კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შორს, სკანდალისგან



თუ ხვდებით, რომ ძალიან ხშირად ხართ კონფლიქტურ სიტუაციაში და ეს უკვე, ლამის, ცხოვრების წესად გექცათ, დაფიქრდით – რას არ აკეთებთ სწორად. არსებობს რამდენიმე წესი, რაც კონფლიქტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
1. შეეცადეთ, იმ ადამიანთან, ვისთანაც ხშირად ჩხუბობთ, პირისპირ არ დარჩეთ. მით უმეტეს, არ უყუროთ თვალებში. ამით არც მის აგრესიას გამოიწვევთ, არც თქვენს ემოციებს დაანახვებთ. მოკლედ და ჟარგონის ენაზე რომ ვთქვათ, ერთმანეთს „ვერ წამოიკიდებთ.”
2. არ მიიღოთ აგრესიული რეპლიკები საკუთარ თავზე – ანუ, გადაამისამართეთ. მით უმეტეს, თუკი არ იცით, რომ კონკრეტულად თქვენთვის იყო ნათქვამი. ზოგჯერ აგრესორის მხარეზე დადექით. მასთან ერთად „აღშფოთდით“. ამით მისი აგრესიის ობიექტების სიიდან გამოეთიშებით.
3. მიიყვანეთ სიტუაცია აბსურდამდე, დაეთანხმეთ ყველაფერში. არ უთხრათ, რომ სულელია. მოსაუბრე დაიღლება, თქვენთან კამათის ინტერესს დაკარგავს და დაგეხსნებათ.
4. ყველაზე ძლიერი იარაღია, ისეთი რეაქცია გქონდეთ მის სიტყვებზე, როგორსაც არ ელოდება, მერე კი მკვეთრად შეცვალეთ თემა. საოცარი ეფექტი ექნება. სკანდალი ჩანასახშივე აღმოიფხვრება.
5. იგნორირებაც არაჩვეულებრივი მეთოდია. როგორც კი მიხვდებით, რომ მოსაუბრე „შეტევაზე” აპირებს გადმოსვლას, გაჩუმდით. წარმოიდგინეთ ზღვა, სიმწვანე, მზიანი დღე, სილამაზე. დაიმუხტეთ მხოლოდ დადებითი წარმოსახვით. სკანდალს ასეც აიცილებთ თავიდან.

ჩხუბის წესები

წესები აქვს ყველაფერს, მათ შორის ჩხუბსაც. თუ ამ წესებს კარგად გააცნობიერებთ და გამოიყენებთ კიდეც, მაშინ თქვენს ურთიერთობებში პრობლემები არ იქნება.
წესი – 1: კამათისას პარტნიორს ელაპარაკეთ საკუთარ თავზე. თქვენს გრძნობებზე, ეჭვებზე, შფოთის მიზეზზე. ამასთან, არ ეცადოთ, ეს მიზეზები მას გადააბრალოთ. ასეთ შემთხვევაში, მას თავდაცვის რეჟიმში არ ჩააყენებთ. რაც უკვე პლუსია.
წესი – 2: ეძებეთ კომპრომისები – იქაც კი, სადაც ის არ შეიძლება, არსებობდეს. ეს მხოლოდ ერთი შეხედვით იქნება ასე და თუ კარგად ჩაეძიებით, იპოვით კიდეც. არ არის კატასტროფა, თუ სხვის აზრს, არგუმენტს დაეთანხმებით. ამით ქვეყნის არც აღსასრული დადგება და არც თქვენს ღირსებას დააკლდება რამე.
წესი – 3: თუ ხვდებით, რომ ჩხუბი და დაპირისპირება ჩიხში შევიდა, მიატოვეთ კამათი და სასეირნოდ წადით ან ორივე ისეთი რამით დაკავდით, რაც გაგართობთ და პრობლემაზე ცოტა ხანს მაინც არ გაფიქრებთ.
წესი – 4: გააკეთეთ დასკვნები – როგორც კი ემოციისგან დაიცლებით და გათავისუფლდებით, გააანალიზეთ მომხდარი, მიზეზები და ის შედეგები, რაც მისგან მიიღეთ. გაიხსენეთ, როგორ მწიფდებოდა სიტუაცია, გააკეთეთ სამი დასკვნა მაინც. ეს მნიშვნელოვანია.

