევარი საათიდან ორ საათამდე. საუკეთესო იქნება თუ ამ პროცედურას ჩაიტარებთ ძილის წინ. გაიმეორეთ ის 4-5 დღე ზედიზედ. მომზადებული ნარევის შენახვა შეგიძლიათ მაცივარში, არაუმეტეს 5-6 დღის განმავლობაში.

როგორ დავაღწიოთ თავი სტომატიტს
საშუალებები, რაც დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ სტომატიტს, ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომია სახლის პირობებში. სტომატიტი შეიძლება, გამოგივიდეთ პირის ღრუშიც და ტუჩებზეც. ის ძალიან გავრცელებულია და სამწუხაროდ, განკურნების პროცესი ორ კვირამდე გრძელდება, რაც საკმაოდ უსიამოვნოა. სტომატიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება, სხვადასხვა იყოს: ცხელი საკვებით გარსის დაზიანება, ინფექცია, ვირუსი და სხვა. სტომატიტის ბუშტუკები მტკივნეულია და შეიძლება, ყვითელი ფერიც მიიღოს. ბევრია მედიკამენტი, მისგან განკურნებაში რომ დაგეხმარებათ, მაგრამ შესაძლოა, მათ სხვა, არასასიამოვნო გვერდითი მოვლენები მოჰყვეს. ამიტომ ყველაზე მიზანშეწონილია ბუნებრივი საშუალებების გამოყენება.
უპირველესად, მიმართეთ მარილსა და სოდას. ერთ ჭიქა თბილ წყალში აურიეთ მარილი ან სოდა და გამოივლეთ პირში დღეში სამჯერ. 3-4 დღეში სტომატიტი გაქრება. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყინულის კუბიკები. დიადეთ ის სტომატიტზე, შედეგად – შეგიმსუბუქდებათ ტკივილი და განკურნების პროცესიც დაჩქარდება.
გამოიყენეთ წყალბადის ზეჟანი. შეურიეთ ის წყალს თანაბარი რაოდენობით და დაიუგუბეთ პირში სტომატიტის მხარეს ცოტა ხანს. ეს აუცილებლად განკურნავს თქვენს სტომატიტს. ყურადღება გაამახვილეთ საკვებზე. შეიტანეთ კვების რაციონში ხაჭო. მოიხმარეთ ის რეგულარულად, რაც ხელს შუწყობს კუჭში ბაქტერიების შემცირებას. ეს კი სტომატიტის ძირითადი გამომწვევია.
თუმცა, ყველაზე კარგი საშუალება, რომელიც კურნავს სტომატიტს, ნიორია. დანაყეთ ან წვრილად დაჭერით ნიორი და დაიდეთ სტომატიტზე 15 წუთის განმავლობაში. ნიორს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ხელს უწყობს ამ ადგილის დეზინფექციას და სწრაფ მოშუშებას.
სტომატიტთან საბრძოლველად კარგი სასუალებაა რძეც. ცივი რძით გაჟღენთილი ბამბა დაიდეთ სტომატიტზე დღეში რამდენჯერმე (რაც მეტჯერ – მით უკეთესი) და ეფექტს მალევე საკუთარი თვალით ნახავთ.
სწორი კვების რაციონი ტვინისთვის
მინერალური ნივთიერებებიდან ტვინისთვის აუცილებელია გოგირდი, ფოსფორი, სპილენძი, თუთია, კალციუმი, რკინა და მაგნიუმი. ფოსფორი და ფოსფორის ნაერთები ხელს უწყობს ტვინის უჯრედების წარმოქმნას. გოგირდი საჭიროა მათი ჟანგბადით გაჯერებისთვის. დანარჩენი ზემოთ ჩამოთვლილი მინერალები კი უზრუნველყოფენ ტვინის ნორმალურ ცხოველმყოფელობას.
ადამიანის ტვინისთვის, ასევე, აუცილებელია E და B ჯგუფის ვიტამინები. ვიტამინი E არეგულირებს ნათხემის მოქმედებას.
ცნობილია, რომ ტვინისთვის აუცილებელია ჟანგბადის დიდი რაოდენობა. კვების პროდუქტები ხელს უწყობს ჟანგბადით მის გაჯერებას. ისეთი პროდუქტები, რო გორიცაა:  კარტოფილი, თალგამი, ხახვი, პომიდორი, ოხრახუში, პიტნა, მდოგვი და ასე შემდეგ.
როგორც ადამიანის სხვა, ნებისმიერი ორგანოსთვის, ტვინისთვისაც, აქტიური მუშაობის შემდეგ, აუცილებელია დასვენება. უსაქმურობის დროს კი ტვინი ზარმაცდება. ამ დროს ადამიანი ვერ აზროვნებს სწორად.
ფიზიკური გადაღლა, კომპიუტერთან და ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა, ალკოჰოლი, სიგარეტი, უძილობა მხედველობაზე ნეგატიურად აისახება. ასაკის მატებასთან ერთად, მხედველობაც სუსტდება.
მხედველობის შესუსტებისას აუცილებლად უნდა შეიტანოთ კვების რაციონში A, B, B2, C და E ვიტამინების შემცველი პროდუქტები. უმჯობესია, ვიტამინები ნატურალური სახით მიაწოდოთ ორგანიზმს. მაგალითად:
* A ვიტამინს შეიცავს ნესვი, სტაფილო, პომიდორი, სალათის ფურცლები, მწვანე ბარდა, ხახვი, ხაჭო, ძროხის ღვიძლი, კარაქი, ნაღები, ყველი.
* B1 ვიტამინს – ბარდა, სოკო, ღვიძლი, თირკმელები, ნიგოზი, ბულგარული, ანუ ტკბილი წიწაკა, ნიორი, ქათმის ხორცი, რძის მჟავე პროდუქტები.
* B2 ვიტამინს – რძე, ყველი, ხაჭო, კვერცხი, ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცი, თევზი, ბარდა, ისპანახი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბანანი, მწვანე ხახვი, კამა.
* C ვიტამინს – ასკილი, შავი მოცხარი, ქაცვი, ოხრახუში, კამა, კარტოფილი, კომბოსტო, ციტრუსები.
* E ვიტამინს – სოია, სიმინდი, მზესუმზირის ზეთი, ხორბალი, შვრია, ჭვავი.

