კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რუსული ლოგიკა #42

საბედისწეროდ დამტკბარნი

მაშინ, როდესაც ცივილიზებული მსოფლიო თავისი საერთაშორისო ორგანიზაციებიანად („ნატო“, ევროკავშირი, ევროსაბჭო, ეუთო), მიესალმება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს და დემოკრატიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აფასებს (მეტიც, ერთი სული გვაქვს, როდის ვითანამშრომლებთ ახლად არჩეულ ხელისუფლებასთანო), რუსულ მედიაში აქტიურად განიხილავენ მოსაზრებას, რომ საქართველოს პარლამენტში პრორუსულმა ძალებმა გაიმარჯვეს.
თვით ახლად არჩეული „დუმის“ თვით დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვინმე ლეონიდ კალაშნიკოვი რუს საზოგადოებას აუწყებს, რომ „დუმა“ საქართველოს პარლამენტთან საპარლამენტო კავშირების აღდგენას შეეცდება (იქამომდე არ აუდგათ გვერდები!).
მომყავს ციტატა: „მიმაჩნია, რომ ამ არჩევნების შედეგები ცალსახად მეტყველებს საქართველოს სურვილზე, ითანამშრომლოს რუსეთთან.“ ვინაიდან ქართველებმა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სურვილი გამოთქვესო(?!).
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ იქვე, პრორუსულად  „პატრიოტთა ალიანსია“ მითითებული, ამ უკანასკნელს კი მხოლოდ 5-პროცენტიანი შედეგი აქვს, უდიდესი ალბათობით,  რუსი პოლიტიკოსების ამგვარი განცხადებები თვით რუსეთში საზოგადოებრივი აზრის შექმნას ემსახურება, ოღონდ, რა მიზნით, ეს უკვე საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების საჩხრეკი ამბავია, იმიტომ რომ, მიზანი მხოლოდ ჩვენთვის საზიანო თუ იქნება. –

скачать dle 11.3