კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველანი ზემოთ #42

ანუ გაუმხელელი სიყვარული

 თუმცა არჩევნების საბოლოო შედეგი ჯერჯერობით უცნობია, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც ისაა გამორიცხული, „ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
ერთი მხრივ, რაკი ძალაუფლება რყვნის, ხოლო უზომო – უზომოდვე, მთლად სასიხარულო ამბავიც არ არის, ოღონდ, რაკი, მეორე მხრივ, მეორე ადგილი (რიცხოვნობით) „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭირავს, მათთან თანამშრომლობა კი, თუ უახლეს ისტორიას გადავხედავთ, ფრიად უშედეგო რამაა, იქნებ პირველი ვარიანტი ჯობდეს მეორეს.
ოღონდ სხვაგვარად განსაჯეს, მაგალითად, „რესპუბლიკელების“ ლიდერებმა (ოღონდ არა – ყველამ) და თვით ჩრდილოეთისკენ მომზირალმა ნინო ბურჯანაძემ, ამიტომაც ამომრჩეველს (არა მარტო თავისას, „ოცნებისასაც“) მაჟორიტარულ არჩვენებში „ნაციონალების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდეს (გახეთქილი სიყვარულის ბუშტიც ამას ჰქვია).
„ახალი მემარჯვენეები“  მათ თითქმის შეუერთდნენ. „თითქმის“, ვინაიდან მამუკა კაციტაძემ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა შემდეგი (მომყავს ციტატა): „არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“ და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას.“ ანუ ყველა კანდიდატი გადახაზეთო.
თუ გავიხსენებთ, რომ ამ შემთხვევაში ბიულეტენი უბრალოდ ბათილდება, რთული სათქმელია, რას სთავაზობს რეალურად ამომრჩეველს ხსენებული ბატონი.
თუმცა იგი უფრო შორსაც მიდის (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „გადახაზეთ საერთოდ ეს ორი პარტია, საერთოდ ცხოვრებიდან თუ გადახაზავთ, უკეთესი იქნება“.
ეს მეორე მოწოდება კიდევ უფრო აბუნდოვანებს „მემარჯვენეების“ ლიდერის სათქმელს, მაგრამ მეტ აქტუალობას სძენს ანეკდოტური თუთიყუშის დილემას: „შენც ზემოთ, მეც ზემოთო“. –

скачать dle 11.3