კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეუვარდა ვაგონში გენერალი კვინიტაძე ბორჯომში მგზავრობისას სამხედრო მინისტრს #42

„არ არის ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა“.
ერთ ზაფხულს სამხედრო სასწავლებლიდან შვებულებით თავის მშობლიურ სოფელში ბრუნდებოდა. 15 წლის მოზარდს გზაში თანასოფლელი წამოეწია და ჰკითხა (ნაწყვეტი გ. კვინიტაძის წიგნიდან „მოგონებები“): „სალდათი ხარ? არა სალდათი არა ვარ, – ვუპასუხე მე. მაშ, რად გაკვრია პაგონები? სამხედრო სკოლის მოწაფე ვარ. როცა სკოლას გაათავებ, სალდათი იქნები? არა. თუ სკოლას გავათავებ, გადამიყვანენ რუსეთში და იქ კიდევ 2 წელი მასწავლიან. თუ კარგად ვისწავლე, ოფიცერი გავხდები. მერე? მერე – გენერალი. მაშ, კარგად ისწავლე და გახდი გენერალი. მერე შენ რა, გავხდები თუ არა გენერალი? როგორ თუ რა? – მომიგო უცებ. გახდები გენერალი, გაგვიძღვები და გავყრით რუსებს.“ მომავალში გიორგი კვინიტაძე მართლა გახდა გენერალი, გენერლის წოდებამდე კი, მან სამხედრო კარიერის ყველა ეტაპი გაიარა. ერთად გადავავლოთ თვალი ქართელი გენერლის ცხოვრების ამ ფურცლებს, საიდან იწყებოდა და როგორ ვითარდებოდა მის ირგვლივ მოვლენები, რომელიც პირდაპირ საქართველოს ბედ-იღბალთან იყო დაკავშირებული. ეს ერთი საბრძოლო ეპიზოდი მისი ცხოვრებიდან, ვფიქრობ, ყველას დაგაინტერესებთ, რადგან ქვეყნის  თავდაცვა და უსაფრთხოება ახლაც ასეთი აქტუალურია.  
„ახლა მოგახსნებთ, თუ როგორ შევედი კიდევ ერთხელ სამხედრო სამსახურში. თებერვლის შუა რიცხვებში ჩემს ბინაში ტელეფონი აწკრიალდა. გენერალი გედევანიშვილი მიხმობდა. აი, მისი სიტყვები: „მთავრობის თავმჯდომარე გთხოვთ, კიდევ ერთხელ გაიღოთ მსხვერპლი და ახალციხის ფრონტზე წაბრძანდეთ გენერალ მაზნიაშვილის შტაბის უფროსად”. მე არაფერი ვიცოდი იმაზე, რაც მაზნიაშვილთან მომხდარა. იქ, თურმე, სერიოზული ვითარებაა შექმნილი. გენერალმა გედევანიშვილმა დამიწყო ლაპარაკი, მაგრამ შევაწყვეტინე საუბარი... არ ღირს და ახლავე კაბინეტში გეახლებით-მეთქი. მივედი და იქაური ვითარება აღმიწერა. მისი ნაამბობის მიხედვით გამოდიოდა, რომ ვითარება გაცილებით უფრო სერიოზული იყო, ვიდრე მე მეგონა. შიშობდნენ, რომ მოწინააღმდეგე ბორჯომისა და ხაშურისაკენ დაიძვრებოდა. მე დავთანხმდი, მაგრამ ვუთხარი: „აუცილებლად მაზნიაშვილმა უნდა მთხოვოს, რადგან თადარიგში ვარ გასული და აჯობებს, თუ მისი გამოძახებით გავემგზავრები”.
დამთანხმდნენ. მალე მაზნიაშვილისგან მოწვევა მივიღე. მე და გედევანიშვილი მთავრობის თავმჯდომარესთან, ნოე ჟორდანიასთან გავემართეთ. ჟორდანიამ მითხრა, ჩინებულ სტრატეგოსად მიმაჩნიხართ და მინდა, იქ წაბრძანდეთ, მდგომარეობა გამოასწოროთო. მე ვუთხარი, ჩემი აქ მოსვლა ნიშნავს, რომ ნებისმიერ ვითარებაში მივდივარ. ყველა სამხედრო საკითხი უკვე გავარკვიეთ, მაგრამ ერთსა გთხოვთ: მე პასუხისმგებელ-უუფლებო უფროსად მივდივარ, ამგვარი დანიშვნის სააწინაღმდეგო არაფერი მაქვს (საქმე ისაა, რომ შტაბის უფროსად მივდიოდი, არადა ისე მელაპარაკებოდნენ, როგორც პასუხიმგებელ უფროსს), ოღონდ გთხოვთ, ძალაუფლება მაზნიაშვილის ხელში იყოს. მის უნებართვოდ, ტელეფონზე ლაპარაკიც კი არავინ გაბედოს, რათა თბილისში ისეთი დეპეშები არ იგზავნებოდეს, როგორიცაა მაგალითად, ახალციხის მაზრაში მთავრობის უფლებამოსილი პირის ლადო რუხაძის დეპეშა: „არმია დაიშალა გამოგზავნეთ გვარდია”, – დავსძინე მე. ნოე ჟორდანიამ მიპასუხა, რომ ძალაუფლება მთლიანად სამხედროებს გადაეცემოდათ.
