კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეიძინა აკაკი ბობოხიძის მეუღლემ საგარეჯოში 450 000 კვ. მ. მიწის ნაკვეთი და რამდენ ათეულ ათასს დოლარს ინახავს ცოლ-ქმარი დეპოზიტებზე #42

საქართველოს პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით, აკაკი ბობოხიძე (რომელმაც თავი წინა მოწვევის პარლამენტში მუშტი-კრივისადმი ტრფიალით დაგვამახსოვრა, ამ მოწვევისაში კი – „ხიხოობის“ დეფინიციით) 1964 წელსაა დაბადებული ხონის რაიონის სოფელ გორდში. განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და სპეციალობით მათემატიკოსია. მისი შრომითი ბიოგრაფია 1986 წელს დაიწყო წულუკიძის დასწრებულ-დაუსწრებელ საშუალო სკოლაში, სადაც 1987 წლამდე იმუშავა ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებლად. პარალელურად, 1986-1988 წლებში, ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტშიც მუშაობდა ასისტენტად, ხოლო 1988 წლის მარტიდან უფროს ლაბორანტადაც დაწინაურდა. 1990-1992 წლებში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი იყო, 1992 წლის მარტიდან აგვისტომდე კი, სახელმწიფო საბჭოს წევრი და წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი. 1992 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის წევრად აირჩიეს. თუმცა 1995-დან 1997 წლის ჩათვლით, მის შრომით ბიოგრაფიაში წყვეტაა, ხოლო 1998 წლის იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დასაქმდა მთავარ სპეციალისტად. 2001-2004 წლებში კვლავ საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, დეპუტატი გახლდათ 2004 წლის მოწვევის პარლამენტშიც. ოღონდ 2005-ში, აპრილიდან აგვისტომდე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად გადაიყვანეს. 2006 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის თავმჯდომარედაც ამუშავეს, 2006 წლის ნოემბრიდან 2008 წლის იანვრამდე იმერეთის რწმუნებული-გუბერნატორი იყო; 2008 წლიდან 2012-მდე – მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი, ისევე, როგორც 2012 წლიდან 2016 წლამდე.
აკაკი ბობოხიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2001 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც პარლამენტის წევრმა და ოჯახის წევრებად მიუთითებდა მეუღლეს, 1973 წელს საგარეჯოში დაბადებულ ნანა გოდერძიშვილსა და ორ შვილს: მაგდასა და ირაკლის. იმხანად უძრავ-მოძრავ ქონებას მხოლოდ დეპუტატი ფლობდა: თბილისში ბინას (24 000 ლარი), აგარაკს გრიგოლეთში (6 000 ლარი) და 10 000 ლარად ღირებულ ავტომობილს, თუმცა ნაღდი ფული დეკლარაციის შევსების დროს მხოლოდ მის უმუშევარ მეუღლეს ჰქონდა, კერძოდ, 3 000 ლარი. 2001 წლის განავლობაში ბ-ნი ბობოხიძის სადეპუტატო წლიურმა შემოსავალმა 2 800 ლარი შეადგინა.
აკაკი ბობოხიძის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2016 წლით თარიღდება, ასევე, პარლამენტის წევრის ამპლუაში. ოჯახის წევრებად ამჯერად მიუთითებს მეუღლესა და ვაჟიშვილს. 15 წლის სახელმწიფო მოხელეობის თავზე საგრძნობლადაა გაზრდილი მისი ოჯახის ქონება. კერძოდ: დეპუტატის საკუთრებაა საცხოვრებელი სახლი თბილისში, დიღომში (80 კვ. მ.), საცხოვრებელი სახლი თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე (70 კვ.მ.), საცხოვრებელი სახლი თბილისში, ვაშლიჯვარში (230 კვ.მ.), სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი თბილისში (ლისი, მუხათწყარო) – 1 200 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ქუთაისში (2 000 კვ.მ.), ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი საგარეჯოში (450 000 კვ.მ.). მასვე ჰყავს ავტომანქანა „ტოიოტა რავ 4“, სანომრე ნიშნით – MBA555. ანაბრებზე ცოლ-ქმარი 19 018 და 25 000 აშშ დოლარს ინახავს. თუმცა დეკლარაციის შევსების მომენტში ნაღდი ფული მხოლოდ დეპუტატს ჰქონდა – 19 000 აშშ დოლარი. დეპუტატი სამეწარმეო საქმიანობასაც ეწევა, ის შპს „ორიონის“ პარტნიორია (2013 წლიდან) და ამ საქმიანობამ მას 2015-ში 6 500 ლარი მოუტანა. როგორც პარლამენტის წევრმა კი, 2015 წლის განმავლობაში 65 393 ლარი მიიღო. შემოსავალი მიიღო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციიდანაც – 22 000 ლარი; თუმცა შვილის სწავლაში 3 990 ლარი გადაიხადა, პარტიას 10 000 ლარი შესწირა, ქონების გადასახადი კი 4 200 ლარი დაუჯდა.

скачать dle 11.3