კაკლის ტიხრები – პროსტატიტის, დიაბეტის, სახსრებისა და უძილობის სამკურნალოდ
ტრადიციული მედიცინა რეკომენდაციას უწევს კაკლის ტიხრებს პროსტატიტისა და საკვერცხეების კისტის მკურნალობისას. ამ მიზინით, ორ სადილის კოვზ კაკლის დაქუცმაცებულ უღლებს დაასხით ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე ოცი წუთის განმავლობაში. გააჩერეთ ერთი საათი და კარგი იქნება, თუ მიღებულ სითხეს დღეში სამ ულუფად გადაანაწილებთ. იმავდროულად, კაკლის უღლები სხვა დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება – ფარისებრი ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების, სახსრების პრობლემების, ჰიპერტენზიის დროს. ასეთ შემთხვევებში, რეკომენდებულია, მუქი ნახევარლიტრიანი ბოთლის ერთი მესამედი შეავსოთ კაკლის ტიხრებით და დაფაროთ ის არყით. შეინახეთ ორი-სამი კვირის განმავლობაში და შემდეგ, ერთ ჩაის კოვზ წყალში გაზავებული სამი-ოთხი წვეთი მიიღეთ  ჭამის წინ.
ამტკიცებენ, რომ კაკლის ტიხრების სამკურნალოდ გამოყენებას ძალიან კარგი შედეგი მოაქვს ისეთი სერიოზული დაავადების მკურნალობის დროსაც, როგორიცაა დიაბეტი. ამ შემთხვევაშიც, ორი სუფრის კოვზ კაკლის ტიხრებს დაასხით არაყი, ისე რომ მთლიანად დაიფაროს. ესეც გააჩერეთ ორი-სამი კვირა და შემდეგ მიიღეთ ყოველდღიურად – ორ ჩაის კოვზ წყალში წინასწარ გაზავებული ნაყენი 5-6 წვეთის ოდენობით. მკურნალობის კურსი უნდა გრძელდებოდეს სამი კვირიდან სამ თვემდე. ეს ნაყენი ეფექტურია რადიკულიტისა და სახსრების ტკივილის დროსაც. მისი ხანგძლივი გამოყენება აუმჯობესებს მეხსიერებას, მკურნალობს თავის ტკივილს, საშვილოსნოს ფიბრომას და მასტიტს, ასევე, ნერვულ დარღვევებს და უძილობას.

скачать dle 11.3