ჩააქრე ცეცხლი

მოდი, ნუ ვიჩხუბებთ – ალბათ, ხშირად გითქვამთ საკუთარი თავისთვის, როცა საყვარელ ადამიანთან კამათითა და კინკლაობით დაღლილხართ, მაგრამ ადვილი არ არის ემოციებთან გამკლავება. სინანული კი მერე მოდის, როცა უკვე ყველაფერი გავლილია და სინანულსაც კი აღარ აქვს აზრი. რა უნდა გავაკეთოთ, რომ საქმე აქამდე არ მივიდეს?!
მთავარია, არასდროს გამოხატოთ აგრესია პარტნიორის მიმართ. მით უმეტეს, თუ ის გიყვართ. პირდაპირობა კარგი თვისებაა, მაგრამ ზოგჯერ ურთიერთობაში სერიოზულ ბზარს აჩენს. ის შეიძლება, ნაპერწკალი აღმოჩნდეს, რომლისგანაც ხანძარი გაჩაღდება. გახსოვდეთ, კონფლიქტში, კამათში, ჩხუბში ყოველთვის ორი მხარე მონაწილეობს და თითოეულს თავისი სიმართლე აქვს. მნიშვნელოვანია, მოისმინო საპირისპირო მხარის არგუმენტებიც.
აკონტროლეთ საკუთარი ემოციები – ისწავლეთ ჩხუბში მოქცევა. ამის სწავლა შეიძლება.
იუმორი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. საუკეთესო წამალია ნებისმიერი მწვავე კონფლიქტის ჩასაქრობად. იუმორი კარგად ანეიტრალებს უარყოფით ემოციებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემას სერიოზულად არ აღიქვამთ. პირიქით – ურთიერთობას გააჯანსაღებს, მაგრამ იუმორი არ აგერიოთ დაცინვასა და ირონიაში. ეს სულ სხვა რამეა და მხოლოდ გააღიზიანებს პარტნიორს. სხვათა შორის, ქალებს ბუნებრივი ნიჭი აქვთ, განმუხტონ კრიტიკული და მწვავე სიტუაცია. ისინი ინტუიციით გრძნობენ, როდის დაიხიონ უკან, როდის მოისაწყლონ თავი და უმწეო, დაუცველი არსების როლი ითამაშონ. ასე რომ, თუ მოინდომებთ, ცეცხლს აუცილებლად ჩააქრობთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ცეცხლი თავად გააღვივეთ.

გაარკვიე
 ურთიერთობა

კონფლიქტი ახლობელ და საყვარელ ადამიანთან ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანები ვართ, თანაც განსხვავებულები. გასაკვირი არაა, რომ ზოგჯერ ჩვენი ინტერესები, აზრები და სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გვავიწყდება და გააფთრებით ვიწყებთ ჩხუბს. ემოციები გროვდება, გროვდება და მერე საზღვარს გადალახავს ხოლმე. ემოციების კონტროლი კი, ყველას არ შეუძლია. თუმცა, თუ კონფლიქტს სხვანაირად შევხედავთ, მასაც აქვს დადებითი მხარეები. ჯერ ერთი, ნებისმიერ ურთიერთობას სჭირდება გარკვევა. მეორეც – კონფლიქტი კარგი დაცვის მექანიზმია. მთავარია, არ გამწვავდეს და სერიოზულ დაპირისპირებაში არ გადავიდეს. ყველა ადამიანი ცდილობს, დაიცვას საკუთარი ინტერესები და დარჩეს იმად, რაც არის.
გარდა ამისა, კამათით შეიძლება ემოციური, უარყოფითი ფონის მოხსნა, დაძაბულობის განეიტრალება. მაგრამ, თუ ხშირად და ხმაურიანად გაარკვევთ ურთიერთობას, ამას ისეთი სკანდალი მოჰყვება, რომელიც თქვენვე გაგანადგურებთ. თანაც, ჩვევად გექცევათ, რაც ასევე, არ არის სასურველი.
მოკლედ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ურთიერთობა აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, მაგრამ ზომიერების საზღვარს არ უნდა გასცდეთ.

скачать dle 11.3