სადგურზე, მატარებელში ძლივს ვიშოვე ბილეთი და ის ის იყო, დავჯექი, რომ ტელეფონთან მიხმეს. გენერალმა ქავთარაძემ წამიკითხა ბორჯომიდან სამხედრო მინისტრის მიერ თავის სახელზე გამოგზავნილი დეპეშა, სადაც იტყობინებოდა, მთავრობის თავმჯდომარეს ვთხოვ, ბორჯომიდან გაიწვიოს მაზნიაშვილი და მის ადგილზე დანიშნოს გენერალი კვინიტაძეო. თანაშემწეს ასლი ეგზავნებოდა. „დეპეშა თქვენ გეხებათ და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე თქვენი გაფრთხილება,” _ მითხრა ქავთარაძემ. აქვე, სადგურში შევიტყვე, რომ სამხედრო მინისტრის მატარებელი მალე გამოვიდოდა ბორჯომიდან თბილისში. მე ვთხოვე სადგურის უფროსს, გადაეცა სამხედრო მინისტრისთვის, რომ მატარებლების შეხვედრისას გამოვეძახე.
ჩვენი მატარებლები ხაშურში შეხვდნენ. სამხედრო მინისტრთან ვაგონში შევედი, ვუთხარი: მაზნიაშვილის თაობაზე გაგზავნილი თქვენი დეპეშის ამბავი ვიცი და გთხოვთ, ამას ნუ იზამთ-მეთქი. მიპასუხა: ბორჯომში მაზნიაშვილის ავტორიტეტი ძალიან შელახულია, ხელქვეითებთან უსიამოვნება აქვს, აღარ სჯერათ მისი და აჯობებს მისი გამოწვევაო. მე ჩემსას არ ვიშლიდი და ვეუბნებოდი, მე და მაზნიაშვილი ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ, როგორც სომხეთ-საქართველოს ომში იყო. მე, როგორც შტაბის უფროსი, მაზნიაშვილსა და საჯარისო უფროსებს შორის ჩავდგები და სადავო აღარაფერი ექნებათ, ყველაფერი კარგად დასრულდება-მეთქი. ბოლოს, კიდევ ერთხელ დაჟინებით ვთხოვე მაზნიაშვილის დატოვება. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თხოვნას შემისრულებდა, თუმცა არაფერს დამპირებია.
შტაბში ღამე ჩავედით, მაზნიაშვილსა და სუმბათაშვილს ეძინათ. მათი გაღვიძება არ დავანებე. საქმის ვითარება გამაცნო პოლკოვნიკმა ჯინჯიხიამ, რომელიც შტაბის უფროსი გახლდათ და ის-ის იყო, მე-4 პოლკის უფროსად დაენიშნათ. მეორე დღეს ნაცნობი სურათი განმეორდა. მაზნიაშვილმა საწერ მაგიდასთან დამსვა – „ჰა, რუკა, ფანქრები, ქაღალდი, მელანი... აბა, შენ იცი”.
მეორე დღეს პოზიციები დავათვალიერე და საქმეს შევუდექი. მაზნიაშვილმა მითხრა, შეიძლება, მეც წამოგეწიოო. მართლაც გამოსულა, ოღონდ, როცა მარჯვენა ფლანგზე გავიდა, მე იქაურობის დათვალიერება დასრულებული მქონდა და უკვე მარცხენა ფლანგზე ვიყავი. ღამით დავბრუნდი, ოთახში შესვლისთანავე თვალში მეცა, რაღაცას ფუთავდნენ და ალაგებდნენ. მეგონა, მაზნიაშვილი სხვა ბინაში გადადიოდა. უკან დაბრუნებისას გავიგე, მარჯვენა ფლანგზე მაზნიაშვილი სიკვდილს ბეწვზე გადაურჩაო. თურმე, ჩვენი სანგრების იქით გადასულა და მოწინააღმდეგისკენ გაუწევია. 200 ნაბიჯი ექნებოდა გავლილი, რომ ცეცხლი გაუხსნეს. მადლობა ღმერთს, ცოცხალი გადარჩა. უკან დაბრუნებულმა, მეგობრულად ვუსაყვედურე, როგორ შეიძლება, თავის ასე გაწირვა, თან არაფრისთვის, ეშმაკს არ სძინავს-მეთქი. მითხრა, ერთი ეგ დეპეშა წაიკითხე, საწერ მაგიდაზე რომ დევსო. ეს იყო ბრძანება – მაზნიაშვილი გაწვეულ იქნას მისი დივიზიის მობილიზაციის დასაჩქარებლად. ახალციხის ფრონტის სარდლად და ამავე მაზრის გუბრენატორად გენერალი კვინიტაძე დაინიშნოსო. ჩემი თხოვნა არ შეასრულეს. თურმე მაზნიაშვილი სადგურში წასასვლელად ემზადებოდა. დავუწყე თათბირი, რომ დარჩენილიყო და ვუთხარი: უკვე ვთხოვე, ეს არ ექნათ და ალბათ, მოვახერხებ, რომ ბრძანება გააუქმონ-მეთქი. მაზნიაშვილმა არ დაიშალა და წავიდა.”

скачать dle 11.3