კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი #42

როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ არ მოგვწყინდეს ცხოვრება
რისთვისაა ცხოვრება. რა არის მისი მიზანი? ბევრი ჩვენგანი ეკითხება ამას საკუთარ თავს და პასუხს ვერ პოულობს. ზოგიერთებს ცხოვრება მოსაწყენი ეჩვენებათ. უწოდებენ მას უმიზნოს, მაგრამ ეს იმითაა განპირობებული, რომ ადამიანები ცხოვრობენ მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ივიწყებენ ღმერთს, მარადიულ ცხოვრებას და გარეშე მყოფთათვის არანაირი სარგებელი არ მოაქვთ. „ან რითი უნდა მოვუტანო სხვას სარგებელი?“ – ამბობენ ისინი. როგორ თუ რითი?  ეს ყველას ძალუძს თავისი შესაძლებლობისამებრ: მდიდარს – სიმდიდრით, ჯანმრთელს – ჯანმრთელობით, განათლებულს – თავისი ცოდნით, კეთილს – გულით, თანამგრძნობს – თანაგრძნობით. ყველას ძალუძს და ყველა მოვალეა, იცხოვროს თავისი ბედნიერებისთვის და მაშინ ცხოვრებაც მოსაწყენი და უმიზნო აღარ მოეჩვენება.
როგორც ათბობს და ანათებს მზე, ასევე, ჩვენც უნდა განვათბოთ გარშემომყოფნი ჩვენი სიყვარულით; მწუხარეს ცრემლი მოვწმინდოთ, ყველას ვუჩვენოთ გზა, რომლითაც სათნო ეყოფიან ღმერთს, რომლითაც დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. როგორც კი ერთს მოაქცევ კეთილისკენ (და ისიც, ღვთის წყალობით) – გული სიხარულით გევსება. ერთს თუ ანუგეშებ მწუხარებაში, ერთს შეეშველები საჭიროებისას – ყოველივე ეს შენც გამშვიდებს და გახარებს.
რაც უფრო უანგარო იქნება ჩვენი საქმიანობა, მით მეტად ამაღლდებიან ისინი ღვთის თვალში, მით მეტი იქნება ჯილდოს მიგება უფლისაგან. მაშინ ჩვენ ირგვლივ ყველაფერი სასიამოვნო და სასიხარულო იქნება. მადლობელნი ვიქნებით ღვთისა და სხვებიც ჩვენ გამო უფლის მადიდებელნი იქნებიან. როცა მოვკვდებით – ყველა დამწუხრდება ჩვენზე. იტირებენ და ილოცებენ ჩვენი სულისთვის. არაფერს არ ნიშანვს, რომ უჩინონი ვიყავით, მოყვასისთვის ხომ ვზრუნავდით. ბევრი წმიდანი ისახავდა თავისი ცხოვრების მიზნად ახლობლის სამსახურს და ისინი ამაში ჰპოვებდნენ უდიდეს სიხარულს.
ცხოვრების აზრი სწორედ ამაში მდგომარეობს. გასაგები ხდება, თუ რატომ არიან მოწყენილნი ცხოვრებით. იმიტომ, რომ ღვთის შიში და რწმენა დაკარგეს, დედა ეკლესია დაივიწყეს, იმიტომ, რომ მხოლოდ მიწიერზე ფიქრობენ, ამაში კი სიცარიელეა – გარეგნულად თითქოს მხიარულებაა, შინაგანად კი სულის სიმშვიდეს ვერ ფლობენ, რადგან უფალი ამბობს, რომ არა აქვს სიხარული უწმინდურს. ამრიგად, ჩვენთვის ნათელია, რა ვაკეთოთ და როგორ ვიცხოვროთ, რათა არ მოგვწყინდეს ცხოვრება.

კეთილმორწმუნე დედაკაცს სექტანტი ქმრის შესახებ
შენი ქმარი სექტანტი გახდა, ამის გამო თქვენს სახლში დავამ და უთანხმოებამ დაისადგურა. ვერცერთ საკითხში ვერ თანხმდებით. სარწმუნოება მთელ ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს და ჩვენს გრძნობებსა და აზროვნებაზე ზემოქმედებს, ამასთან ისეთზეც, რომლებსაც, მე ვიტყოდი, რწმენასთან საერთო არაფერი აქვთ. ასე იყო დასაბამიდან: მართლმადიდებელთა შეხედულება სახელმწიფოზე, ჯარზე, შრომაზე, სახელმწიფო წყობილებასა და სხვა დანარჩენზე, მწვალებელთა შეხედულებებისგან ყოველთვის განსხვავდებოდა.
ევედრე ღმერთს და შეგეწევა. შენს ქმარს ნუ განუდგები, ნურც განიკითხავ, მის შესახებ ცუდს ნურაფერს იტყვი, მასზე გაბოროტებით ნურაფერს იზრახავ, რადგან მას ამით ვერ გამოასწორებ. წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის მამა უნებლიეთ ერესში ჩავარდა. მისი ღმრთისმოშიში მეუღლე ნონა წუხდა ამის გამო და ღმერთს ცრემლებით ევედრებოდა, რათა მას, ყოვლისშემძლეს, მისი ქმარი ჭეშმარიტების შემეცნებით გაენათლებინა. მეუღლის მხურვალე ლოცვა შეეწია ქმარს, დაბრუნებოდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. საწინააღმდეგო მაგალითიც არსებობს. იმპერატორ იუსტინიანეს მეუღლემ, თეოდორამ შეძლო, ქმარი მონოფიზიტობაზე გადაებირებინა, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდა. მოგვიანებით, ორივე – იუსტინიანეც და თეოდორაც, ეკლესიის ლოცვით, მართლმადიდებელ სარწმუნოებაში დაბრუნდნენ. ამ ორი მაგალითის (სხვა მრავალი მაგალითიც არსებობს) მიხედვით ჩანს, როგორი ზემოქმედების მოხდენა შეუძლია ცოლს ქმრის სარწმუნოებაზე – კეთილის ან ბოროტის. შენი ზემოქმედებაც გაიმარჯვებს, ეჭვი არ შეგეპაროს. ნათქვამია: ეძიებდეთ და ჰპოოთ. როდესაც ვეძიებთ, ვპოულობთ არა ბოროტებას, არამედ სიკეთეს. ადრე თუ გვიან, სიკეთეს აუცილებლად ვიპოვით, რადგან ღმერთს ნებავს, რომ მუდმივად მისეულ სიკეთეს, მხოლოდ სიკეთეს ვეძიებდეთ. როდესაც სიკეთეს, განსაკუთრებით მართალ სარწმუნოებას ვეძიებთ ჩვენთვის და სხვებისთვის, ამით ცათა სასუფეველს ვეძიებთ. ეს კი არის უპირველესი და უმთავრესი გზა, რომელზე სვლაც გვემცნო. ლოცვაში უფალს ხშირად ვთხოვთ ურცხვენელ სარწმუნოებას, მტკიცე სასოებას და სიყვარულს. ქვეყანაზე სამარცხვინო სარწმუნოებაც არის, რის გამოც, დადგება დრო და შერცხვებათ ერეტიკოსებსა და სექტანტებს ამქვეყნად ან საღმრთო სამსჯავროზე.
რაც შეეხება მეზობელ ქალს, რომელიც წყენას გაყენებს, გლანძღავს და გეუბნება: „მე და ჩემს ქმარს საერთოდ არაფერი გვწამს, მაგრამ ხედავ, როგორ მეგობრულად ვცხოვრობთ!“ – ყურადღებას ნუ მიაქცევ. ზოგჯერ დროებით ავაზაკები და ყაჩაღებიც თანხმდებიან. ლეშზე შესეულ მატლებსაც თანხმობა აქვთ იქამდე, ვიდრე ლეშს გამოღრღნიან და შემდეგ ერთმანეთს დაერევიან. დასაწყისი კი არ განსჯის დასასრულს, არამედ დასასრული განსჯის დასაწყისს.

скачать dle 11.3